მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი
"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ბა­დე­ე­ბის დიდი ბიზ­ნე­სია. რო­გორც მან ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ერი ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს ტა­ძარ­ში და­დი­ო­და და ვირუსს არ შე­უ­შინ­და.

„ახ­ლაც, ხომ ხე­დავთ რას აკე­თე­ბენ, თურ­მე პირ­ბა­დე­ე­ბი უნდა გა­ვი­კე­თოთ. ადრე, მხო­ლოდ წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დი­ო­და და ახლა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი­თაც გა­და­დი­სო იმი­ტომ, რომ პირ­ბა­დე­ე­ბის დიდი ბიზ­ნე­სია მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცებ­ში. თუ შე­ხე­დავთ, გა­და­ი­რია მსოფ­ლიო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლით შიში დაძ­ლია.

„ჩვენ­მა ეკ­ლე­სი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა ღირ­სე­უ­ლად დაგ­ვიც­ვა თუ არა? გიჩ­ვე­ნათ თუ არა მა­გა­ლი­თი? რო­მე­ლი და­ზი­ან­დით? ნუთუ რო­მე­ლი­მეს, ვინც გე­უბ­ნე­ბო­დათ, არ მიხ­ვი­დე­თო, ჩვენ­ზე მე­ტად უყ­ვარს ჩვე­ნი ერი, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი?! მეტ­საც გე­ტყვით, ღმერ­თის­გან ვი­ცო­დით, რომ ასე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, თუ არ მო­ვიქ­ცე­ო­დით, ბევრ რა­მეს დავ­კარ­გავ­დით. რო­გორც გვაქვს და­კარ­გუ­ლი ოშკი, ბე­დია, სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცე­ბი. სა­ერ­თოდ, უა­რე­სებს დავ­კარ­გავ­დით. მად­ლო­ბა ღმერ­თს. მთელ­მა ერმა, მთავ­რო­ბა­მაც, ოპო­ზი­ცი­ა­მაც და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, ღირ­სე­უ­ლად ჩა­ა­ბა­რა ეს გა­მოც­და. თუ შეგ­ვე­შინ­და, გა­დავ­ლა­ხეთ, აღარ გვე­ში­ნია, არც შეგ­ვე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ სიფრ­თხი­ლე სა­ჭი­როა. ყო­ველ­თვის მო­გი­წო­დებთ სიფრ­თხი­ლის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ერი ღმერ­თს მი­ენ­დო და გა­და­ჩა.

რო­გორც მან ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, უგუ­ნუ­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რულს აკ­რი­ტი­კებ­დნენ.

„ხომ ნა­ხეთ, რა მოხ­და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მთელ მსოფ­ლი­ო­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მთელ მსოფ­ლი­ო­ში წა­მო­ვი­და ინ­სტრუქ­ცია და ყვე­ლა და­ე­მორ­ჩი­ლა მას. არ ვამ­ბობ, ეს ცუ­დია თუ კარ­გი, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, თავი გვაქვს, გო­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბი ვართ. გა­ჩერ­და მთე­ლი მსოფ­ლიო, თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში თუ სად­მე რე­ლი­გი­უ­რი კერა იყო, ყვე­ლა და­ი­კე­ტა. და­ი­კე­ტა იმი­ტომ, რომ მოს­თხო­ვეს. ხომ ვი­ცით ყვე­ლამ, რო­გორ ხდე­ბო­და. სა­კუ­თა­რი ნე­ბით ვინ გა­მო­ვი­დო­და და და­კე­ტავ­და, ხომ? რა­ღა­ცით ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­არ­წმუ­ნეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ე­კე­ტათ და ასე მოხ­და­რი­ყო. რა მოხ­და ჩვენ­თან-სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ის, რომ თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ზოგი ოჯა­ხებ­ში იყო, ზოგი სხვა­გან და იმ ადა­მი­ა­ნებ­საც ვერ ვი­ტან­დით, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. თა­ვი­დან­ვე ბრძო­ლე­ბი დაგ­ვე­წყო, რა­ტომ და­დი­ან, ხომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­და­ე­დოთ, მერე ჩვენც გა­დაგ­ვე­დე­ბა, ასე პა­ტივ­სა­ცე­მი ხალ­ხი გვე­უბ­ნე­ბა ამას, მათ რო­გორ არ და­ვუ­ჯე­როთ და ეკ­ლე­სი­ას და­ვუ­ჯე­როთ. მაგ­რამ, სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მთე­ლი ერი, ახლა დღეს თუ ვინ­მე დარ­ჩა ისე­თი, რო­მე­ლიც კი­დევ აკ­რი­ტი­კებს იმას, რომ ერი ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და, სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან და მათ ახლა, ჩემი აზ­რით, მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სპექტრი ვერ უშ­ვე­ლით. შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ უგუ­ნუ­რი არ­სე­ბე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან, თუ ასე­თი ვინ­მე დარ­ჩა და ალ­ბათ დარ­ჩა. ერმა იწა­მა ისევ ღმერ­თი და მას მი­ენ­დო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მან მრევლს მი­მარ­თა, რომ შე­საძ­ლოა კი­დევ დად­გეს ისე­თი დრო, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი­სას შე­საძ­ლო საფრ­თხის შე­სა­ხებ აც­ნო­ბე­ბენ.

„ქარ­თვე­ლი ერი საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და ღმერ­თმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. შე­ხე­დეთ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, უჭ­კუ­ო­ე­ბი ხომ არ ვართ, ის და­ვი­ჯე­როთ, რომ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იყო ჩა­რე­უ­ლი და იმი­ტომ გა­დავ­რჩით. მად­ლო­ბა მათ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, მაგ­რამ ღმერ­თმა აგ­ვა­რი­და ის დიდი რამ, რაც არის. ამას გე­უბ­ნე­ბით იმი­ტომ, რომ კი­დევ მოვა ასე­თი დრო, კი­დევ გე­ტყვი­ან და შე­გა­ში­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Moqalaqe
156

❤madloba ufals!

დიოკლეტიანე
23

აი როგორ მოსალოდნელი იყო გაუძღვა წინ "ყვარყვარე-მღვდელი" ერს. ყველაფერი რაც გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან არაფერი ყოფილა და ეკლესია ყველაფერი. ისე მართალია, თუ ვიღაცამ პირბადის ბიზნესის გამო რაღაც სისულელე ისტორია მოიგონა, კორონავირუსი დაარქვა და მსოფლიო ჩაკეტა, რატომ უნდა გაგიკვირდეს ამათი ზღაპრები სანთლის და შელოცვის ბიზნესის გამო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ერი ღირსეულად მოიქცა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის დროს ტაძარში დადიოდა და ვირუსს არ შეუშინდა.

„ახლაც, ხომ ხედავთ რას აკეთებენ, თურმე პირბადეები უნდა გავიკეთოთ. ადრე, მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადიოდა და ახლა ჰაერწვეთოვანითაც გადადისო იმიტომ, რომ პირბადეების დიდი ბიზნესია მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა რაღაცებში. თუ შეხედავთ, გადაირია მსოფლიო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს ქართველმა ხალხმა ეკლესიაში სიარულით შიში დაძლია.

„ჩვენმა ეკლესიამ, პირველ რიგში, ჩვენმა პატრიარქმა ღირსეულად დაგვიცვა თუ არა? გიჩვენათ თუ არა მაგალითი? რომელი დაზიანდით? ნუთუ რომელიმეს, ვინც გეუბნებოდათ, არ მიხვიდეთო, ჩვენზე მეტად უყვარს ჩვენი ერი, ჩვენი ადამიანები?! მეტსაც გეტყვით, ღმერთისგან ვიცოდით, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით, თუ არ მოვიქცეოდით, ბევრ რამეს დავკარგავდით. როგორც გვაქვს დაკარგული ოშკი, ბედია, სხვადასხვა რაღაცები. საერთოდ, უარესებს დავკარგავდით. მადლობა ღმერთს. მთელმა ერმა, მთავრობამაც, ოპოზიციამაც და რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა, ღირსეულად ჩააბარა ეს გამოცდა. თუ შეგვეშინდა, გადავლახეთ, აღარ გვეშინია, არც შეგვეშინდება, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. ყოველთვის მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში ქართველი ერი ღმერთს მიენდო და გადაჩა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, უგუნურია იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც იმ პერიოდში ადამიანების ეკლესიაში სიარულს აკრიტიკებდნენ.

„ხომ ნახეთ, რა მოხდა კორონავირუსთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში წამოვიდა ინსტრუქცია და ყველა დაემორჩილა მას. არ ვამბობ, ეს ცუდია თუ კარგი, ადამიანები ვართ, თავი გვაქვს, გონიერი არსებები ვართ. გაჩერდა მთელი მსოფლიო, თითქმის ყველა ქვეყანაში თუ სადმე რელიგიური კერა იყო, ყველა დაიკეტა. დაიკეტა იმიტომ, რომ მოსთხოვეს. ხომ ვიცით ყველამ, როგორ ხდებოდა. საკუთარი ნებით ვინ გამოვიდოდა და დაკეტავდა, ხომ? რაღაცით ეს ადამიანები დაარწმუნეს, რომ ყველაფერი დაეკეტათ და ასე მოხდარიყო. რა მოხდა ჩვენთან-საქართველოში მოხდა ის, რომ თავის გადასარჩენად ზოგი ოჯახებში იყო, ზოგი სხვაგან და იმ ადამიანებსაც ვერ ვიტანდით, ვინც ეკლესიაში დადიოდა. თავიდანვე ბრძოლები დაგვეწყო, რატომ დადიან, ხომ შეიძლება რაღაც გადაედოთ, მერე ჩვენც გადაგვედება, ასე პატივსაცემი ხალხი გვეუბნება ამას, მათ როგორ არ დავუჯეროთ და ეკლესიას დავუჯეროთ. მაგრამ, საოცარი რამ მოხდა, აბსოლუტურად მთელი ერი, ახლა დღეს თუ ვინმე დარჩა ისეთი, რომელიც კიდევ აკრიტიკებს იმას, რომ ერი ეკლესიაში დადიოდა, საცოდავები არიან და მათ ახლა, ჩემი აზრით, მთელი სამედიცინო სპექტრი ვერ უშველით. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უგუნური არსებებივით იქცევიან, თუ ასეთი ვინმე დარჩა და ალბათ დარჩა. ერმა იწამა ისევ ღმერთი და მას მიენდო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან მრევლს მიმართა, რომ შესაძლოა კიდევ დადგეს ისეთი დრო, როდესაც ეკლესიაში სიარულისას შესაძლო საფრთხის შესახებ აცნობებენ.

„ქართველი ერი საკმაოდ გონიერი აღმოჩნდა და ღმერთმა გადაგვარჩინა. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, უჭკუოები ხომ არ ვართ, ის დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით. მადლობა მათ, სამედიცინო პერსონალს, მაგრამ ღმერთმა აგვარიდა ის დიდი რამ, რაც არის. ამას გეუბნებით იმიტომ, რომ კიდევ მოვა ასეთი დრო, კიდევ გეტყვიან და შეგაშინებენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი