კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში 16 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პე­და­გო­გის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე იო­სებ აბ­რა­მი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პე­და­გო­გე­ბი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ოთარ სა­მუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლა „ალ­ბი­ო­ნის” XI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მზრდე­ლის ნ.ს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა პე­და­გო­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, სკო­ლის კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ე­მარ­თნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში, "ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქე­რის" მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა ნ.ს-ს.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას, პე­და­გო­გე­ბის­თვის, მათ შო­რის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მდი­ნა­რე იყო ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ჩანჩქერ­ზე არ­სე­ბობ­და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მოს­წავ­ლე სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი აპი­რებ­და სა­ბა­ნა­ოდ ჩანჩქერ­ში შეს­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნ.ს. მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს ნება დარ­თო სვლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ "ნი­ნოს­ხე­ვის“ ჩანჩქე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვად კი ჩანჩქერ­ზე არ ავი­და, ხოლო პე­და­გოგ­მა ვ.ქ.-მ ნაკ­რძა­ლის რე­ინ­ჯე­რის უშუ­ა­ლო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, იმ სა­ფუძ­ვლით, რომ კარ­გად იც­ნობ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი, თა­ვად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ძღო­ლო­და მოს­წავ­ლე­თა ჯგუფს და აეყ­ვა­ნა ჩანჩქერ­ზე.

ჩანჩქერ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, პე­და­გო­გე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 24 აგ­ვის­ტოს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიახვისპირელი
11

ვაი საწყალი პედაგოგების ბრალი.მკაცრად მოსთხოვ, ლამის ცოცხლად შეგჭამონ,ბავშვის უფლებებს არღვევო. გააფრთხილა არ შესულიყო წყალში,მაგრამ არ დაუჯერა. რა უნდა გაეკეთებინა მასწავლებელს,ხელით ხომ არ შეეხებოდა? პედაგოგები დამნაშავეები არ არიან. 

vato 55
0

ამ საწყალ პედაგპგს როგორმე რომ მოეხერხებინა და ეს ბავშვი შეეჩერებინა , საბედნიეროდ ეს ბავშვი გადარჩებოდა ,მაგრამ შემდგომ იგივე ამ ბავშვის დედა და და პედაგოგს ცოცხლად შეჭამდნენ ,ბავშვის უფლებები დაარღვიაო....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ორი პედაგოგისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება.

საქმის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის განცხადებით, პროკურატურა გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საქმეზე სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

"გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება" - პროკურატურის განცხადება

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე