მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება
გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლი­საა და სა­ი­უ­ბი­ლეო წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს.

ზა­ფხუ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი კა­ხე­თი­დან და­ი­წყო, ჩა­ტარ­და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მსურ­ვე­ლებ­მა ჩა­ა­ბა­რეს უსარ­გებ­ლო თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, ძვე­ლი წიგ­ნე­ბი და გა­დაც­ვა­ლეს ახალ წიგ­ნებ­ზე. მომ­ხმა­რე­ბე­ლი 300- მდე წიგ­ნი­დან მათ­თვის სა­სურ­ველ ჟანრს ირ­ჩევ­და.

თე­ლავ­ში გა­ი­მარ­თა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის - „ფე­ნიქ­სის“ პრე­ზენ­ტა­ცია. ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი თე­ლა­ველ მკი­თხველს შეხ­ვდნენ.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით იყო “პა­ლიტ­რა L” თე­ლავ­ში ჩა­მო­სუ­ლი. ეს გა­მომ­ცე­ლო­ბა ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია და ცდი­ლობს, სულ შე­მო­ი­ტა­ნოს კრე­ა­ტი­ვი. თე­ლა­ვის თე­ატ­რის წინ 2 დღეს ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და ცვლიდ­ნენ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მა­კუ­ლა­ტუ­რას. ყი­დუ­ლობ­დნენ ახალ წიგ­ნებს ფას­დაკ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და იმე­დია, მუდ­მი­ვად ჩა­ტარ­დე­ბა", - ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის მე­რის მო­ად­გი­ლე.

წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით ამ­ბრო­ლა­ურ­სა და ონ­შიც გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ამ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია - მსურ­ვე­ლებ­მა 300-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბი­დან მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­არ­ჩი­ეს.

"ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქა­რა­ვა­ნი" ზუგ­დიდ­საც ეს­ტუმ­რა, სა­დაც ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ღია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში „ფე­ნიქ­სის“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" პრო­ექ­ტის აქ­ცი­ა­ში მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­და­ეც­ვა­ლათ. გა­ი­მარ­თა წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით.

თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გინ­და აღ­მო­ა­ჩი­ნო ახა­ლი წიგ­ნე­ბი და შე­ი­ძი­ნო დიდი ფას­დაკ­ლე­ბით, იმოგ­ზა­უ­რო და და­ეს­წრო სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გაც­ვა­ლო უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და მო­უფრ­თხილ­დე გა­რე­მოს, მა­შინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა მო­დის შენ­თან!

გთა­ვა­ზობთ "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბის" გან­რიგს:

3-4 აგ­ვის­ტოს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა სვა­ნე­თის მთებ­ში და­ბა­ნაკ­დე­ბა და­მეს­ტი­ა­ში წიგ­ნე­ბის-გა­მო­ფე­ნა გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა;

10 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" ყაზ­ბეგ­ში;

12 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" სი­ონ­ში;

13 აგ­ვის­ტო - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" სუ­რამ­ში;

14-15-16 აგ­ვის­ტო - ზა­ფხუ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ბა­თუმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ბა­თუ­მე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ელით.

14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ აქ­ცია, რო­მე­ლიც 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლით.

ასე­ვე, 14 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ღო­ნის­ძი­ე­ბა „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა“, სა­დაც სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე, ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე და რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, გთხოვთ, ეწ­ვი­ოთ "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ფე­ის­ბუქ გვერდს: https://www.facebook.com/lurjiokeane/

15 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის თი­ნა­თინ ბე­რი­ძის წიგ­ნის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ პრე­ზენ­ტა­ცია. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", 19:00 სთ.

16 აგ­ვის­ტოს, 19:00 სა­ათ­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­ი­მარ­თე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის, ფე­ნიქ­სის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც „ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტსაც“ უწო­დე­ბენ. ბა­თუმს ეწ­ვე­ვი­ან ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.

17 აგ­ვის­ტოს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა ოზურ­გეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს (მის: 9 აპ­რი­ლის პარ­კი). გუ­რუ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაც­ვა­ლონ მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და ასე გა­და­არ­ჩი­ნონ გა­რე­მო. (1კგ = 1 ლარს). 19:00 სა­ათ­ზე , კა­ფე­ში "რვას + 1" (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3) "ფე­ნიქ­სის" ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

18 აგ­ვის­ტოს ოზურ­გეთ­ში დას­რულ­დე­ბა "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლით.

19 აგ­ვის­ტოს - "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა ბახ­მა­რო­ში დას­რულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze-ს
0

არიაქა (გელოდებიან)

მად
0

სტატიის ფოტო ნერვებს მიშლის მეტი არაფერი გქონდათ? რა სიბანძეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს.

ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი კახეთიდან დაიწყო, ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, მაკულიტერატურის აქცია, რომლის ფარგლებშიც, მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. მომხმარებელი 300- მდე წიგნიდან მათთვის სასურველ ჟანრს ირჩევდა.

თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის - „ფენიქსის“ პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ.

"ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო “პალიტრა L” თელავში ჩამოსული. ეს გამომცელობა ყოველთვის გამორჩეულია და ცდილობს, სულ შემოიტანოს კრეატივი. თელავის თეატრის წინ 2 დღეს ხალხმრავლობა იყო, მოდიოდნენ ოჯახები და ცვლიდნენ ახალ ლიტერატურაზე მაკულატურას. ყიდულობდნენ ახალ წიგნებს ფასდაკლებით. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედია, მუდმივად ჩატარდება", - ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მერის მოადგილე.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით ამბროლაურსა და ონშიც გაიმართა. აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია - მსურველებმა 300-ზე მეტი დასახელებიდან მათთვის სასურველი ლიტერატურა შეარჩიეს.

"ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში „ფენიქსის“ პრეზენტაცია გაიმართა.

"მაკულიტერატურის" პროექტის აქციაში მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაეცვალათ. გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით.

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება მოდის შენთან!

გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:

3-4 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება სვანეთის მთებში დაბანაკდება დამესტიაში წიგნების-გამოფენა გაყიდვა გაიმართება;

10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში;

12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სიონში;

13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამში;

14-15-16 აგვისტო - ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები ელით.

14 აგვისტოს დაიწყება „მაკულიტერატურის“ აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

ასევე, 14 აგვისტოს გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/lurjiokeane/

15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტაცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ.

16 აგვისტოს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

17 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი). გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო. (1კგ = 1 ლარს). 19:00 საათზე , კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) "ფენიქსის" ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.

18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია, რომლის ფარგლებშიც, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

19 აგვისტოს - "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება ბახმაროში დასრულდება.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში გრძელდება

წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-12)