19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა შეძრა. ბურუსით მოცულმა საქმემ მედიასა და საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. ამ დროისთვის ახალგაზრდას გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი გაიზარდოს.
ნარეკვავის დასახლებაში, მეგობრის იუბილეზე დაწყებული კონფლიქტი გიორგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ჩხუბში ის არ მონაწილეობდა. ყველა ვინც მას იცნობდა, გიორგის უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც კლუბ "საბურთალოს" შემადგენლობაში თამაშობდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
"მინდა გითხრათ, რომ ძალიან მობილიზებული იყო. არასოდეს ურთიერთობები არ შეშლია. ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი - პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან... როდესაც "საბურთალო 2"-ში მოხვდა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, "საბურთალოს პირველში" მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო" - ასე ახასიათებს გიორგი შაქარაშვილს კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გიორგი განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააკლდათ, ვისაც მასთან ყოველდღიური შეხება ჰქონდათ. ვერც ერთი მეგობარი გარდაცვლილ ფეხბურთელს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.
მათ "ტვ პირველის" ემოციურიგადაცემა ოდ ინტერვიუ ჩაწერა:
"ლურჯი თვალები ჰქონდა ისეთი, რომ ანათებდა"
"თმები ჰქონდა სულ დაყენებული, მაგრამ სავარცხელი და თმის ჟელე სულ უნდა ჰქონოდა ჯიბეში"
"ერთხელ მითხრა, წარმატებას რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვი, მდიდარი არ მინდა ვიყოო, რადგან სხვას არ აქვსო" - იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები.
ეს ბიჭი იმდენად ღვთისნიერი და საოცარი ადამიანი იყო, ალბათ შურდათ ასევე მისი და ამიტონაც მოიშორეს. როგორ მენანები გიო ...შენნაირები არ უნდა მიდიოდეს, თან ასე,იქეთ.
როგორი მტკივნეულია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, ესეთ კარგ შვილს რომ ესე მხეცურად მოუკლავენ მშობლებს, როგორ უნდა იცხოვრო ამ ტანჯვით :(((