ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ადამიანებმა ერთმანეთისგან დისტანცია ისე უნდა დაიცვან, როგორც ეს შესაძლებელია და სასურველია, რომ დისტანცია სულ მცირე 1 მეტრს შეადგენდეს. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა პირბადის ტარების აუცილებლობას და ამ კონტექსტში საქართველოში შემოღებული რეგულაციაზე გაამახვილა ყურადღება.
"რა თქმა უნდა, ის წესები უნდა იქნეს დაცული, რომელიც მოთხოვნილია მთავრობის მხრიდან, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მხრიდან. რამდენადაც მესმის, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასახვა ზომებს იღებს და სხვადასხვა წესები შემოაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის.
ხშირ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსორტი ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებად გადატვირთულია და ეს იმისთვის კეთდება, რომ სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანციის დაცვა იყოს შესაძლებელი, რომლის რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს ამ ტიპის ტრანსპორტისთვის...
თუმცა ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა ნიღბების ტარების რეკომენდაციას და როგორც მესმის, საქართველოში მოსახლეობისთვის უკვე არსებობს მსგავსი მოთხოვნა, რომ მათ პირბადე უნდა ატარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს, რაც თანხვედრაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ნიღბის ტარება საკმარისი არ არის, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სხვა ადამიანებისგან დისტანცია ისე უნდა დაიცვათ, როგორც ეს შესაძლებელია და სასურველია, ეს, სულ მცირე, ერთი მეტრი იყოს,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.
უსმინეთ ჯანმოს და შორს წახვალთ, მაფიოზები, ეგენი ვინ არიან და რაც არიან რამოდენიმე წელში ცნობილი გახდება, ტრანსპორტიც გაიხსნა, მაგრამ არაფერი არ მომხდარა ღვთის შეწევნით , საქართველოს იფარავს დედა ღვთისმშობელი, ჯანმომ თავისვ მასონებს მიხედოს, დებილი უნდა იყო ვერ მიხვდე, რაც ხდება მთელ სამყაროში, ყველგან ეკლესიები დაკეტეს და ყველგან რამხელა მსხვერპლია, საქართველოს ეკლესია ღირსეულად მოიქცა და შედეგებიც ისეთი გვაქვს, გასკდით გულზე ეკლესიის მტრებო, თქვენი დროც მოვა , უფალი ყველას გულში იხედება, ასე, რომ ყველა მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ.