სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო 2008 წელს შემიყვარდა, როცა პირველად ჩამოვედი" - როგორ მოხვდა უკრაინელი მზარეული "მასტერშეფში" და რას აღმერთებს ქართული სამზარეულოდან
"საქართველო 2008 წელს შემიყვარდა, როცა პირველად ჩამოვედი" - როგორ მოხვდა უკრაინელი მზარეული "მასტერშეფში" და რას აღმერთებს ქართული სამზარეულოდან

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" მე­სა­მე სე­ზო­ნი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის პირ­ვე­ლად მოხ­ვდა უცხო­ე­უ­ლი. იანა კუცი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მო­ნა­წი­ლეა და ჟი­უ­რიმ მისი კერ­ძი უკვე რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ყე­ნა რჩე­უ­ლებს შო­რის. მა­ყუ­რე­ბელ­მა კი უკვე შე­იყ­ვა­რა მისი ქარ­თუ­ლი ფრა­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით "ნახ­ვამ­დუ­ლი".

რო­გორ მოხ­ვდა იანა კუცი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა მოს­წონს ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ვის მი­იჩ­ნევს მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად „მას­ტერ­შეფ­ში“, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორც ვი­ცით, კუ­ლი­ნა­რე­ბის ოჯა­ხი­დან ხართ. მოგ­ვი­ყე­ვით მათ შე­სა­ხებ.

- მა­მა­ჩე­მი სპორ­ტსმე­ნია, თა­ვის დრო­ზე ვე­ლო­სი­პე­დის­ტთა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ახლა ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მწვრთნე­ლია. დე­და­ჩე­მი უკვე 35 წე­ლია შე­ფია, ის ჩემი მთა­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას­თან ერ­თად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე, თუმ­ცა არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ მის გზას გავ­ყვე­ბო­დი.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ჩემი მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­დიტ­რო­ში მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც მას­თან მივ­დი­ო­დი, სულ ვეხ­მა­რე­ბო­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ბე­ბი­ა­ჩე­მის კერ­ძებ­ზე გემ­რი­ე­ლი არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­მი­სინ­ჯავს. ის ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ოქ­როს სა­ი­დუმ­ლო გა­მოც­დი­ლი ხე­ლე­ბია. მარ­თლაც, იმის­თვის, რომ კარ­გი შეფმ­ზა­რე­უ­ლი გახ­დე, წლე­ბი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. იმე­დი მაქვს, ერთ დღე­საც ასე­თი კარ­გი კუ­ლი­ნა­რი გავ­ხდე­ბი.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად მზა­დე­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- 14 წლის ასაკ­ში. იმ დროს ჩემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან და­კა­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით დედა, ხში­რად უწევ­დათ მოგ­ზა­უ­რო­ბა. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად მი­მე­ხე­და თა­ვის­თვის და იმ ცოდ­ნით მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა კერ­ძე­ბი, რაც იმ დრო­ის­თვის გა­მაჩ­ნდა. მა­შინ კუ­ლი­ნა­რია ჩემ­თვის ჰო­ბი­ვით იყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი კრი­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე. ეს ჩემი მე­ო­რე „უც­ნა­უ­რი“ ჰო­ბია.

- კუ­ლი­ნა­რი­ას რო­დის და­უბ­რუნ­დით?

- წლე­ბის წინ უკ­რა­ი­ნუ­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რს ჰექ­ტორ ხი­მე­ნეს-ბრა­ვო­სა და ოლგა მარ­ტი­ნოვ­სკა­ი­ას შევ­ხვდი (7 წლის წინ უკ­რა­ი­ნულ „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­ი­მარ­ჯვა, ახლა კი ჟი­უ­რის წევ­რია). მათ გა­მახ­სე­ნეს ჩემი კუ­ლი­ნა­რი­ით გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ და 2014 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, იტა­ლი­ა­ში, ფლო­რენ­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნა და იქ კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის დას­რუ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ 2008 წელს შე­მიყ­ვარ­და, როცა აქ პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ის, რომ უკ­რა­ი­ნი­დან აქ გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რე­ბად, ჩემი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გი­ორ­გის 2015 წელს შევ­ხვდი, ის ბა­თუ­მი­და­ნაა. გაც­ნო­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ ხელი მთხო­ვა და მეც დავ­თან­ხმდი. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მე არა მხო­ლოდ იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი, მე­უღ­ლე და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა შე­ვი­ძი­ნე, არა­მედ მისი ქვე­ყა­ნა და კულ­ტუ­რაც.

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო რო­გორ მოგ­წონთ, საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი თუ გაქვთ?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბია ხინ­კა­ლი (რა თქმა უნდა), აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ლო­ბიო, ქარ­თუ­ლი სა­ლა­თა ნიგვზით (ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ჟღერს, მაგ­რამ ნი­გო­ზი სა­ლ­ა­თას გა­სა­ო­ცარ გე­მოს აძ­ლევს), მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინც შქმე­რუ­ლი მიყ­ვარს. ასე­ვე ვაღ­მერ­თებ ქარ­თულ ყველს! სა­ნამ აქ გად­მო­ვი­დო­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, მხო­ლოდ სულ­გუ­ნი ვი­ცო­დი, მაგ­რამ მერე ფარ­თოდ რომ გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი, ყვე­ლის იმ­დე­ნი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­ვოგნ­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბას, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, რა­ღაც ჩე­მე­ბურს ყო­ველ­თვის ვუ­მა­ტებ კერ­ძებს.

- ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლას თუ ცდი­ლობთ? მა­ყუ­რე­ბე­ლი თქვე­ნე­ბურ­მა სი­ტყვებ­მა ძა­ლი­ან გა­ა­ხა­ლი­სა, მა­გა­ლი­თად „ნახ­ვამ­დულ­მა“.

- დიახ, ვიცი, რომ ჯერ კი­დევ ვერ ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ერ­თოდ, პო­ლიგ­ლო­ტი ვარ და ენებს ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვად ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ბევ­რი სი­ტყვა ვიცი და სა­უ­ბა­რიც მეს­მის, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ლა­პა­რა­კი მა­ინც ვერ და­ვი­წყე. გპირ­დე­ბით, ამას გა­მო­ვას­წო­რებ!

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ქარ­თულ „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო. პირ­ველ რიგ­ში, ეს მშვე­ნი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს უკეთ გა­ვეც­ნო და ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან მი­ვი­ღო რჩე­ვე­ბი, რო­გო­რი ჩვე­ნი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არი­ან. ასე­ვე, „მას­ტერ­შე­ფი“ და­მეხ­მა­რე­ბა იმ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ვიგ­რძნო თავი, რო­მელ­საც ახლა სახ­ლს ვუ­წო­დებ.

მე­სა­მე და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი - ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში უფრო განვვი­თარ­დე, ეს კი ნამ­დვი­ლად ის სფე­როა, რო­მე­ლიც ახლა და მო­მა­ვალ­ში ჩემს პრო­ფე­სი­ად დარ­ჩე­ბა.

- პრო­ექტსა და ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე რას ფიქ­რობთ?

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად რთუ­ლია, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს, თო­რემ შოუს და­ტო­ვე­ბა მო­გი­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის წევ­რებს. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ შეფ ლე­ვანს, ის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მისი რჩე­ვე­ბი ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს.

ვგიჟ­დე­ბი შეფ კონ­სტან­ტი­ნე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ზე, თუ რო­გორ აქ­ცევს ყო­ველ პა­ტა­რა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ცეპ­ტო­რე­ბი აქვს. ცო­ტა­თი მე­ში­ნია შეფ ლუ­კა­სი, საკ­მა­ოდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ადა­მი­ა­ნია. თუ გინ­და, გა­ა­ბედ­ნი­ე­რო, უნაკ­ლო კერ­ძი უნდა მო­ამ­ზა­დო, თო­რემ ნამ­დვი­ლად გა­გა­ნად­გუ­რებს.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორ გეხ­მა­რე­ბათ შო­უ­ში?

- გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა და უნა­რე­ბი ყო­ველ­თვის ვერ მეხ­მა­რე­ბა. სულ სხვაა, იყო შეფი შენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და სულ სხვაა - იყო „მას­ტერ­შე­ფის“ კონ­კურ­სან­ტი. როცა ჩემს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვმუ­შა­ობ, ფიქ­რის­თვის, შეც­დო­მე­ბის პოვ­ნი­სა და გა­მოს­წო­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი დრო მაქვს, მას­ტერ­შეფ­ში კი დრო შე­ზღუ­დუ­ლია. რაც უფრო დიდი ცოდ­ნა გაქვს, მით უფრო გი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ხან­და­ხან ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვცდი­ლობ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის არ გა­მო­დის.

- გა­სულ გა­და­ცე­მა­ში ზუ­რას კერ­ძში ჩა­რე­ვის გამო ჟი­უ­რიმ შე­ნიშ­ვნა მოგ­ცათ. ხომ არ ინა­ნეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- მეს­მის, რომ ეს შოუა და პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იფიქ­რო, მაგ­რამ მე ის ადა­მი­ა­ნი ვარ, ვინც სხვებს ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბა. არ ვნა­ნობ, რომ ზუ­რას და­ვეხ­მა­რე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის გამო ჩემი კერ­ძიც და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დამ­რჩა. ზოგი ფიქ­რობს, რომ ამა­ყი ვარ, მაგ­რამ ისი­ნი ხომ არ მიც­ნო­ბენ?! სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მორ­ცხვი და ემო­ცი­უ­რი ვარ. როცა რა­ღაც ვიცი, სხვას რა­ტომ არ უნდა გა­ვუ­ზი­ა­რო?

- პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე რას ფიქ­რობთ და მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად ვის მი­იჩ­ნევთ?

- ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ნა­ხე­ვარს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მომ­ზა­დე­ბის ცოდ­ნას არ სჭირ­დე­ბა მა­ინც და მა­ინც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კუ­ლი­ნა­რი იყო. ჩემი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი სერ­გოა, რო­მე­ლიც მთელ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე გა­წონსწო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მშვი­დად მი­ი­წევს გა­მარ­ჯვე­ბის­კენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

კარგი ადამიანი ხარ იანა,ქართველების რძალი საუკეთესო თვისებებით.წარმატებებს გისურვებ

MARI
0

რა კარგი გოგოა,მხიარული,ყოველმხრივ პოზიტიური და ამასთანავე კარგი მზარეული,წარმატებები მას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საქართველო 2008 წელს შემიყვარდა, როცა პირველად ჩამოვედი" - როგორ მოხვდა უკრაინელი მზარეული "მასტერშეფში" და რას აღმერთებს ქართული სამზარეულოდან

"საქართველო 2008 წელს შემიყვარდა, როცა პირველად ჩამოვედი" - როგორ მოხვდა უკრაინელი მზარეული "მასტერშეფში" და რას აღმერთებს ქართული სამზარეულოდან

საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" მესამე სეზონი იმითაც არის გამორჩეული, რომ კონკურსანტებს შორის პირველად მოხვდა უცხოეული. იანა კუცი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა და ჟიურიმ მისი კერძი უკვე რამდენჯერმე დააყენა რჩეულებს შორის. მაყურებელმა კი უკვე შეიყვარა მისი ქართული ფრაზები, განსაკუთრებით "ნახვამდული".

როგორ მოხვდა იანა კუცი საქართველოში, რა მოსწონს ქართულ სამზარეულოში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად „მასტერშეფში“, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორც ვიცით, კულინარების ოჯახიდან ხართ. მოგვიყევით მათ შესახებ.

- მამაჩემი სპორტსმენია, თავის დროზე ველოსიპედისტთა ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა ოლიმპიური გუნდის მწვრთნელია. დედაჩემი უკვე 35 წელია შეფია, ის ჩემი მთავარი მასწავლებელია. მასთან ერთად სამზარეულოში გავიზარდე, თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ მის გზას გავყვებოდი.

ოჯახის წევრებიდან ჩემი მეორე მასწავლებელი ბებიაა, რომელიც ნახევარი ცხოვრების განმავლობაში საკონდიტროში მუშაობდა. როდესაც მასთან მივდიოდი, სულ ვეხმარებოდი სამზარეულოში. ბებიაჩემის კერძებზე გემრიელი არასოდეს არაფერი გამისინჯავს. ის ყოველთვის ამბობდა: სამზარეულოში ოქროს საიდუმლო გამოცდილი ხელებია. მართლაც, იმისთვის, რომ კარგი შეფმზარეული გახდე, წლები და დიდი გამოცდილებაა საჭირო. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ასეთი კარგი კულინარი გავხდები.

- დამოუკიდებლად მზადება როდის დაიწყეთ?

- 14 წლის ასაკში. იმ დროს ჩემი მშობლები ძალიან დაკავეულები იყვნენ, განსაკუთრებით დედა, ხშირად უწევდათ მოგზაურობა. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად მიმეხედა თავისთვის და იმ ცოდნით მომემზადებინა კერძები, რაც იმ დროისთვის გამაჩნდა. მაშინ კულინარია ჩემთვის ჰობივით იყო. უნივერსიტეტი კრიმინოლოგიისა და კრიმინალური ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე. ეს ჩემი მეორე „უცნაური“ ჰობია.

- კულინარიას როდის დაუბრუნდით?

- წლების წინ უკრაინული „მასტერშეფის“ ჟიურის წევრს ჰექტორ ხიმენეს-ბრავოსა და ოლგა მარტინოვსკაიას შევხვდი (7 წლის წინ უკრაინულ „მასტერშეფში“ გაიმარჯვა, ახლა კი ჟიურის წევრია). მათ გამახსენეს ჩემი კულინარიით გატაცების შესახებ და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, იტალიაში, ფლორენციაში დარჩენა და იქ კულინარიის ხელოვნების სკოლის დასრულება გადავწყვიტე.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს შემიყვარდა, როცა აქ პირველად ჩამოვედი, მაგრამ ის, რომ უკრაინიდან აქ გადმოვედი საცხოვრებად, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. გიორგის 2015 წელს შევხვდი, ის ბათუმიდანაა. გაცნობიდან 6 თვის შემდეგ ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მე არა მხოლოდ იდეალური მეგობარი, მეუღლე და ჩემი ქალიშვილის მამა შევიძინე, არამედ მისი ქვეყანა და კულტურაც.

- ქართული სამზარეულო როგორ მოგწონთ, საყვარელი კერძები თუ გაქვთ?

- ჩემი საყვარელი ქართული კერძებია ხინკალი (რა თქმა უნდა), აჭარული ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო, ქართული სალათა ნიგვზით (ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ნიგოზი სალათას გასაოცარ გემოს აძლევს), მაგრამ განსაკუთრებულად მაინც შქმერული მიყვარს. ასევე ვაღმერთებ ქართულ ყველს! სანამ აქ გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მხოლოდ სულგუნი ვიცოდი, მაგრამ მერე ფართოდ რომ გავახილე თვალები, ყველის იმდენი სახეობა აღმოვაჩინე, რომ გავოგნდი.

რაც შეეხება მომზადებას, ქართულ სამზარეულოს ჯერ კიდევ ვსწავლობ, მაგრამ, ამავდროულად, რაღაც ჩემებურს ყოველთვის ვუმატებ კერძებს.

- ქართული ენის სწავლას თუ ცდილობთ? მაყურებელი თქვენებურმა სიტყვებმა ძალიან გაახალისა, მაგალითად „ნახვამდულმა“.

- დიახ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე ქართული, მაგრამ ეს ძალიან რთულია. საერთოდ, პოლიგლოტი ვარ და ენებს ყოველთვის მარტივად ვსწავლობდი, მაგრამ ქართული ძალიან გამიჭირდა. ბევრი სიტყვა ვიცი და საუბარიც მესმის, მაგრამ დამოუკიდებლად ლაპარაკი მაინც ვერ დავიწყე. გპირდებით, ამას გამოვასწორებ!

- რატომ გადაწყვიტეთ ქართულ „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება?

- რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ქართულ სამზარეულოს უკეთ გავეცნო და ისეთი პროფესიონალებისგან მივიღო რჩევები, როგორი ჩვენი ჟიურის წევრები არიან. ასევე, „მასტერშეფი“ დამეხმარება იმ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ ვიგრძნო თავი, რომელსაც ახლა სახლს ვუწოდებ.

მესამე და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ეს პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომ კულინარიაში უფრო განვვითარდე, ეს კი ნამდვილად ის სფეროა, რომელიც ახლა და მომავალში ჩემს პროფესიად დარჩება.

- პროექტსა და ჟიურის წევრებზე რას ფიქრობთ?

- პროექტში მონაწილეობა ნამდვილად რთულია, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, თორემ შოუს დატოვება მოგიწევს. რაც შეეხება ჟიურის წევრებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ შეფ ლევანს, ის ნამდვილი პროფესიონალია და მისი რჩევები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ვგიჟდები შეფ კონსტანტინეზე, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ აქცევს ყოველ პატარა დეტალს ყურადღებას, არაჩვეულებრივი რეცეპტორები აქვს. ცოტათი მეშინია შეფ ლუკასი, საკმაოდ არაპროგნოზირებადი ადამიანია. თუ გინდა, გააბედნიერო, უნაკლო კერძი უნდა მოამზადო, თორემ ნამდვილად გაგანადგურებს.

- თქვენი გამოცდილება როგორ გეხმარებათ შოუში?

- გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი გამოცდილება და უნარები ყოველთვის ვერ მეხმარება. სულ სხვაა, იყო შეფი შენს სამზარეულოში და სულ სხვაა - იყო „მასტერშეფის“ კონკურსანტი. როცა ჩემს სამზარეულოში ვმუშაობ, ფიქრისთვის, შეცდომების პოვნისა და გამოსწორებისთვის საკმარისი დრო მაქვს, მასტერშეფში კი დრო შეზღუდულია. რაც უფრო დიდი ცოდნა გაქვს, მით უფრო გიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ხანდახან ექსპერიმენტების ჩატარებას ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის.

- გასულ გადაცემაში ზურას კერძში ჩარევის გამო ჟიურიმ შენიშვნა მოგცათ. ხომ არ ინანეთ ეს გადაწყვეტილება?

- მესმის, რომ ეს შოუა და პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, ვინც სხვებს ყოველთვის ეხმარება. არ ვნანობ, რომ ზურას დავეხმარე, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ჩემი კერძიც დაუმთავრებელი დამრჩა. ზოგი ფიქრობს, რომ ამაყი ვარ, მაგრამ ისინი ხომ არ მიცნობენ?! სინამდვილეში ძალიან მორცხვი და ემოციური ვარ. როცა რაღაც ვიცი, სხვას რატომ არ უნდა გავუზიარო?

- პროექტის მონაწილეებზე რას ფიქრობთ და მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახევარს პროფესიული გამოცდილება არ აქვს, ძალიან ნიჭიერები არიან და ამტკიცებენ, რომ მომზადების ცოდნას არ სჭირდება მაინც და მაინც პროფესიონალი კულინარი იყო. ჩემი მთავარი კონკურენტი სერგოა, რომელიც მთელ პროექტში ყველაზე გაწონსწორებული ადამიანია და მშვიდად მიიწევს გამარჯვებისკენ.

მარიტა ჯანაშია თხოვდება - მოდელს ხელი ცნობილმა მომღერალმა პირდაპირ ეთერში სთხოვა

პანდემიის შემდეგ ჟურნალმა "ბომონდმა" პირველი წვეულება გამართა - COOL BY THE POOL

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო