სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი
"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის არ­ჩილ გაგ­ნი­ძი­სა და ვა­სილ მა­ხა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს ახა­ლი, უფრო მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნოს.

რო­გორც მა­მუ­ლაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე­სა და ვა­სილ მა­ხა­რა­ძეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნეს, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, თუ 109-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ბრალ­დე­ბა­საც წა­უ­ყე­ნე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სსკ-ის 109 მუხ­ლი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გვაქვს თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ ახა­ლი ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნოს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს. ამას ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ. თუ ჩვენ ბრა­ლი წაგ­ვი­ყე­ნეს 143-ე მუხ­ლით ( თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა), რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და, რა გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ წაგ­ვი­ყე­ნონ ბრა­ლი მათ შო­რის, 109-ე მუხ­ლით?!. წარ­დგე­ნა არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია შემ­დგომ­ში და­დას­ტუ­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თოს.

"იმ ად­გილ­ზე 3-4 მან­ქა­ნა­ზე ბევ­რად მეტი მოძ­რა­ობ­და და ეს მათ შო­რის, ჩანს გა­მო­კი­თხვე­ბის ოქ­მე­ბი­დან. გა­მო­კი­თხვის ოქ­მებ­ში სა­უ­ბა­რია, რომ ე.წ. სა­ბურ­თა­ლოს ჯგუ­ფი­დან 3 მან­ქა­ნა მო­ვი­და იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც „მერ­სე­დე­სის ინ­ცი­დენ­ტი“ მოხ­და. მე ვიცი საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს პი­რე­ბი ეძებ­დნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს, მაგ­რამ არ გა­ნა­ცხა­დეს პო­ლი­ცი­ა­ში. მე არ მინ­და პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მოწ­მე­ე­ბი­და­ნაც აი­ღეს ნერ­წყვის ნი­მუ­ში, ტან­საც­მე­ლი და ა.შ.“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ე­მა­ტა.

ცნო­ბის­თვის, 22 ივ­ნისს, 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
41

და რა მერე ამით გამართლებაა აქვთვ სოფლელ ნახალოვკელებს არც დიჯეი უნახავთ და არც გოგოები ესეთ ყანები ატ დაპატიჟოთ არსად შეიყარონ ეტთად მალაკნების ბახარზე და დახოხონ ერთმანეთი

vova
99

დააკავეთ ის არამზად ფოტოგრაფი

ავტორი:

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ახალი, უფრო მძიმე ბრალდება წაუყენოს.

როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება მტკიცებულებების გარეშე წარუდგინეს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასაც წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 109 მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ ახალი ბრალდება წარედგინოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამას ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ ბრალი წაგვიყენეს 143-ე მუხლით ( თავისუფლების უკანონო აღკვეთა), როდესაც მტკიცებულება არ არსებობდა, რა გასაკვირი იქნება, რომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი მათ შორის, 109-ე მუხლით?!. წარდგენა არ არის მთავარი, მთავარია შემდგომში დადასტურება" - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს.

"იმ ადგილზე 3-4 მანქანაზე ბევრად მეტი მოძრაობდა და ეს მათ შორის, ჩანს გამოკითხვების ოქმებიდან. გამოკითხვის ოქმებში საუბარია, რომ ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა იმ მომენტში, როდესაც „მერსედესის ინციდენტი“ მოხდა. მე ვიცი საქმის მასალებიდან, რომ გარკვეულწილად არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს, მაგრამ არ განაცხადეს პოლიციაში. მე არ მინდა პირების იდენტიფიცირება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოწმეებიდანაც აიღეს ნერწყვის ნიმუში, ტანსაცმელი და ა.შ.“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

"ვასილ მახარაძემ  თავდაყირა დააყენა ბრალდების ვერსია, თითქოს,  შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს" - ზ.ხ.-ს ადვოკატი

არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება

რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს - რა მოხდა მეგობრობის გამზირზე