პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები
როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

850 წლის გო­თი­კუ­რი შე­დევ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა და პა­რი­ზის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი - პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი 2019 წლის 15 აპ­რილს გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა. შე­ნო­ბა სრუ­ლად არ დამ­წვა­რა, გა­ნად­გურ­და მისი ნა­წი­ლი და იმ­დე­ნად, რომ აღ­დგე­ნას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

ტაძ­რის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ამა­ზეც იმოქ­მე­და და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ფერ­ხდა.

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ტა­ძა­რი პირ­ვან­დელ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს და მის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში არაფ­რის შეც­ვლას არ აპი­რე­ბენ. პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მომ­ხდარს „სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია“ უწო­და.

„ჩვენ ერ­თად ავა­შე­ნებთ თა­ვი­დან პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს“, - თქვა მაკ­რონ­მა 2019 წელს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ტაძ­რის სრულ აღ­დგე­ნას და პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას 5 წელი დას­ჭირ­დე­ბა და 2024 წლის­თვის ის კვლავ უმას­პინ­ძლებს მომ­ლოც­ვე­ლებ­სა და ვი­ზი­ტო­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბას ვერ იზი­ა­რე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი და თვლი­ან, რომ ეს დრო არა­რე­ა­ლუ­რად მცი­რეა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას ხუთ წელ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას თით­ქმის 1 მი­ლი­არ­დი ევრო დას­ჭირ­დე­ბო­და.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ტა­ძარ­ში ვერ გა­ი­მარ­თა სა­შო­ბაო მესა და ასე­თი რამ ბოლო 200 წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლად მოხ­და. ხან­ძრამ­დე წე­ლი­წად­ში ტა­ძარს თით­ქმის 13 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ეი­ფე­ლის კოშ­კი­თაც კი არ ინ­ტე­რეს­დე­ბა და პა­რიზ­ში ჩა­სულ ადა­მი­ან­თა ინ­ტე­რე­სის მთა­ვარ სფე­როს სწო­რედ ეს დი­დე­ბუ­ლი ტა­ძა­რი წარ­მო­ად­გენს.

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა მეფე ლუი VII-ის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, 1163 წელს და­ი­წყო, თუმ­ცა მას დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახე მხო­ლოდ 1345 წელს მი­ე­ცა. ტა­ძა­რი ბევ­რჯერ და­ზი­ან­და სხვა­დას­ხვა ომე­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის გა­დარ­ჩა.

2019 წელს გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს ცე­ცხლი ტაძ­რის უნი­კა­ლურ სა­ხუ­რავს მო­ე­დო. გო­თი­კურ შე­დევ­რს ნაპ­რა­ლე­ბი ჰქონ­და გა­ჩე­ნი­ლი, რის გა­მოც კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ მისი რე­კონ­სტრუქ­ცია მო­ი­თხო­ვა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ხან­ძა­რი სწო­რედ სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს მოჰ­ყვა. ცე­ცხლმა გა­ა­ნად­გუ­რა ტაძ­რის ზა­რე­ბის ორი კოშ­კი და ცენ­ტრა­ლუ­რი შპი­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა.

შე­ნიშ­ვნა: მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის გამო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია CNN-ისა და BBC-ის მიერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

850 წლის გოთიკური შედევრი, ისტორიული შენობა და პარიზის სავიზიტო ბარათი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა. შენობა სრულად არ დამწვარა, განადგურდა მისი ნაწილი და იმდენად, რომ აღდგენას წლები დასჭირდება.

ტაძრის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ამაზეც იმოქმედა და სამუშაოები შეფერხდა.

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მის არქიტექტურაში არაფრის შეცვლას არ აპირებენ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს „საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

„ჩვენ ერთად ავაშენებთ თავიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, - თქვა მაკრონმა 2019 წელს. მისივე განცხადებით, ტაძრის სრულ აღდგენას და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 5 წელი დასჭირდება და 2024 წლისთვის ის კვლავ უმასპინძლებს მომლოცველებსა და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მაკრონის განცხადებას ვერ იზიარებენ ექსპერტები და თვლიან, რომ ეს დრო არარეალურად მცირეა და სამუშაოების დასრულებას ხუთ წელზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, ტაძრის რეკონსტრუქციას თითქმის 1 მილიარდი ევრო დასჭირდებოდა.

გასული წლის დეკემბერში ტაძარში ვერ გაიმართა საშობაო მესა და ასეთი რამ ბოლო 200 წელიწადში პირველად მოხდა. ხანძრამდე წელიწადში ტაძარს თითქმის 13 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ამდენი ადამიანი ეიფელის კოშკითაც კი არ ინტერესდება და პარიზში ჩასულ ადამიანთა ინტერესის მთავარ სფეროს სწორედ ეს დიდებული ტაძარი წარმოადგენს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეფე ლუი VII-ის მმართველობის დროს, 1163 წელს დაიწყო, თუმცა მას დასრულებული სახე მხოლოდ 1345 წელს მიეცა. ტაძარი ბევრჯერ დაზიანდა სხვადასხვა ომების, რევოლუციის დროს, თუმცა ყოველთვის გადარჩა.

2019 წელს გაჩენილი ხანძრის დროს ცეცხლი ტაძრის უნიკალურ სახურავს მოედო. გოთიკურ შედევრს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი, რის გამოც კათოლიკურმა ეკლესიამ მისი რეკონსტრუქცია მოითხოვა. ვარაუდობენ, რომ ხანძარი სწორედ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოჰყვა. ცეცხლმა გაანადგურა ტაძრის ზარების ორი კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც მთლიანად ჩამოინგრა.

შენიშვნა: მოცემული ფოტოები 2020 წლის გაზაფხულზეა გადაღებული, თუმცა მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, რადგანაც პანდემიის გამო სამუშაოები შეფერხებულია. ფოტოები გამოქვეყნებულია CNN-ისა და BBC-ის მიერ.

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

მამაცი ავღანელი მოზარდი გოგონა, რომელიც "თალიბანის" 40 მებრძოლს მარტო შეებრძოლა - როგორ იძია შური მოზარდმა მშობლების დახოცვის გამო