პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები
ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ბა­თუმ­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ზე მხატ­ვრე­ბი ცნო­ბილ ძაღლს, სა­ხე­ლად კუ­პა­ტას ხა­ტა­ვენ. სამ­ხატ­ვრო პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ნო­ბა, რო­მელ­ზეც ძაღლს ხა­ტა­ვენ, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. სწო­რედ ამის გამო, ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

ბა­თუ­მე­ლე­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­ზე რა­ი­მე სა­ხის ნა­ხა­ტის. ან ბა­ნე­რის გან­თავ­სე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ კუ­პა­ტას ნა­ხა­ტით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ე­წო­ნათ.

ბა­თუ­მე­ლებ­მა გა­იხ­სე­ნეს ის კად­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩან­და, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და კუ­პა­ტა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლებს ზებ­რა­ზე გა­დას­ვლი­სას.

ძაღ­ლი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის და აბა­ში­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ში ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს.

მას შემ­დეგ, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, კუ­პა­ტას­თვის აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სახ­ლი შე­ი­ძი­ნეს. ის დღემ­დე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, პა­ტა­რებს ზებ­რა­ზე გა­დას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა და ურჩ მძღო­ლებს უყეფს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
5

ეგ ნახატი აზიანებს კი არა, მეტ დატვირთვას სძენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. როდესაც ძაღლი უფრო მეტ ადამიანობას იჩენს, ვიდრე თავად ადამინები (მძღოლები), მას არა თუ ნახატი, არამედ ძეგლიც უნდა დაუდგას აჭარის მუნიციპალიტეტმა ბათუმის ცენტრში.

ზურა
5
"კუპატა" ძაღლი უნდა იყოს და ზოგიერთს მართვის მოწმობა ედოს ჯიბეში?!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაზე მხატვრები ცნობილ ძაღლს, სახელად კუპატას ხატავენ. სამხატვრო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელზეც ძაღლს ხატავენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სწორედ ამის გამო, ყოველივეს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ბათუმელების ნაწილი აცხადებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის ნახატის. ან ბანერის განთავსება დაუშვებელია.მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ კუპატას ნახატით აღფრთოვანებული არიან და ეს გადაწყვეტილება მოეწონათ.

ბათუმელებმა გაიხსენეს ის კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ ეხმარებოდა კუპატა მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ზებრაზე გადასვლისას.

ძაღლი მელიქიშვილის და აბაშიძის ქუჩების კვეთაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა, კუპატასთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი შეიძინეს. ის დღემდე მელიქიშვილის ქუჩაზე იმყოფება, პატარებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარება და ურჩ მძღოლებს უყეფს.

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები