სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გარ­დაც­ვლილ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე სა­უბ­რობს იმ ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­შიც, ოჯა­ხის ვერ­სი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ნი­კო­ლა­ძე :"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი "ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს, სცე­მეს, მდი­ნა­რე­ში და­ახ­რჩვეს და წყალს გა­ა­ტა­ნეს“.

"ოჯა­ხი სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ ძა­ლი­ან სწო­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და, რო­დე­საც სა­ხალ­ხოდ არ ლან­ძღავ­და ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით ამ მოწ­მე­ებს. პი­რი­ქით, ჩვენ გვქონ­და იმე­დი, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ისი­ნი მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ხელი შე­ე­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი რა თქმა უნდა, გან­ხორ­ცი­ელ­და. ახვლე­დი­ა­ნი­სა და ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თთან­ხვედ­რით არა­ნა­ი­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა გი­ორ­გის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს. აქ უკვე გა­მო­იკ­ვე­თა სუ­რა­თი, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ეს ისე­დაც ვი­ცო­დით, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დო­ნე­ზე ეს აქამ­დე არ იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ ეს არის ის ფაქ­ტი, რომ გი­ორ­გის და მას­თან თან­მხლებ პი­რებს და­ე­დევ­ნენ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­დან“ გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი, აქე­დან 3 მათ­გა­ნი გად­მოყ­ვათ ხიდ­ზე და გად­მოკ­ვე­თეს მა­გის­ტრა­ლი, ხოლო 2-მა მათ­გან­მა ჩა­უხ­ვია იმა­ვე მხრი­დან მდი­ნა­რე არაგ­ვის ხი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­მოთ, სა­დაც ხი­დის ბურ­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და რო­დე­საც გი­ორ­გიმ ჩა­ირ­ბი­ნა, მას წინ დახ­ვდნენ იქი­თა მხრი­დან ჩა­მო­სუ­ლი 2 პირი, მო­აქ­ცი­ეს ალ­ყა­ში და ბავ­შვი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო გაქ­ცე­უ­ლი­ყო უკვე არაგ­ვის­კენ მი­მა­ვალ ფერ­დობ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს მხე­ცე­ბი, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი ჩაყვნენ, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ იქ ბავ­შვს და ჩა­ახ­რჩვეს მდი­ნა­რე­ში. აი ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც უკვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა. რო­გორც კი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მოვა და კი­დევ სხვა დას­კვნე­ბი შე­მო­ვა ჩვენ კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან მკაცრ პო­ზი­ცი­ას და­ვა­ფიქ­სი­რებთ ამ ხალ­ხის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით დას­ჯას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- აცხა­დებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბულ ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის ახა­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შა­ქა­რაშ­ვილს ბო­ლომ­დე მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი არ გა­კი­დე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლე­ბის ახალ, 22-ე ტომ­შია, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" მო­ი­პო­ვა.

ჩვე­ნე­ბა­ში ახვლე­დი­ა­ნი სა­უბ­რობს, რომ მან და­ი­ნა­ხა თუ რო­გორ მის­დევ­და ფეხ­ბურ­თელს სამი, თხე­ლი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც მას მა­ნამ­დე ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და.

ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი წინა ჩვე­ნე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჯე­რად დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს მომ­ხდარს და გან­მარ­ტავს, რომ წინა გა­მო­კი­თხვე­ბი­სას, ის აღელ­ვე­ბუ­ლი იყო, რის გა­მოც დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
58

აცალეთ კაწროს და ბერას დონ კარლეონობა უნდათ! მერე რა 19 წლის ანგელოზივით ბიჭი თუ შემოაკვდათ მათ ხელის ბიჭებს, სამაგიეროდ როგორი შიში ექნებათ სხვებს მათი! ასე რომ ბიზნესის წილებსაც აახევენ ვისაც უნდა და რასაც უნდა იმასაც იზამენ. ბიძინაც გახსნის მალე ახალ ზოოპარკს სადმე ეკლესიასაც და შვილს ამით ცოდვებს გაუქვითავს!

!!!
3

ყველას მუდმივი ციხე!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

19 წლის ფეხბურთელის, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საუბრობს იმ ვითარებაზე, რომელშიც, ოჯახის ვერსიით, შაქარაშვილი დაიღუპა. ნიკოლაძე :"ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი "ალყაში მოაქციეს, სცემეს, მდინარეში დაახრჩვეს და წყალს გაატანეს“.

"ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც სახალხოდ არ ლანძღავდა ზოგიერთებივით ამ მოწმეებს. პირიქით, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, განხორციელდა. ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების ურთიერთთანხვედრით არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს. აქ უკვე გამოიკვეთა სურათი, თუ რა მოხდა რეალურად, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მტკიცებულებების დონეზე ეს აქამდე არ იყო განხორციელებული.

კერძოდ ეს არის ის ფაქტი, რომ გიორგის და მასთან თანმხლებ პირებს დაედევნენ "ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული პირები, აქედან 3 მათგანი გადმოყვათ ხიდზე და გადმოკვეთეს მაგისტრალი, ხოლო 2-მა მათგანმა ჩაუხვია იმავე მხრიდან მდინარე არაგვის ხიდების მიმართულებით ქვემოთ, სადაც ხიდის ბურჯებია განთავსებული და როდესაც გიორგიმ ჩაირბინა, მას წინ დახვდნენ იქითა მხრიდან ჩამოსული 2 პირი, მოაქციეს ალყაში და ბავშვი იძულებული იყო გაქცეულიყო უკვე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე.

შესაბამისად, ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩვეს მდინარეში. აი ეს არის რეალობა, რომელიც უკვე მტკიცებულებებით არის დადასტურებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა და კიდევ სხვა დასკვნები შემოვა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ხალხის განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით“,- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

ამასთან, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან.

აღნიშნული ჩვენება, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, "ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა.

ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

ვახტანგ ახვლედიანი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და განმარტავს, რომ წინა გამოკითხვებისას, ის აღელვებული იყო, რის გამოც დეტალების გახსენება უჭირდა.

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად, შიმშილობას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ