პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნით სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გახ­სნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და, ის სა­ჯა­როდ კარ­გა ხა­ნია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მას სი­ტყვა შეკ­რე­ბი­ლებ­მა ტა­შით არა­ერ­თხელ შე­ა­წყვე­ტი­ნეს.

„გა­ნათ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვა­რი საქ­მე და მი­ზა­ნი, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი უკვე ჩაყ­რი­ლი აქვს... მი­ხა­რია, რომ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმს ასე მალე და­ვუბ­რუნ­დით, ამი­ტომ მინ­და და­ვი­წყო მად­ლო­ბით. მად­ლო­ბა ჩვენს ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­სა და ექი­მებს. მად­ლო­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს, რო­მელ­მაც თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვა და ქვე­ყა­ნა დიდ გან­საც­დელს აა­რი­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩემ ხალ­ხს, რო­მელ­მაც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რა აჩ­ვე­ნა, ენდო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­და. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შე­ვი­ტა­ნეთ წვლი­ლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს ვირუ­სის­გან თა­ვი­სუ­ფალ მწვა­ნე ზო­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ამ კრი­ზის­მა და­ა­ნა­ხა ყვე­ლას, რომ ქვეყ­ნის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი სან­დო ხელ­შია და რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, რა­ცი­ო­ნა­ლურ და პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი. მინ­და დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, გუნ­დი, რო­მე­ლიც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, კვლა­ვაც შემ­ძლეა იტ­ვირ­თოს და ას­წი­ოს ქვეყ­ნის მარ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა გუნ­და ქვე­ყა­ნა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წინ წა­იყ­ვა­ნა. პროგ­რე­სია პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სფე­რო­ში. რა თქმა უნდა, არა­ვი­ნაა იმ ილუ­ზი­ის ტყვე­ო­ბა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. ბევ­რია იმის­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ ქვე­ყა­ნამ შე­უქ­ცე­ვა­დად გა­აგ­რძე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა. რყე­ვე­ბით სავ­სე ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­ცე­ვა­დად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ჩა­ე­წე­რა უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის მო­წი­ნა­ვე რი­გებ­ში. დღე­ვან­დელ ცვა­ლე­ბად მსოფ­ლი­ო­ში, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოც დგე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სა­კი­თხის ახ­ლე­ბუ­რად გა­აზ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა სულ სხვა დღის წეს­რიგს გვი­ყე­ნებს. გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რია, სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა მზად უნდა დახ­ვდეს...

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კვლა­ვაც და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს და ამა­ში მარ­წმუ­ნებს ჩვე­ნი ხალ­ხი, მო­დით, კვლა­ვაც ერ­თად ვა­შე­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვი­ა­როთ წინ ევ­რო­პის­კენ, ვა­შე­ნოთ ერ­თად დე­მოკ­რა­ტია, ერ­თად ვი­ა­როთ ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ“. - გა­ნა­ცხა­და ექ­სპრე­მი­ერ­მა. შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე მი­მარ­თეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ. მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
33

ღმერთო როგორ ვერ ვიტან....

3212
23

ხალხს დაპირებული კომპენსაციები 80 პროცენტს დღესაც არ მიუღიათ რა ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა ლაპარაკი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენით საარჩევნო კამპანია გახსნა. პრეზენტაციაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, ის საჯაროდ კარგა ხანია არ გამოჩენილა. მას სიტყვა შეკრებილებმა ტაშით არაერთხელ შეაწყვეტინეს.

„განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საქმე და მიზანი, რასაც საფუძველი უკვე ჩაყრილი აქვს... მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით, ამიტომ მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემ ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველო დღეს ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალურ და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა. პროგრესია პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები არ არსებობს. ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეუქცევადად შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში. დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხის ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე, დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს გვიყენებს. გამოწვევები ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომელსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს...

"დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" კვლავაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამაში მარწმუნებს ჩვენი ხალხი, მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ვიაროთ წინ ევროპისკენ, ვაშენოთ ერთად დემოკრატია, ერთად ვიაროთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსკენ“. - განაცხადა ექსპრემიერმა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მაჟორიტარობის კანდიდატები კი საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

"ერთადერთი ადამიანი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი" - ღარიბაშვილი

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია