პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა
08:22 / 20-06-2020
ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა
08:22 / 20-06-2020

"20 ივ­ნი­სი" - ერთი შე­ხედ­ვით, უბ­რა­ლო თა­რი­ღი, რომ­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ყვე­ლას ახ­სენ­დე­ბა ამ­ბა­ვი, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა.

ზუს­ტად ერთი წლის წინ ქვე­ყა­ნა­ში დილა ერთი, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­ახ­ლით და­ი­წყო - "პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სი­ას რუსი დე­პუ­ტა­ტი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბა". ის, თუ რამ­დე­ნად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო ეს სი­ახ­ლე იმ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის 20% რუ­სეთს აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა.

AMBEBI.GE 20-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, დე­ტა­ლუ­რად გა­გახ­სე­ნებთ:

  • 20 ივ­ნი­სამ­დე

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 26-ე სე­სია 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მი დუ­მის დე­პუ­ტა­ტის გამო აგო­რე­ბულ მა­სობ­რივ პრო­ტეს­ტამ­დე, სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი ასამ­ბლე­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, 19 ივ­ნისს გა­მოთ­ქვეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეს­თან, სა­დაც სე­სია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩმა, იგორ დოლ­გოვ­მა სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი გავ­რი­ლო­ვის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი მი­ღე­ბის და­ტო­ვე­ბით გა­მოთ­ქვა.

რუსი დე­პუ­ტა­ტი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი თბი­ლის­ში

  • 20 ივ­ნი­სი, 10:00-12:00 სა­ა­თი

დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია გა­იხ­სნა, რო­მელ­საც ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან", სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი, რუ­სულ ენა­ზე უძღვე­ბო­და.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, მათი გან­ცხა­დე­ბით, გავ­რი­ლოვს „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ ჰქონ­და დარ­ღვე­უ­ლი, რა­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, უარ­ყოფ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და კად­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გახ­და დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ნა­ნა­ხი გა­აკ­რი­ტი­კა, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: „ამა­ზე მძი­მე სა­ნა­ხა­ვი ჩემ­თვის რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, არ ვიცი. რუსი დე­პუ­ტა­ტის ნახ­ვამ თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ში უბ­რა­ლოდ, გა­მა­ნად­გუ­რა“.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, სხდო­მის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტებ­მა პრო­ტეს­ტი პარ­ლა­მენ­ტში­ვე გა­მო­ხა­ტეს. ელე­ნე ხოშ­ტა­რია, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, სერ­გო რა­ტი­ა­ნი და ოთარ კა­ხი­ძე პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სპი­კე­რატ­ში ავიდ­ნენ და ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბის დროს გა­ნა­ცხა­დეს, რომ სერ­გეი გავ­რი­ლოვს სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში დარ­ბუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­დნენ და გავ­რი­ლო­ვის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში აღ­მო­ჩე­ნას „სირ­ცხვი­ლი“ უწო­დეს.

  • 12:00 - 15:00 სა­ა­თი

შუ­ა­დღი­სას, სე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: „რა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ჩვენ და იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ოკუ­პან­ტია, არა­მედ ებ­რძვის რე­ლი­გი­ა­საც და ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნულ წესს?“

ამა­სო­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტში, სპი­კე­რა­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ და­კა­ვე­ბის გამო სე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტში პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ის­მო­და მო­წო­დე­ბე­ბი სე­სი­ის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­ახ­ლო­ე­ბით 12:40 სა­ათ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სხდო­მა პარ­ლა­მენ­ტში აღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და და დე­ლე­გა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას ტო­ვებ­დნენ. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სე­სია სხვა­გან გაგ­რძელ­დე­ბო­და.

სწო­რედ სა­სე­სიო დარ­ბა­ზი­დან ფო­ი­ე­ში გა­მო­სულ ქუც­ნაშ­ვილს უწო­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­მა "მო­ღა­ლა­ტე და მონა" და მოს­თხო­ვეს პა­სუ­ხი იმა­ზე, რო­გორ და­უშ­ვა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ქუც­ნაშ­ვილ­მა, თა­ვის მხრივ, აქ­ტი­ვის­ტებს ბა­ნე­რი და­უ­ხია, რო­მელ­ზეც ეწე­რა: „სირ­ცხვი­ლი მთავ­რო­ბას“.

VIDEO: ➤ ხმა­უ­რი პარ­ლა­მენ­ტში - ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­მა რუს დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძე­ლის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლეს

და­ახ­ლო­ე­ბით 13:30-ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას 19:00 სა­ათ­ზე ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს.

ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნაც მა­შინ პირ­ვე­ლად გა­აჟ­ღე­რეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან კი უფრო მეტ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­რი­ლო­ვის პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა მარ­თლაც მი­უ­ღე­ბე­ლი იყო.

ამა­სო­ბა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას ცდი­ლობ­დნენ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს. პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გავ­რი­ლო­ვი სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ იმ­ყო­ფე­ბო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­წილ­მა სწო­რედ იქ გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სას­ტუმ­როს­თან მი­ვიდ­ნენ შე­ძა­ხი­ლე­ბით: „პუ­ტინ ხუ­ი­ლო", „გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს". მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გავ­რი­ლო­ვის სას­წრა­ფო დე­პორ­ტა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის მიერ ბო­დი­შის გა­დახ­დას ითხოვ­დნენ.

გავ­რი­ლოვ­მა „რია ნო­ვოს­ტის“ გა­ნუ­ცხა­და, რომ რა­დი­კა­ლებ­მა სხდო­მა შე­ა­წყვე­ტი­ნეს, წყა­ლი შე­ას­ხეს და დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­თმე­ვა სცა­დეს.

ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას ეკუთ­ვნო­და: „ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, ცეკ­ვაა ცხედ­რებ­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ბოლო 20-30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი გა­წი­რეს ქვეყ­ნის­თვის“.

  • 15:00 - 18:00 სა­ა­თი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რომ­ლის სა­ვარ­ძელ­შიც გავ­რი­ლო­ვი იჯდა, მომ­ხდარს მხო­ლოდ 17:00 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ბა­ქო­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა კო­ბა­ხი­ძემ თქვა: "რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% და ამ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იჯდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ზე, რაც ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო".

მან­ვე თქვა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნის გამო მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, და რო­გორც კი მომ­ხდარ­ზე გა­ი­გო, მა­შინ­ვე მო­ი­თხო­ვა სხდო­მის შე­წყვე­ტა.

ქუც­ნაშ­ვილ­მა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ვინ წა­იყ­ვან­და სხდო­მას, „ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი“ იყო.

გავ­რი­ლო­ვის პარ­ლა­მენ­ტში აღ­მო­ჩე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი დე­და­ქა­ლაქს მიღ­მაც და­ი­წყო - ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, გორ­ში, თე­ლავ­ში, ფოთ­ში.

VIDEO: ➤ რუსი დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი სას­ტურ­მო "რე­დი­სო­ნი­დან" ხმა­უ­რის ფონ­ზე გა­იყ­ვა­ნეს

თბი­ლის­ში, „რე­დი­სონ­თან“ შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის გა­მოს­ვლას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ, მათ სას­ტუმ­როს შე­ნო­ბის ორი­ვე შე­სას­ვლე­ლი გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ. სა­ბო­ლო­ოდ, 17:20 სა­ათ­ზე სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი ტე­რი­ტო­რი­დან გა­იყ­ვა­ნეს - აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მას ავ­ტო­მან­ქა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­და­უ­კე­ტეს და წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­გა­ნი ეს­რო­ლეს.

რუსი დე­პუ­ტა­ტის გაყ­ვა­ნა დაც­ვას გა­უ­ჭირ­და, მან­ქა­ნა­ში ვერ ჩას­ვეს და სა­ბო­ლო­ოდ, ეს სირ­ბი­ლით მო­ხერ­ხდა. მისი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რი­დე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე გა­იყ­ვა­ნა ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

შემ­დეგ, „რე­დი­სონ­თან“ შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის­კენ, 19:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე გა­ე­მარ­თნენ.

VIDEO: ➤ პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან აპ­რო­ტეს­ტე­ბენ

ამა­სო­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში რჩე­ბოდ­ნენ ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გი­თი, არა­პარ­ლა­მენ­ტა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი არ აპი­რებ­დნენ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბას, სა­ნამ თა­ნამ­დე­ბო­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ და­ტო­ვებ­და.

სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის სპი­კე­რატ­ში გად­მო­ფე­ნი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი, ასე­ვე, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის და იმ მე­ომ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი, ვინც რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას ემსხვერ­პლნენ.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას დედა, ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რია პარ­ლა­მენ­ტში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნას ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ლა­მის გული გა­მი­ჩერ­დეს, რო­გორ შევ­ხე­დო ჩემი შვი­ლის სუ­რათს, არ ვიცი“.

  • 19:00 - 21:00 სა­ა­თი

19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ი­წყო, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბად თავ­და­პირ­ვე­ლად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის, მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გა­დად­გო­მა გაჟ­ღერ­და, რის­თვი­საც მთავ­რო­ბას ერთი სა­ა­თი მი­ე­ცა.

VIDEO: საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთან სლო­გა­ნით "სირ­ცხვი­ლია!"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი (მა­გა­ლი­თად, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი) ამ­ბობ­დნენ, რომ კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მა­ზე სა­უ­ბა­რი უად­გი­ლო იყო, ვი­ნა­ი­დან სა­დაც მისი ხელ­მო­წე­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და, არ ეწე­რა, რომ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს უნდა წა­ეყ­ვა­ნა სხდო­მა, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა სა­ბერ­ძნე­თის დე­ლე­გა­ცი­ას ეკუთ­ვნო­და, შე­სა­ბა­მი­სად, რაც მოხ­და, პრო­ტო­კო­ლის შეც­დო­მას უკავ­შირ­დე­ბო­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ა­თის­თვის გავ­რი­ლოვ­მა და სხვა რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან და­ტო­ვეს.

20:00 სა­ა­თის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ეზო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბულ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ე­მატ­ნენ.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში კვლავ რჩე­ბოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი და სხვა წევ­რე­ბი, კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით.

ამა­სო­ბა­ში, მომ­ხდარს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, რუ­სე­თი აღ­შფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბით, რო­მელ­თა აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, ასამ­ბლე­ის 25 წევ­რის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, დრო­ზე ადრე შე­ე­წყვი­ტათ სა­მუ­შაო.

პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თა­ველ­ზე ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბო­და. ერთი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის - ვატო შა­ქა­რიშ­ვი­ლი­სა და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და, მე­ო­რე - ნიკა მე­ლი­ა­სა და ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­თა შო­რი­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც დე­პუ­ტატ­მა პო­ლი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კა­რი გა­ა­ღე­ბი­ნა. შე­დე­გად, მე­ლია და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

  • 21:00 - 00:00 სა­ა­თი

აქ­ცი­ა­ზე გაჟ­ღე­რე­ბულ მო­თხოვ­ნებ­ზე მთავ­რო­ბა დუმ­და. ამა­სო­ბა­ში, სწო­რედ იმ პირ­მა, ვის გა­მოც პრო­ტეს­ტი და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. გავ­რი­ლო­ვის თქმით, ქარ­თულ­მა მხა­რემ შეს­თა­ვა­ზა ად­გი­ლის სპი­კე­რატ­ში და­კა­ვე­ბა, ასამ­ბლე­ა­ზე თავ­დას­ხმა სა­ბა­ბი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბი და­წყე­ბუ­ლი­ყო, რაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ასე­ვე, გავ­რი­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა დე­პუ­ტატ­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 21:15 სა­ათ­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას მი­მარ­თვის შე­სა­ხებ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სად­მი: "მინ­და გკი­თხოთ, რა­ტომ უნდა ვიდ­გეთ ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის წინ და რა­ტომ არ უნდა ვი­ყოთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში“. მისი თქმით, თუ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად შე­ვი­დოდ­ნენ. გა­ის­მა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნაც.

ამა­სო­ბა­ში, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის გა­დად­გო­მას არ აპი­რებ­და და ამ მო­თხოვ­ნა­ზე „სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებ­და“, ხოლო თუ მე­ლია რამე არა­კა­ნო­ნი­ერს გა­ნიზ­რა­ხავ­და, მყი­სი­ერ პა­სუხს მი­ი­ღებ­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­მომ­სვლე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის­კენ მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც და­იძ­რა. 21:50 სა­ათ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის მცდე­ლო­ბე­ბი და­ი­წყეს, რა­მაც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია - აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს საგ­ნებს ეს­როდ­ნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კი ნიღ­ბე­ბით და ხელ­კე­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი.

22:05 სა­ათ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლი­თაც მო­უ­წო­დებ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ე­წყვი­ტათ ძა­ლა­დო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბებს გა­მო­ი­ყე­ნებ­და. ამა­ვე დროს აქ­ცი­ა­ზე შს მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია მი­ვი­და და დე­მონ­სტრან­ტებს პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"რაც აქ ხდე­ბა, ამას ჰქვია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შტურ­მი,“ - თქვა გა­ხა­რი­ამ. სწო­რედ 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად - სპეც­რაზ­მი პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტთან რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი აი­ღეს, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მხრი­დან და­შავ­დნენ.

23:00 სა­ათ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მა­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ დრო­ის­თვის პარ­ლა­მენ­ტში მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე მი­ვი­და. აქ­ცი­ის შე­საძ­ლო დაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და ცრემლსა­დე­ნი გაზი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­წე­რა არ არის".

პარ­ლა­მენ­ტის წინ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლე­ბი და­უ­ში­ნეს და რამ­დე­ნი­მე სპეც­რაზ­მელს ჩა­ფხუ­ტე­ბი და ფა­რე­ბი წა­არ­თვეს.

  • 00:00 - 03:00

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ ნა­წილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე უტარ­დე­ბო­და. და­შა­ვე­ბუ­ლებს უმე­ტეს­წი­ლად აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, და­ფიქ­სირ­და ხე­ლის ამო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვე­ბი, აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზი­ა­ნე­ბა ხელ­კე­ტე­ბით მი­ა­ყე­ნეს. და­შავ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც.

VIDEO: პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზმმა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­უშ­ვა

სწო­რედ 00:00 სა­ათ­ზე პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­უშ­ვეს, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და შე­უძ­ლოდ. დე­მონ­სტრან­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მათი მი­სა­მარ­თით ბოთ­ლე­ბი­სა და სხვა ნივ­თე­ბის სრო­ლით უპა­სუ­ხეს.

დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წილს პირ­ღე­ბი­ნე­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა და­ე­წყო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რათა შე­უძ­ლოდ მყო­ფე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბამ­დე მი­ეყ­ვა­ნათ. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ისე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ დაბ­რუნ­დნენ და სპეც­რაზმმა ცრემლსა­დე­ნი გაზი კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ყე­ნა, ის­როდ­ნენ რე­ზი­ნის ტყვი­ებ­საც.

VIDEO: სპეც­რაზ­მი ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აგ­რძე­ლებს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ იშ­ლე­ბი­ან

01:00 სა­ათ­ზე შსს-მ მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ „პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა პრო­ტეს­ტი გას­ცდა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი“.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ის დაშ­ლის მცდე­ლო­ბე­ბი­სა და იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმს ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გაშ­ვე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მა­ინც ბრუნ­დე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

შემ­დეგ, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, გაზი სწო­რედ მა­შინ გა­უშ­ვეს, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია პრე­მი­ერ­თან და შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 01:30 სა­ათ­ზე ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლი იყო, დე­მონ­სტრან­ტე­ბის მიერ ბოთ­ლე­ბის სრო­ლი­თა და სპეც­რაზ­მის მიერ ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლით.

იყო ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბით ცდი­ლობ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აცხა­დებ­და, რომ სპეც­რაზ­მის კო­რი­დო­რის გარ­ღვე­ვას, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას გეგ­მავ­დნენ, ითხოვ­დნენ ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­საც.

და­ახ­ლო­ე­ბით 02:00 სა­ა­თის­თვის, სპეც­რაზ­მის კო­ლო­ნამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბით და­ი­წყო.

შე­დე­გად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­დან „თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტის“ შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი კი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გვერ­დით იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 02:30 სა­ათ­ზე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან გა­და­ი­ნაც­ვლეს, თუმ­ცა სპეც­რაზ­მი მათ მიჰ­ყვე­ბო­და და გაზ­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ებს ის­რო­და.

მა­ნამ­დე ისი­ნი ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლით გა­აფრ­თხი­ლეს, რომ დაშ­ლი­ლიყ­ვნენ, თო­რემ სა­მო­ქა­ლა­ქო წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­დნენ.

VIDEO: ➤ პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან დარ­ბე­ვის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი გაჰ­ყავთ

  • 03:00 - 06:00

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზეც, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ერთხელ გა­უშ­ვეს, ქა­შუ­ეთ­თან გან­ლა­გე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მი კი წყლის ჭავლს იყე­ნებ­და.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სპეც­რაზ­მის მი­სა­მარ­თით ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი ის­რო­ლეს, რა­ზეც სპეც­რაზ­მი ცრემლსა­დე­ნი გა­ზით პა­სუ­ხობ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­სი­დან დრო­შა ჩა­მოხ­სნა და დაწ­ვა.

04:30 სა­ა­თის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­კა­ვე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჰ­ყავ­დათ. ამას­თა­ნა­ვე, სპეც­რაზ­მი მათ რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის­კენ ავიწ­რო­ებ­და, სა­დაც ასე­ვე და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

05:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა, სპეც­რაზ­მი კი პარ­ლა­მენ­ტის­კენ მიბ­რუნ­და. 06:00 სა­ა­თის­თვის, რუს­თა­ველ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია თით­ქმის სრუ­ლად იყო დაშ­ლი­ლი. დე­მონ­სტრან­ტე­ბის მცი­რე ნა­წილ­მა ცოტა ხნით გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ გა­ე­მარ­თა.

ამ დრო­ის­თვის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ნელ-ნელა და­ი­წყო ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

VIDEO: ➤ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­კა­ვე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

  • 06:00 - 09:00 სა­ა­თი

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მცი­რე ნა­წი­ლი დი­ლამ­დე რჩე­ბო­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ვა­რა­ზის­ხე­ვი გა­და­კე­ტეს.

და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და დე­მონ­სტრან­ტე­ბის ჯგუფ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა გად­მო­ატ­რი­ა­ლეს და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვე­ბი და ხელ­კე­ტე­ბი ეს­რო­ლეს. შე­ტა­კე­ბე­ბი გმირ­თა მო­ე­დან­ზე გაგ­რძელ­და, სა­დაც სპეც­რაზ­მიც გა­მოჩ­ნდა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბა და­ი­წყეს.

აქ­ცია 07:30 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და, სა­ნამ არ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მა­ნამ­დე ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე იყ­ვნენ გა­ფან­ტუ­ლე­ბი: მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე, ვა­რა­ზის­ხევ­ში და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე.

21 ივ­ნისს, დი­ლის 09:00 სა­ათ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

შემ­დეგ დღე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აქ­ცი­ა­ზე 240 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის 40-მდე ჟურ­ნა­ლის­ტი.

ასე დას­რულ­და ეს ღამე - დი­ლას. თუმ­ცა, გა­დაბ­მუ­ლი 93-დღი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის, შემ­დეგ კი - ფრაგ­მენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კურ თუ სა­მარ­თლებ­რივ ველ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბის, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა-არ­გა­ტა­რე­ბის გამო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ გრძელ­დე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2019 წლის 20 ივ­ნი­სი დღე­საც, 2020 წლის 20 ივ­ნის­საც გრძელ­დე­ბა...

ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
178

რა კომენტარი,კიდევ ერთხელ გამოიყენეს გულანთებული ჩვენი სასახელო ახალგაზრდობა ბარიერს იქით და აქეთ მდგომმა ე,წ პოლიტიკოსებმა.გაუმარჯოს ჩვენ ახალგაზრდებს!

ანა
1041

ეს იყო სამარცხვინო პროვოკაცია სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად

ავტორი:

ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა

ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა

"20 ივნისი" - ერთი შეხედვით, უბრალო თარიღი, რომლის გაგონებაზეც ყველას ახსენდება ამბავი, თუ როგორ შეიცვალა რამდენიმე საათში ადამიანებისა და საქართველოს ცხოვრება.

ზუსტად ერთი წლის წინ ქვეყანაში დილა ერთი, მოსახლეობისთვის აღმაშფოთებელი სიახლით დაიწყო - "პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი უძღვება". ის, თუ რამდენად აღმაშფოთებელი იყო ეს სიახლე იმ სახელმწიფოს მოქალაქეთათვის, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სულ რამდენიმე საათში ნათლად გამოჩნდა.

AMBEBI.GE 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, დეტალურად გაგახსენებთ:

  • 20 ივნისამდე

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია 2019 წელს საქართველოში ტარდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომი დუმის დეპუტატის გამო აგორებულ მასობრივ პროტესტამდე, საკუთარი პროტესტი ასამბლეის დაწყებისთანავე, 19 ივნისს გამოთქვეს აქციის მონაწილეებმა, რომელთაც სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც სესია მიმდინარეობდა, გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტეს.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა საკუთარი პროტესტი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღების დატოვებით გამოთქვა.

რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილისში

  • 20 ივნისი, 10:00-12:00 საათი

დილით, დაახლოებით 10:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან", სერგეი გავრილოვი, რუსულ ენაზე უძღვებოდა.

საპარლამენტო ოპოზიცია ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებდა, მათი განცხადებით, გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ ჰქონდა დარღვეული, რასაც უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი იყო, უარყოფდა.

გავრცელებული ინფორმაცია და კადრები დაუყოვნებლივ გახდა დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ხელისუფლების შემადგენლებიდან პირველი, რომელმაც ნანახი გააკრიტიკა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ, გამანადგურა“.

რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომის დაწყებიდან დაახლოებით, საათნახევარში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პროტესტი პარლამენტშივე გამოხატეს. ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში ავიდნენ და ხანმოკლე შესვენების დროს განაცხადეს, რომ სერგეი გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემდნენ და გავრილოვის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენას „სირცხვილი“ უწოდეს.

  • 12:00 - 15:00 საათი

შუადღისას, სესიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს?“

ამასობაში, პარლამენტში, სპიკერატის ოპოზიციონერების მიერ დაკავების გამო სესიის გაგრძელება ვერ ხერხდებოდა. პარლამენტში პროტესტის გამოსახატავად სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ. ისმოდა მოწოდებები სესიის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დაახლოებით 12:40 საათზე ცნობილი გახდა, რომ სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა და დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებდნენ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდებოდა.

სწორედ სასესიო დარბაზიდან ფოიეში გამოსულ ქუცნაშვილს უწოდეს სამოქალაქო პირებმა "მოღალატე და მონა" და მოსთხოვეს პასუხი იმაზე, როგორ დაუშვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატები აღმოჩნდნენ. ქუცნაშვილმა, თავის მხრივ, აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც ეწერა: „სირცხვილი მთავრობას“.

VIDEO: ➤ ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის წევრებმა რუს დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დატოვება აიძულეს

დაახლოებით 13:30-ზე პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა მოსახლეობას 19:00 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნაც მაშინ პირველად გააჟღერეს, ხელისუფლებიდან კი უფრო მეტმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა მართლაც მიუღებელი იყო.

ამასობაში, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ გავრილოვი სასტუმრო „რედისონში“ იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე, ნაწილმა სწორედ იქ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სასტუმროსთან მივიდნენ შეძახილებით: „პუტინ ხუილო", „გაუმარჯოს საქართველოს". მოქალაქეები გავრილოვის სასწრაფო დეპორტაციასა და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ბოდიშის გადახდას ითხოვდნენ.

გავრილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რადიკალებმა სხდომა შეაწყვეტინეს, წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

ოპოზიციის მხრიდან, მომხდარის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება გიგი უგულავას ეკუთვნოდა: „ეს ფაქტობრივად, ცეკვაა ცხედრებზე, იმ ადამიანებზე, ვინც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში თავი გაწირეს ქვეყნისთვის“.

  • 15:00 - 18:00 საათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის სავარძელშიც გავრილოვი იჯდა, მომხდარს მხოლოდ 17:00 საათის შემდეგ გამოეხმაურა. ბაქოში ვიზიტით მყოფმა კობახიძემ თქვა: "რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო".

მანვე თქვა, რომ საზღვარგარეთ ყოფნის გამო მყისიერად რეაგირება ვერ მოახერხა, და როგორც კი მომხდარზე გაიგო, მაშინვე მოითხოვა სხდომის შეწყვეტა.

ქუცნაშვილმა კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ თუ ვინ წაიყვანდა სხდომას, „ტექნიკური საკითხი“ იყო.

გავრილოვის პარლამენტში აღმოჩენის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დედაქალაქს მიღმაც დაიწყო - ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში.

VIDEO: ➤ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტურმო "რედისონიდან" ხმაურის ფონზე გაიყვანეს

თბილისში, „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები კი სერგეი გავრილოვის გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. საბოლოოდ, 17:20 საათზე სერგეი გავრილოვი ტერიტორიდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა მას ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს და წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგანი ესროლეს.

რუსი დეპუტატის გაყვანა დაცვას გაუჭირდა, მანქანაში ვერ ჩასვეს და საბოლოოდ, ეს სირბილით მოხერხდა. მისი ტერიტორიიდან გარიდების შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამდენიმე მათგანი პოლიციამ ასევე გაიყვანა ტერიტორიიდან.

შემდეგ, „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტისკენ, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე გაემართნენ.

VIDEO: ➤ პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ

ამასობაში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რჩებოდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი, არაპარლამენტარი წარმომადგენლები. ისინი არ აპირებდნენ სხდომათა დარბაზის დატოვებას, სანამ თანამდებობას პარლამენტის თავმჯდომარე არ დატოვებდა.

სხდომათა დარბაზის სპიკერატში გადმოფენილი იყო საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები, ვინც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას ასე გამოეხმაურა: „ლამის გული გამიჩერდეს, როგორ შევხედო ჩემი შვილის სურათს, არ ვიცი“.

  • 19:00 - 21:00 საათი

19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მოთხოვნებად თავდაპირველად ირაკლი კობახიძის, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა გაჟღერდა, რისთვისაც მთავრობას ერთი საათი მიეცა.

VIDEO: საპროტესტო აქცია პარლამენტთან სლოგანით "სირცხვილია!"

ხელისუფლების წევრები (მაგალითად, ანრი ოხანაშვილი) ამბობდნენ, რომ კობახიძის გადადგომაზე საუბარი უადგილო იყო, ვინაიდან სადაც მისი ხელმოწერა ფიქსირდებოდა, არ ეწერა, რომ რუსეთის დელეგაციის რომელიმე წარმომადგენელს უნდა წაეყვანა სხდომა, მათი ინფორმაციით კი, თავმჯდომარეობა საბერძნეთის დელეგაციას ეკუთვნოდა, შესაბამისად, რაც მოხდა, პროტოკოლის შეცდომას უკავშირდებოდა.

დაახლოებით 19:00 საათისთვის გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატოვეს.

20:00 საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულ შსს-ს თანამშრომლებს სამართალდამცველები დაემატნენ.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ რჩებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და სხვა წევრები, კობახიძის გადადგომის მოთხოვნით.

ამასობაში, მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი აღშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით, რომელთა აგრესიული ქმედებების გამო, ასამბლეის 25 წევრის პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ სამუშაო.

პარალელურად, რუსთაველზე ვითარება იძაბებოდა. ერთი ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე საკრებულოს წევრების - ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას უკავშირდებოდა, მეორე - ნიკა მელიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა პოლიციას პარლამენტის ჭიშკარი გააღებინა. შედეგად, მელია და აქციის მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

  • 21:00 - 00:00 საათი

აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებზე მთავრობა დუმდა. ამასობაში, სწორედ იმ პირმა, ვის გამოც პროტესტი დაიწყო, რამდენიმე განცხადება გააკეთა. გავრილოვის თქმით, ქართულმა მხარემ შესთავაზა ადგილის სპიკერატში დაკავება, ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაწყებულიყო, რაც გადატრიალების მცდელობა იყო. ასევე, გავრილოვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მოუხადა.

დაახლოებით 21:15 საათზე გავრცელდა ინფორმაცია დეპუტატ ნიკა მელიას მიმართვის შესახებ საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი: "მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში“. მისი თქმით, თუ 1 საათის განმავლობაში არ დაკმაყოფილდებოდა აქციის მოთხოვნები, პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევიდოდნენ. გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც.

ამასობაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებდა და ამ მოთხოვნაზე „სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდა“, ხოლო თუ მელია რამე არაკანონიერს განიზრახავდა, მყისიერ პასუხს მიიღებდა.

საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. 21:50 საათზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები დაიწყეს, რამაც პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია - აქციის მონაწილეები პოლიციელებს საგნებს ესროდნენ, სამართალდამცველები კი ნიღბებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი.

22:05 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდა. ამავე დროს აქციაზე შს მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა და დემონსტრანტებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი,“ - თქვა გახარიამ. სწორედ 22:00 საათის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია უკიდურესად - სპეცრაზმი პარლამენტის შესასვლელთან იყო მობილიზებული, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რკინის ჯებირები აიღეს, დაპირისპირების შედეგად ორივე მხრიდან დაშავდნენ.

23:00 საათზე ჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, სუს-ის წარმომადგენლების თქმით, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ დროისთვის პარლამენტში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მივიდა. აქციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის".

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს და რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს.

  • 00:00 - 03:00

დაპირისპირების შედეგად უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებოდა. დაშავებულებს უმეტესწილად აღენიშნებოდათ დაჟეჟილობები, დაფიქსირდა ხელის ამოვარდნის შემთხვევები, აქციის რამდენიმე მონაწილის განცხადებით კი, მათ სამართალდამცველებმა დაზიანება ხელკეტებით მიაყენეს. დაშავდნენ სამართალდამცველებიც.

VIDEO: პარლამენტთან აქციაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა

სწორედ 00:00 საათზე პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გახდა შეუძლოდ. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება ეტაპობრივად დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს მათი მისამართით ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლით უპასუხეს.

დემონსტრანტების ნაწილს პირღებინება, თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება დაეწყო. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რათა შეუძლოდ მყოფები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებამდე მიეყვანათ. დაშავებულებს შორის იყვნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. დაახლოებით ნახევარ საათში, აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დაბრუნდნენ და სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა, ისროდნენ რეზინის ტყვიებსაც.

VIDEO: სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას აგრძელებს, აქციის მონაწილეები არ იშლებიან

01:00 საათზე შსს-მ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

მიუხედავად აქციის დაშლის მცდელობებისა და იმისა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს ცრემლსადენი გაზის გაშვება არ შეუწყვეტია, პროტესტის მონაწილეები მაინც ბრუნდებოდნენ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე.

შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, გაზი სწორედ მაშინ გაუშვეს, როდესაც ოპოზიცია პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრას აპირებდა. დაახლოებით 01:30 საათზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო, დემონსტრანტების მიერ ბოთლების სროლითა და სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და რეზინის ტყვიების სროლით.

იყო ხელჩართული ჩხუბი, აქციის მონაწილეთა ნაწილი რკინის ჯებირებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. საზოგადოება აცხადებდა, რომ სპეცრაზმის კორიდორის გარღვევას, პარლამენტის შენობაში შეჭრას და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას გეგმავდნენ, ითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

დაახლოებით 02:00 საათისთვის, სპეცრაზმის კოლონამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლის მანქანებით დაიწყო.

შედეგად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიდან „თბილისი მერიოტის“ შენობასთან გადაინაცვლეს. სპეცდანიშნულების რაზმი კი პარლამენტის შენობის გვერდით იყო მობილიზებული. დაახლოებით 02:30 საათზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს, თუმცა სპეცრაზმი მათ მიჰყვებოდა და გაზსა და რეზინის ტყვიებს ისროდა.

მანამდე ისინი ხმის გამაძლიერებელით გააფრთხილეს, რომ დაშლილიყვნენ, თორემ სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად, სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენდნენ.

VIDEO: ➤ პარლამენტის ტერიტორიიდან დარბევის დროს დაზარალებულები გაჰყავთ

  • 03:00 - 06:00

რუსთაველის გამზირზეც, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მოქალაქეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს, ქაშუეთთან განლაგებული სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებდა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს, რაზეც სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშა ჩამოხსნა და დაწვა.

04:30 საათისთვის, რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობდა, სამართალდამცველებს დაკავებულები პარლამენტის შენობაში შეჰყავდათ. ამასთანავე, სპეცრაზმი მათ რესპუბლიკის მოედნისკენ ავიწროებდა, სადაც ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

05:00 საათზე რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, სპეცრაზმი კი პარლამენტისკენ მიბრუნდა. 06:00 საათისთვის, რუსთაველზე სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია თითქმის სრულად იყო დაშლილი. დემონსტრანტების მცირე ნაწილმა ცოტა ხნით გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფებოდა, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ტერიტორიის დატოვება. პარლამენტის შენობის წინ და ფილარმონიასთან მხოლოდ პოლიციელები იმყოფებოდნენ.

VIDEO: ➤ რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობს

  • 06:00 - 09:00 საათი

აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი დილამდე რჩებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს.

დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის ფილარმონიასთან. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა გადმოატრიალეს და პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლეს. შეტაკებები გმირთა მოედანზე გაგრძელდა, სადაც სპეცრაზმიც გამოჩნდა, პოლიციელებმა კი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს.

აქცია 07:30 საათამდე გაგრძელდა, სანამ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ. მანამდე ისინი რამდენიმე ქუჩაზე იყვნენ გაფანტულები: მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევში და მიმდებარე ქუჩებზე.

21 ივნისს, დილის 09:00 საათზე, პარლამენტის წინ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

შემდეგ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი.

ასე დასრულდა ეს ღამე - დილას. თუმცა, გადაბმული 93-დღიანი საპროტესტო აქციების, შემდეგ კი - ფრაგმენტული აქციების, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ველზე დაპირისპირების, რეფორმების გატარება-არგატარების გამო აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, რომელიც მას შემდეგ გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის 20 ივნისი დღესაც, 2020 წლის 20 ივნისსაც გრძელდება...

ფოტოგრაფები: გიორგი ჟამერაშვილი, ვანო გორგიშვილი

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია