კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის საქმეზე, სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის საქმეზე, სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

2019 წლის მა­ის­ში, სკო­ლის ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი გო­გო­ნას - სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა სკო­ლის ორ პე­და­გოგს.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, შ.პ.ს. არა­სა­ხელ­მწი­ფო სა­ე­რო სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნი”-ს პე­და­გო­გებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის 26 მა­ისს, სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ა­ზე ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ზე 16 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის” XI2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მზრდე­ლის ნ.ს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა პე­და­გო­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, სკო­ლის კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ე­მარ­თნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში",ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქე­რის“ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა ნ.ს-ს.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას, პე­და­გო­გე­ბის­თვის, მათ შო­რის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მდი­ნა­რე იყო ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ჩანჩქერ­ზე არ­სე­ბობ­და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მოს­წავ­ლე სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი აპი­რებ­და სა­ბა­ნა­ოდ ჩანჩქერ­ში შეს­ვლას.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნ.ს. მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს ნება დარ­თო სვლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ "ნი­ნოს­ხე­ვის“ ჩანჩქე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვად კი ჩანჩქერ­ზე არ ავი­და, ხოლო პე­და­გოგ­მა ვ.ქ.-მ ნაკ­რძა­ლის რე­ინ­ჯე­რის უშუ­ა­ლო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, იმ სა­ფუძ­ვლით, რომ კარ­გად იც­ნობ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი, თა­ვად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ძღო­ლო­და მოს­წავ­ლე­თა ჯგუფს და აეყ­ვა­ნა ჩანჩქერ­ზე.

ჩანჩქერ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, პე­და­გო­გე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2-დან 5 წლამ­დე ვა­დით.

ბრალ­დე­ბის მხა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნი”-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ვ.ქ.-სთვის პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ივ­ნი­სის თვე­ში, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დამ, ბლო­გერ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა სა­ლო­მე ბარ­კერ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, ერ­თთვი­ა­ნი ვადა მის­ცა და მო­ი­თხო­ვა გა­მო­ძი­ე­ბას დრო­უ­ლად და­ე­დო შე­დე­გი, რად­გან ოჯა­ხი 1 წე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ერ­თა­დერთ პა­სუხს იღებ­და - "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის საქმეზე, სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის საქმეზე, სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

2019 წლის მაისში, სკოლის ექსკურსიაზე მყოფი გოგონას - სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სკოლის ორ პედაგოგს.

ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს:

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს.საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი”-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას" - განაცხადეს პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია რომ, ივნისის თვეში, გარდაცვლილი გოგონას დამ, ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერმა პროკურატურას მიმართა, ერთთვიანი ვადა მისცა და მოითხოვა გამოძიებას დროულად დაედო შედეგი, რადგან ოჯახი 1 წელია პროკურატურისგან ერთადერთ პასუხს იღებდა - "მიმდინარეობს გამოძიება".

გორში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - ფოტო სასამართლოდან

"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა