პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა
"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა

ახლა ისე­თი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბია, რომ ადა­მი­ა­ნი ვერც ახ­სნის რა­ტომ ხდე­ბა ეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. პატ­რი­არ­ქმა მორ­წმუ­ნე მრევ­ლი და­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ღვთის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა.

„გი­ლო­ცავთ ამ ბედ­ნი­ერ დღეს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას, ათორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის დღე­სას­წა­ულს. დი­დე­ბა უფალლს და მად­ლო­ბა უფალს. ჩვენ როცა ვფიქ­რობთ ჩვენს წარ­სულს, აწ­მყო­ზე და მო­მა­ვალ­ზე, ჩვენ ვრწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბულ ღვთის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არის. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ­დე­ნი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აქვთ ხა­ლე­ნი (მო­სას­ხა­მი) ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აქვთ კვარ­თი უფ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მი­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა. რა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რით და­ვიმ­სა­ხუ­რეთ? ჩემი აზ­რით, ეს არის წყა­ლო­ბა ღვთი­სა, მად­ლი ღვთი­სა, უძ­ლურ­თა მკურ­ნა­ლი. ჩვენ უნდა გა­ვა­მარ­თლოთ ეს წყა­ლო­ბა. ჩვენ უნდა მად­ლო­ბა შევ­სწი­როთ უფალს მისი დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლი, მე­თევ­ზე­ე­ბი, მა­ცხო­ვა­რი ირ­ჩევს არა მეც­ნი­ე­რებს, არა გა­ნათ­ლე­ბულ ხალ­ხს, არა­მედ, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს. უბ­რა­ლო ადა­მი­ან­ში შე­დის მად­ლი ღვთი­სა. წყა­ლო­ბა და მად­ლი ღვთი­სა მო­ე­ფი­ნა თორ­მეტ მო­ცი­ქულს, მაგ­რამ ერ­თმა ვერ და­ა­ფა­სა. ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს მად­ლი ღვთი­სა და მად­ლო­ბა შეს­წი­როს უფალს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა ვერ სცნო მად­ლი, ერ­თმა ადა­მი­ან­მა უარ­ყო მად­ლი და ამი­ტომ და­ი­სა­ჯა. უფრო სწო­რედ თვი­თონ და­სა­ჯა თა­ვი­სი თავი. დღეს ჩვენ მო­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ერ­ნი ვართ, რომ ვხვდე­ბით ჩვენ მორ­წმუ­ნე­ებს, რო­მელ­თაც გა­მო­ი­ა­რეს წმინ­და ნი­ნოს გზა. ეს მე მგო­ნი, 32-ე შემ­თხვე­ვაა. 32-33 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ლოც­ვით და ვედ­რე­ბით. ლო­ცუ­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის და მსოფ­ლი­ო­სათ­ვის. ახლა ისე­თი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბია, რომ ადა­მი­ა­ნი ვერც ახ­სნის რა­ტომ ხდე­ბა ეს. პრე­სა გად­მოს­ცემს, რომ ახლა მო­ე­დო ეს კო­რო­ნა, სენი შუა აზი­ის ხალ­ხს. ღმერ­თმა ყვე­ლას უშ­ვე­ლოს, ყვე­ლას და­ეხ­მა­როს. ღმერ­თი მო­წყა­ლეა. შე­გე­წი­ოთ უფა­ლი. მინ­და დავ­ლო­ცო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გა­მო­ი­ა­რეს ეს გზა. ესაც საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორ შეს­ძლო, ამ მცი­რე­წლო­ვან­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, წმინ­და ნი­ნომ გა­მო­ევ­ლო ეს შორი გზა, მაგ­რამ წყა­ლო­ბა ღვთი­სა გა­მოვ­ლინ­დე­ბა უძ­ლუ­რე­ბა­ში და გა­მოვ­ლინ­და კი­დეც. წმინ­და ნინო გწყა­ლობ­დეთ თქვენ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს. სი­გე­ლე­ბი და­უ­რიგ­დე­ბათ მათ, რო­მელ­თაც გა­მო­ი­ა­რეს ეს გზა“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
448

დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მის უწმინდესობას ! 

joni
43

მელიამ მიაძახა მგელს შე უმი ხორცისჭამიაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა

"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნე მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალლს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე, ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, - განაცხადა პატრიარქმა.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში სავარაუდოდ მარტში შემოვა" - ეკატერინე ტიკარაძე

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

"რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო? ის არ არის მგალობელი, მისი მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით" - ჯაღმაიძე ჭოხონელიძეს პასუხობს