მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბას გა­ნაგ­რძობს. ამ­ჯე­რად ბან­კი­სა და შპს ვი­ვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ან­ში, თე­ლავ­სა და ალა­ვერ­დში 85 ჰექ­ტარ­ზე ვე­ნა­ხი გა­შენ­და. მათ შო­რის ისე­თი ჯი­შე­ბი რო­გო­რი­ცაა: ქისი, კა­ხუ­რი მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი. კომ­პა­ნია პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­მა­ვალ წელს უკვე ელო­დე­ბა 5-8 ტო­ნამ­დე მო­სა­ვალს. პრო­ექ­ტში ბან­კის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 4,6 მლნ ლარს შე­ად­გენს. კომ­პა­ნია სა­ერ­თო ჯამ­ში 125 ჰექ­ტარ ვე­ნახს ფლობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შპს ვივი მო­მა­ვალ წელს ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა­საც გეგ­მავს. კომ­პა­ნია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში და­საქ­მე­ბას უწყობს ხელს. სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე შპს ვივი და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ანს ასაქ­მებს.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ რომ შპს ვი­ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მათ ვე­ნა­ხებს და­მა­ტე­ბით 85 ჰექ­ტა­რი შე­ე­მა­ტა. ეს მათ მის­ცემს წარ­მო­ე­ბის გაზ­რდი­სა და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ მუდ­მი­ვად მზად ვართ წა­ვა­ხა­ლი­სოთ ისე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი დოვ­ლა­თის შექ­მნის­კენ. გვინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ კომ­პა­ნი­ას და სა­კუ­თარ თავს იმ საქ­მე­ში, რაც ღვი­ნის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო მე­ტად შე­უ­წყობს ხელს“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ქო­ქო­სა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ბან­კო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. მათ შორის ისეთი ჯიშები როგორიცაა: ქისი, კახური მწვანე, საფერავი. კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე ელოდება 5-8 ტონამდე მოსავალს. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს. აღსანიშნავია, რომ შპს ვივი მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს.

„მოხარული ვართ რომ შპს ვივისთან თანამშრომლობით მათ ვენახებს დამატებით 85 ჰექტარი შეემატა. ეს მათ მისცემს წარმოების გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ღვინის სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

NS

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

პანდემიის პერიოდში "შუმის" ღვინომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა