საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
*303#-ით, სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა
*303#-ით, სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) მი­ერ­და­ნერ­გი­ლი ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით - *303#, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღოს კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, 3 თვე­ში 200,909 პირ­მა ისარ­გებ­ლა.სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის „მაგ­თი­კო­მი­სა“ და „სილ­ქნე­ტის“ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, *303# მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ის აბო­ნენ­ტმა.

*303# მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებს მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ან სას­მე­ლი წყლის მო­მა­რა­გე­ბის წყვე­ტის შე­სა­ხებ, გა­მო­ი­თხო­ვონ ელექტრო­ნუ­ლი ქვი­თა­რი, შე­ა­მოწ­მონ მიმ­დი­ნა­რე სა­ა­ბო­ნენ­ტო ბა­ლან­სი, მო­ნა­ცე­მე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­სურ­ველ აბო­ნენტზე და­ა­რე­გის­ტრი­რონ ან წა­შა­ლონ არა­სა­სურ­ვე­ლი ნო­მე­რი.

*303# მომ­სა­ხუ­რე­ბა არ სა­ჭი­რო­ებს ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მას ან­სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ჩა­მოტვირ­თვას, ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა ტი­პის მო­ბი­ლუ­რის­თვის. მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა და ვრცელ­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ამ ეტაპ­ზე *303# მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ სს „თე­ლა­სის“, სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“, შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“, სს „სა­ქორგგა­ზის“, შპს „ჯორ­ჯი­ა­ნუ­ო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“, შპს „მცხე­თის წყლის“, შპს „რუს­თა­ვის წყლის“ და სს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ აბო­ნენ­ტებს.

მომ­სა­ხუ­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია „მაგ­თი­კო­მის“, „სილ­ქნე­ტი­სა“ და „ბი­ლა­ი­ნის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის.

NS

ავტორი:

*303#-ით, სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

*303#-ით, სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერდანერგილი ახალი მომსახურებით - *303#, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონით მოქალაქემ მიიღოს კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია, 3 თვეში 200,909 პირმა ისარგებლა.საკომუნიკაციო კომპანიების „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, *303# მომსახურება გამოიყენა პროგრამაში ჩართული კომუნალური მომსახურების ყველა კომპანიის აბონენტმა.

*303# მომსახურება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

*303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ანსპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე *303# მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლის“, შპს „რუსთავის წყლის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ მომხმარებლებისათვის.

NS

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

რა ნაწილი წაუშალეს ია ფარულავას სკანდალური გადაცემიდან - ტელეწამყვანს ცნობილი სახეები უპირისპირდებიან და ქიბარ ხალვაშს მიმართავენ

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს