სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი
"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­ფორ­მის შე­ფა­სე­ბა დღეს არას­წო­რია, ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის სქე­მა სის­ტე­მუ­რად შე­იც­ვა­ლა და ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცესს გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის თქმით, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა რე­ფორ­მის ეტაპ­ზეა.

"ერთი, ასე ვთქვათ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ტრან­სპორტზე მორ­გე­ბუ­ლი სის­ტე­მი­დან, გა­დავ­დი­ვართ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე მორ­გე­ბულ სის­ტე­მა­ზე, რაც გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ­წი­ლად დის­კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლია.

რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მუდ­მი­ვად ვა­ფარ­თო­ოთ ქუ­ჩე­ბი, ვა­შე­ნოთ ახა­ლი გზე­ბი და ეს­ტა­კა­დე­ბი, რათა იმ მან­ქა­ნე­ბის ნა­კადს გა­უძ­ლოს, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად იმ­პორ­ტს ვუ­კე­თებთ. ესაა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც წლი­დან წლამ­დე ემა­ტე­ბა ჩვენს ქა­ლაქს. ჩვენ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და მოქ­მე­დე­ბე­ბი დღეს არ დაგ­ვი­წყია.

და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის წი­ნაა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ეს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, დე­ტა­ლუ­რად მო­ვუ­ყე­ვით ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ რა პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა­ში. ეს არის ერ­თა­დერ­თი, უალ­ტერ­ნა­ტი­ვო და რაც მთა­ვა­რია, სწო­რი გზა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს, დღეს, რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი დღეა. რა თქმა უნდა, რე­ფორ­მის ეტაპ­ზე, ადაპ­ტა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, თუ ერთი წლის წინ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მარ­შრუ­ტით მი­დი­ოდ­ნენ, დღეს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მით მო­უ­წევთ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

მოძ­რა­ო­ბის სქე­მა სის­ტე­მუ­რად შე­იც­ვა­ლა და ამას­თან შეჩ­ვე­ვას შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი დრო - რამ­დე­ნი­მე დღე ან ერთი-ორი კვი­რაც დას­ჭირ­დეს. ამი­ტომ შე­ფა­სე­ბე­ბი დღეს არ უნდა გა­ვა­კე­თოთ. ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ რა­საც ვა­კე­თებთ, ვა­კე­თებთ სწო­რედ იმ პო­ლი­ტი­კის ჭრილ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას სჯე­რა, რომ სწო­რია და მივ­დი­ვართ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ გზით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვერც პა­ნი­კის და ვერც კრი­ტი­კის სა­ფუძ­ველს ვხე­დავ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

ამას­თან, ვიცე-მერი ამ­ბობს, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი არის ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გამ­ზი­რი, რო­მელ­ზეც კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­და, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ქვე­ი­თე­ბიც, ვე­ლო­სი­პე­დე­ბიც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, მოძ­რა­ო­ბის პრინ­ცი­პი და სქე­მა ყვე­ლას­თვის შე­იც­ვა­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ სატ­რან­სპორ­ტო სქე­მას­თან ადაპ­ტა­ცი­ის­თვის დრო ყვე­ლა მათ­განს დას­ჭირ­დე­ბა, რაც გზა­ზე გარ­კვე­ულ შე­ფერ­ხე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.

"ეს შე­ფერ­ხე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ხვა­ლაც, ზე­გაც, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, შე­იძ­ლე­ბა ერთ კვი­რა­შიც, ყვე­ლა­ფე­რი ჩად­გე­ბა ფორ­მა­ში და და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. მთა­ვა­რი არის ის, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, გამ­ზი­რის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 8 ათა­სი ადა­მი­ა­ნით მეტი შე­უძ­ლია ამ გამ­ზირს გა­ა­ტა­როს ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის მთა­ვა­რი, რი­თიც შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად სწო­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ტა­რა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ჭრილ­ში,“- აღ­ნიშ­ნა ვიცე-მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცო­ბებს, ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მა არის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის ის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და და რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­უ­სა­ბა­მოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღეთ.

"ჩვენ რომ ასე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის შე­უ­ფერ­ხებ­ლად, მოკ­ლე დრო­ში და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მიგ­ვე­ცა, ორ-სამ წე­ლი­წად­ში უა­რეს სუ­რათს მი­ვი­ღებ­დით, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც კი­დევ უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი არის ერთ-ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა მო­ე­წყოს ქა­ლაქ­ში სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იმის­თვის, რომ ქუ­ჩას ჰქონ­დეს მა­ღა­ლი გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა, ნაკ­ლე­ბი სა­ცო­ბი გვქონ­დეს მთლი­ა­ნად ქა­ლაქ­ში და ნაკ­ლე­ბად და­ვა­ბინ­ძუ­როთ ჰა­ე­რი.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან გთხოვთ გა­იხ­სე­ნეთ, სამი წლის წინ რა იყო მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი დაკ­ვე­თა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე. ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა იყო სა­ცო­ბი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ჩვენ თუ არ მო­ვინ­დო­მეთ, რომ ნაკ­ლებ­მა მან­ქა­ნამ ია­როს ქა­ლაქ­ში და ნაკ­ლე­ბად გა­და­ვა­ად­გილ­დეთ მან­ქა­ნე­ბით, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხით ხომ არ შე­ვამ­ცი­რებთ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას, ან სა­ცო­ბებს რო­გორ განვტვირ­თავთ?", - აცხა­დებს ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე.

საქართველო
0

ერთი შენ ხარ და მეორე კალაძე. დაგვანებეთ რა თავი? არაფრის გაგებასი არ ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი

"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო სისტემა რეფორმის ეტაპზეა.

"ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია.

რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია.

დაახლოებით, ორი წლის წინაა გაჟღერებული ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, თუ რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში. ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა.

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება.

მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო - რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მისივე თქმით, მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

"ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,“- აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

"ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?", - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი