პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს - ადვოკატს ის დალუქული არ დახვდა
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს - ადვოკატს ის დალუქული არ დახვდა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი" ავ­რცე­ლებს. ად­ვო­კა­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნის პრო­ცე­დუ­რას ეს­წრე­ბო­და.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ბი­უ­რო­ში მის­ვლის დროს, მას კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქუ­ლი არ დახ­ვდა, თუმ­ცა ამო­ღე­ბუ­ლია თუ არა იქი­დან რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­სა და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ, რა­მიშ­ვი­ლი ვერ აკონ­კრე­ტებს.

ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად კომ­პი­უ­ტერ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­უქ­მე­ბულ Facebook გვერდს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ ფაქტსაც სწავ­ლო­ბენ, ამ ეტაპ­ზე კი რა­ი­მე მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმი­სა­გან, ად­ვო­კა­ტი თავს იკა­ვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cica
792

ეს ადვოკატი სხვა განზომილებაშია, მხოლოდ საწინააღმდეგო ფაქტებზე მუშაობს, სულ რაღაც წინააღმდეგობებს ქმნის, უნდა სხვა გზით წაიყვანოს გამოხიება, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელ ფერი დაკრავს. ოჯახი მეცოდება , იწყება სათავისოდ გამოყენება ამ ტრაგედიის. 

მიხეილ რამიშვილს
66

კარგი რაა, ვინ ჭამს ამას, ისე კივიხართ, ვინ გახსნიდა უთქვენოდ და თანაც ყველაფრის გადაღება ხდება დოკუმენტალურად..

მორჩი ლაყბობას და გააკეთე საქმე რაა, თუმცა არა მგონია, რამე ხელჩასაჭიდი გქონდეს, ეტყობა იცით შენც და ოჯახმაც რომ ცუდ საქმეში იყო ეგ გოგო გარეული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს - ადვოკატს ის დალუქული არ დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს - ადვოკატს ის დალუქული არ დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი" ავრცელებს. ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ, რამდენიმე საათი დასჭირდება.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ Facebook გვერდს, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ, ამ ეტაპზე კი რაიმე მოსაზრების გამოთქმისაგან, ადვოკატი თავს იკავებს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს