მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცი - "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი"
ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცი - "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი"

ვარ­კე­თილ­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ალექ­სან­დრე ივა­ნო­ვი, რო­მე­ლიც უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და, კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ კვლავ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი ალექ­სან­დრე ივა­ნო­ვის 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "გა­მომ­ძი­ებ­ლებს ზღაპ­რე­ბი აქვთ მო­ყო­ლი­ლი".

ივა­ნო­ვის თქმით­ვე, ის 24 წლის მან­ძილ­ზე ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას და შემ­თხვე­ვის დღე­საც მან შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ნა­რი­და. ივა­ნო­ვის ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იყო, რა­მაც ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას შე­უ­წყო ხელი და ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სას­წავ­ლია.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და ალექ­სან­დრე ივა­ნოვს კლი­ნი­კა­ში სრულ­ყო­ფი­ლი, ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზეც იმ­სჯე­ლეს. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბად ცნო.

ცნო­ბის­თვის, 5 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში, 1975 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ალექ­სან­დრე ივა­ნოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დახ­ვდათ სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი მო­ქა­ლა­ქე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამა­ვე სახ­ლის ფან­ჯრი­დან, მე­ზობ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და, რი­თაც არ­ღვევ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ალექ­სან­დრე ივა­ნო­ვი და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ტო­ვა.

ალექ­სან­დრე ივა­ნოვს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, ასე­ვე, 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას, სხვი­სი ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბას და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააა
0

საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდაო!

ქეთი
0

24 წლის მან­ძილ­ზე ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბასო და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა რეგისტრირებულიო???!!! ვინ უნდა აგოს პასუხი????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცი - "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი"

ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცი - "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი"

ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, ალექსანდრე ივანოვი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი ალექსანდრე ივანოვის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული, რომელმაც განაცხადა, რომ "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი".

ივანოვის თქმითვე, ის 24 წლის მანძილზე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და შემთხვევის დღესაც მან შვილები ყველაფერს განარიდა. ივანოვის ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის დროს გარკვეული გარემოებები იყო, რამაც ამ დანაშაულის ჩადენას შეუწყო ხელი და ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესასწავლია.

ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულია და ალექსანდრე ივანოვს კლინიკაში სრულყოფილი, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ბრალდებული, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ალექსანდრე ივანოვს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას და პოლიციელზე თავდასხმას.

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე