Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის მთა­ვა­რია - თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დიდ ნა­წილს შე­დე­გად მოს­დევს მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი იყო რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის მხრივ.

რა და­ა­ვა­დე­ბაა ოს­ტე­ო­ართრო­ზი? რო­გო­რია მისი გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე? რო­გო­რია მისი მარ­თვა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში? აღ­ნიშ­ნულ კი­თხვებ­ზე კომ­პე­ტენ­ტურ პა­სუხ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ებს მოგ­ვა­წდ­ვის ექი­მი რევ­მა­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ქ-ნი ლალი კი­ლა­სო­ნია.

თქვენ ოს­ტე­ო­ართრო­ზი ახ­სე­ნეთ, ამი­ტომ პა­ტა­რა გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ. "ოს­ტე­ო­ართრო­ზი’’ ერთ-ერთი ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა მე­დი­ცი­ნა­ში, მას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბას უწო­დებ­დნენ და ეს ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო ძვე­ლი სა­მარ­ხე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით. უკა­ნას­კნელ პე­რი­ო­დამ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ და­ა­ვა­დე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს ხრტი­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, მისი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კლე­ბა, სახ­სარ­ში შე­მა­ვა­ლი და­უც­ვე­ლი ძვლო­ვა­ნი ზე­და­პი­რე­ბი, ხში­რი რე­აქ­ტი­უ­ლი ან­თე­ბა და ტკი­ვი­ლი. აქე­დან გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი "ართრო­ზი’’. დღე­ი­სათ­ვის ეს მო­საზ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­ა­ვა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სახ­სრე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი იმუ­ნუ­რი ან­თე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს სახ­სრის პრა­ტი­კუ­ლად ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ვსა­უბ­რობთ ოს­ტე­ო­ართრიტ­ზე.

და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­გე­ნეზ­ში წამ­ყვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა იმუ­ნურ მე­დი­ა­ტო­რებს, ე.წ. "ცი­ტო­კი­ნებს’’, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი ინ­ტერ­ლე­ი­კი­ნი-1 და სიმ­სივ­ნის ნეკ­რო­ზის ფაქ­ტო­რი. ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდა სახ­სარ­ში, მათი აქ­ტი­ვო­ბის მა­ტე­ბა, იწ­ვევს ხრტი­ლის სინ­თე­ზის დათ­რგუნ­ვას, ქონ­დრო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას და მათ აპოპ­ტოზს, მცირ­დე­ბა ხრტი­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პო­ნენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა (პრო­ტე­ოგ­ლი­კა­ნე­ბი, კო­ლა­გე­ნი), მა­ტუ­ლობს კალ­ცი­უ­მის ექ­სკრე­ცია, აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ოს­ტე­ოკ­ლას­ტე­ბი, რა­საც მოყ­ვე­ბა ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის კარ­გვა და ოს­ტე­ო­პო­რო­ზი. პათ­ლო­გი­უ­რად შეც­ვლი­ლი ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი წარ­მო­შობს ძვლო­ვან წა­ნა­ზარ­დებს (ოს­ტე­ო­ფი­ტე­ბი) – გა­მო­დის, რომ ხდე­ბა სახ­სრის სრუ­ლი კომ­პრო­მე­ტა­ცია, შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა ტკი­ვი­ლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა.

რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ჯან­მოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს დე­და­მი­წა­ზე 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი მე-2 ადა­მი­ა­ნი ავად არის ოს­ტე­ო­ართრი­ტით; ყვე­ლა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 50 წლამ­დე პი­რებ­ში ოს­ტე­ო­არ­ტრი­ტის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კა 75% სიხ­ში­რით ვლინ­დე­ბა, 50 წლის ზე­ვით 90%-ში და რაც სა­გან­გა­შოა პროგ­ნო­ზირ­დე­ბა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა...

ვის ემარ­თე­ბათ ოს­ტე­ო­ართრი­ტი? აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა სქესს, ასაკს?

ამ კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი მი­თე­ბი არ­სე­ბობს. რე­ა­ლო­ბა ასე­თია - ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­წვე­ვი ოს­ტე­ო­ართრიტს არ ჰყავს. მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ რისკ ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა პი­რო­ბებ­ში ავა­დო­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია. ეს არის პირ­ველ რიგ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, ჭარ­ბი წონა, თან­და­ყო­ლი­ლი სახ­სრო­ვა­ნი ანო­მა­ლი­ე­ბი (ბრტყე­ლი ტერ­ფი; დისპლა­ზია), გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (ძა­ლოს­ნე­ბი; ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ბი; ბა­ლე­რი­ნე­ბი). მე ვახ­სე­ნე მი­თე­ბი - ასე­თია მო­საზ­რე­ბა ასა­კო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის სიხ­ში­რის შე­სა­ხებ რაც, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია 25 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა - სახ­სრო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა, ოს­ტე­ო­ართრი­ტიც ბავ­შვო­ბი­დან მო­დის, ამი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის ნა­ად­რე­ვი დაგ­ნოს­ტი­რე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა?

ოს­ტე­ო­ართრიტს ორი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი აქვს. ეს არის ტკი­ვი­ლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა. მაგ­რამ შე­ხე­დეთ რა ხდე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის პლაც­დარმს წარ­მო­ად­გენს ხრტი­ლი, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებს, ამი­ტომ ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის სა­წყი­სი პე­რი­ო­დი უსიმპტო­მოა; ამ შემ­თხვე­ვებ­ში რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ულტრაბ­გე­რი­ტი კვლე­ვით ან მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტომ­გრა­ფი­ით. რაც შე­ე­ხე­ბა სქესს, არ­სე­ბობს შემ­დე­გი სტა­ტის­ტი­კა, რომ ოს­ტე­ო­არტთ­რი­ტის სიხ­ში­რე ჭარ­ბობს ხან­დაზ­მულ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში და შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებ­ში.

რო­გორ ხდე­ბა ოს­ტე­ო­ართრი­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბა?

სა­დღე­ი­სოდ ოს­ტე­ო­ართრი­ტის პა­თო­გე­ნე­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას: სიმპტო­მუ­რი სწრა­ფად მომ­ქმე­დი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი პრე­პა­ა­ტე­ბი; სტე­რო­ი­დე­ბი) და სიმპტო­მუ­რი ხან­გრძლი­ვად მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტე­ბი ე.წ. სის­ტე­მუ­რი მო­დი­ფი­კა­ტო­რე­ბი ანუ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი. ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნე­ბის, ა.შ.შ-ს კლი­ნი­კურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს სტა­ბი­ლუ­რად უჭი­რავთ სა­პა­ტიო ად­გი­ლი.ვინ არი­ან ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი?

თე­ო­რი­უ­ლად ესე­ნი არი­ან ხრტი­ლის მთლი­ა­ნო­ბის დამ­ცვე­ლი, აღ­მდგე­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სახ­სრე­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნას.

ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს 30 წელ­ზე მეტი ხნის ის­ტო­რია აქვთ, მათ საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხე­ლით იც­ნობ­და მო­სახ­ლე­ო­ბა და მინ­და გი­თხრათ რომ გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მი­მართ გარ­კვე­უ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სკეფ­სი­სი არ­სე­ბობ­და. არ არ­სე­ბობ­და ამ პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი არ­სე­ბობ­დნენ მხო­ლოდ აბე­ბის სა­ხით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო მათი ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მათი და­ბა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბის გამო, მას მერე ბევ­რი დრო გა­ვი­და, დღეს მთელს მსოფ­ლი­ო­ში კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. გაჩ­ნდა პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი (ინ­ტრა­მუს­კუ­ლა­რუ­ლი, სახ­სარ­ში­და ინექ­ცი­ის სა­ხით, აბე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვად სახ­მა­რი და ა.შ.)

და ორი სი­ტყვით, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი?

ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი - გლი­კო­ზა­მი­ნოგ­ლი­კა­ნე­ბი არი­ან, შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ძი­რი­თა­დი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან უჯრედ­შო­რის სივ­რცე­ში და გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მთელს ორ­გა­ნო­ებ­ში შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ძი­რი­ად ფუნ­ქცი­ებს, რო­გო­რი­ცაა ელას­ტი­უ­რო­ბა, დრე­კა­დო­ბა, წელ­ვა­დო­ბა, მო­ბი­ლუ­რო­ბა - ერთი სი­ტყვით შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბას! ხრტი­ლო­ვან ქსო­ვილ­ში გლი­კო­ზა­მი­ნოგ­ლი­კა­ნე­ბი უერ­თდე­ბი­ან ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას და ყვე­ლა ის ფუნ­ქცია რო­მე­ლიც უნდა გა­აჩ­ნდეს ჯან­მრთელ ხრტილს ამ ნა­ერ­თის რა­ო­დე­ნობ­რივ და ფუნ­ქცი­ურ სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა?

პირ­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის და მათ კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ცნო­ბა­დო­ბა, დოზა, ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბის ხა­რის­ხი, თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი, უსაფრ­თხო­ე­ბა. როცა ლა­პა­რა­კია ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე საქ­მე ეხე­ბა ძი­რი­თა­დად პე­რო­რა­ლურ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია პრე­პა­რა­ტის ინექ­ცი­უ­რი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ მათ აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბის მკაც­რი რე­ჟი­მი, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი, დრო­ში გან­სა­ზღვრუ­ლი, ინ­ტერ­მი­სი­უ­ლი. ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძალ­ზედ დი­დია. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ბრენ­დად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს “ართროს­ტო­პი რა­პი­დი პლი­უ­სი“ და აი რა­ტომ: პრე­პა­რა­ტი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია და მას­ში შე­მა­ვა­ლი გლუ­კო­ზა­მი­ნის სულ­ფა­ტი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შეღ­წე­ვა­დო­ბით - წარ­მოდ­გე­ნი­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­დღე­ღა­მი­სო დო­ზით 1600მგ; გლუ­კო­ზა­მი­ნის სულ­ფატ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­შია ქონ­დრო­ი­ტის სულ­ფა­ტი - პრო­ტე­ოგ­ლი­კა­ნი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი შეღ­წე­ვა­დო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, მაგ­რამ სრუ­ლი სი­ნერ­გი­ის გამო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აძ­ლი­ე­რებს თე­რა­პი­ულ ეფექტს. “ართროს­ტო­პის” შექ­მნის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბო­ნუ­სი - ბოს­ვე­ლი­ის მჟა­ვა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რის ქერ­ქი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ცნო­ბი­ლი და მას ბუ­ნებ­რივ არას­ტე­რო­იდს უწო­დე­ბენ მისი ანალ­გე­ზი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო. არ­სე­ბობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი ბოს­ვე­ლი­ის ანალ­გე­ზი­ურ ეფექტს ადას­ტუ­რე­ბენ პროს­ტაგ­ლან­დი­ნე­ბის ინ­ჰი­ბი­ცი­ის შე­დე­გად. “ართროს­ტო­პის” კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ბოს­ვე­ლი­ის არ­სე­ბო­ბა მის ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ანალ­გე­ზი­ურ ეფექტს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. მე­თილ­სულ­ფო­ნილ­მე­თა­ნი - ორ­გა­ნუ­ლი გო­გირ­დის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და უშუ­ა­ლოდ მო­ა­წი­ლე­ობს შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­მში და რაც მთა­ვა­რია ხრტი­ლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის სინ­თეზ­ში. ბუ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლი ოცი ტი­პის კო­ლა­გე­ნი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, მე­ო­რე ტი­პის კო­ლა­გე­ნი შე­დის “ართროს­ტოპ­ში”, იგი ხრტი­ლო­ვან ქსო­ვილ­ში ქმნის "კარ­კასს’’ რო­მე­ლიც რე­გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის ელას­ტი­უ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს.

“ართროს­ტო­პი” (ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი) ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში იწ­ვე­ვეს ოს­ტე­ო­ართრი­ტის დროს ან­თე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ინ­ტერ­ლე­ი­კინ-1-ის შე­ბოჭ­ვას, რა­საც მოჰ­ყვე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ანალ­გე­ზი­უ­რი ეფექ­ტი. ხდე­ბა ქონ­დრო­ცი­ტე­ბის, კო­ლა­გე­ნის და ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სინ­თე­ზი, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სახ­სრის ელას­ტი­უ­რო­ბის მა­ტე­ბა და მოძ­რა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ართროს­ტოპს ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­დექ­სი; პრაქ­ტი­კუ­ლად არ აზი­ა­ნებს კუჭ-ნა­ჭ­ლა­ვის ტრაქტს; თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც ერთ მე­დი­კა­მენ­ტთან არ შე­დის კონ­ფლიქ­ტში.

“ართროს­ტო­პი” არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მა­ლა­მოს სა­ხი­თაც, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ანალ­გე­ზი­უ­რი ეფექ­ტი აქვს და სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა ართროს­ტო­პის გა­მო­ყე­ნე­ბა ოს­ტე­ო­ართრი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში?

ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში, ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვაჩ­ნია ჩვენც. აქ უნდა ვთქვა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში; პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ვიდ­რე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მგო­ნია ამა­ში ლო­გი­კა არის. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას - ოს­ტე­ო­ართრი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე მხო­ლოდ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის გამ­ყე­ნე­ბა; მაგ­რამ იმ კონ­ტი­გენ­ტში, რო­მელ­საც რისკ -კონ­ტი­გენ­ტი ჰქვია ართროს­ტო­პის გა­მო­ყე­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია.

რო­გო­რია რევ­მა­ტო­ლო­გე­ბის მო­ლო­დი­ნი ოს­ტე­ო­ართრი­ტის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და დიდი ალ­ბა­თო­ბით მალე გაჩ­ნდე­ბა პა­თო­გე­ნე­ზუ­რი მოქ­მე­დე­ბის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმუ­ნოპ­რე­პა­რა­ტი იქ­ნე­ბა. ამა­ვე დროს მიმ­დი­ნა­რე­ობს ცნო­ბი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მათი ეფექ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ოს­ტე­ო­ართრი­ტის დროს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოს­ტე­ო­ართრი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ თა­ვის "ნი­შას’’ მკურ­ნა­ლო­ბის კომ­პლექსში. მე იმე­დი მაქვს.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
4

დიდად გმადლობთ უცხო სიტყვათა სიუხვისათვის

madona.
0

mainteresebs romel aftiaqebshia da ra girs gelic da abebic?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

ადამიანის უფლებებს შორის მთავარია - თავისუფლად გადაადგილების უფლება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დიდ ნაწილს შედეგად მოსდევს მოძრაობის შეზღუდვა, გაძნელებული გადაადგილება და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ამ დაავადებების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო როგორც სპეციალისტების, ასევე მოსახლეობის მხრივ.

რა დაავადებაა ოსტეოართროზი? როგორია მისი გავრცელების სიხშირე? როგორია მისი მართვა 21-ე საუკუნეში? აღნიშნულ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხსა და თანამედროვე რეკომენდაციებს მოგვაწდვის ექიმი რევმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ლალი კილასონია.

თქვენ ოსტეოართროზი ახსენეთ, ამიტომ პატარა განმარტებას გავაკეთებ. "ოსტეოართროზი’’ ერთ-ერთი ძველი დაავადებაა მედიცინაში, მას საუკუნეების მანძილზე პირველყოფილი ადამიანის დაავადებას უწოდებდნენ და ეს ფაქტი დადასტურებული იყო ძველი სამარხების არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგებით. უკანასკნელ პერიოდამდე ითვლებოდა, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს ხრტილის დეგენერაციული ცვლილებები, მისი რაოდენობრივი კლება, სახსარში შემავალი დაუცველი ძვლოვანი ზედაპირები, ხშირი რეაქტიული ანთება და ტკივილი. აქედან გაჩნდა ტერმინი "ართროზი’’. დღეისათვის ეს მოსაზრება რადიკალურად შეიცვალა. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დაავადება განიხილება, როგორც სახსრების ქრონიკული იმუნური ანთება, რომელსაც მოსდევს სახსრის პრატიკულად ყველა კომპონენტის დაზიანება, შესაბამისად ვსაუბრობთ ოსტეოართრიტზე.

დაავადების პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება იმუნურ მედიატორებს, ე.წ. "ციტოკინებს’’, რომელთა შორის ყველაზე კარგად არის შესწავლილი ინტერლეიკინი-1 და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. ამ ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდა სახსარში, მათი აქტივობის მატება, იწვევს ხრტილის სინთეზის დათრგუნვას, ქონდროციტების რაოდენობის კლებას და მათ აპოპტოზს, მცირდება ხრტილის მეტაბოლიზში მონაწილე კომპონენტის რაოდენობა (პროტეოგლიკანები, კოლაგენი), მატულობს კალციუმის ექსკრეცია, აქტიურდებიან ოსტეოკლასტები, რასაც მოყვება ძვლოვანი ქსოვილის კარგვა და ოსტეოპოროზი. პათლოგიურად შეცვლილი ხრტილოვანი ქსოვილი წარმოშობს ძვლოვან წანაზარდებს (ოსტეოფიტები) – გამოდის, რომ ხდება სახსრის სრული კომპრომეტაცია, შედეგად ვითარდება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.

როგორია დაავადების გავრცელების სიხშირე?

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანმოს უკანასკნელი მონაცემებით, დღეს დედამიწაზე 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-2 ადამიანი ავად არის ოსტეოართრიტით; ყველა პოპულაციაში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად 50 წლამდე პირებში ოსტეოარტრიტის რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა 75% სიხშირით ვლინდება, 50 წლის ზევით 90%-ში და რაც საგანგაშოა პროგნოზირდება ამ მაჩვენებლების გაორმაგება...

ვის ემართებათ ოსტეოართრიტი? აქვს თუ არა მნიშვნელობა სქესს, ასაკს?

ამ კითხვასთან დაკავშირებით ბევრი მითები არსებობს. რეალობა ასეთია - ერთი კონკრეტული გამომწვევი ოსტეოართრიტს არ ჰყავს. მაგრამ არსებობენ რისკ ფაქტორები, რომელთა პირობებში ავადობის ალბათობა მაღალია. ეს არის პირველ რიგში გენეტიკური ფაქტორები, ჭარბი წონა, თანდაყოლილი სახსროვანი ანომალიები (ბრტყელი ტერფი; დისპლაზია), გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა (ძალოსნები; ტანმოვარჯიშები; ბალერინები). მე ვახსენე მითები - ასეთია მოსაზრება ასაკოვანი პაციენტების სიხშირის შესახებ რაც, არ შეესაბამება სინამდვილეს. მრავალი წლის განმავლობაში იშვიათად შემხვედრია 25 წელს გადაცილებული ახალგაზრდა - სახსროვანი პრობლემების გარეშე. ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, ოსტეოართრიტიც ბავშვობიდან მოდის, ამისათვის არის საჭირო მოსახლეობის ინფორმირება და დაავადების ნაადრევი დაგნოსტირება.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

ოსტეოართრიტს ორი ძირითადი სიმპტომი აქვს. ეს არის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. მაგრამ შეხედეთ რა ხდება. დაზიანების პლაცდარმს წარმოადგენს ხრტილი, რომელიც არ შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომ ხშირად დაავადების საწყისი პერიოდი უსიმპტომოა; ამ შემთხვევებში რეალური დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ულტრაბგერიტი კვლევით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომგრაფიით. რაც შეეხება სქესს, არსებობს შემდეგი სტატისტიკა, რომ ოსტეოარტთრიტის სიხშირე ჭარბობს ხანდაზმულ ქალბატონებში და შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებში.

როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

სადღეისოდ ოსტეოართრიტის პათოგენეზური მკურნალობა არ არსებობს. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ორ მიმართულებას: სიმპტომური სწრაფად მომქმედი პრეპარატების გამოყენება (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპაატები; სტეროიდები) და სიმპტომური ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატები ე.წ. სისტემური მოდიფიკატორები ანუ ქონდროპროტექტორები. ევროპის განვითარებულ ქვეყნების, ა.შ.შ-ს კლინიკურ რეკომენდაციებში ქონდროპროტექტორებს სტაბილურად უჭირავთ საპატიო ადგილი.ვინ არიან ქონდროპროტექტორები?

თეორიულად ესენი არიან ხრტილის მთლიანობის დამცველი, აღმდგენი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესებას და სახსრების ფუნქციის აღდგენას.

ქონდროპროტექტორებს 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ, მათ საკვები დანამატების სახელით იცნობდა მოსახლეობა და მინდა გითხრათ რომ გარკვეული წლების განმავლობაში მათ მიმართ გარკვეული, მოტივირებული სკეფსისი არსებობდა. არ არსებობდა ამ პრეპარატების ეფექტურობის შემსწავლელი კლინიკური კვლევები. ქონდროპროტექტორები არსებობდნენ მხოლოდ აბების სახით, რეკომენდებული იყო მათი ხანგრძლივი გამოყენება მათი დაბალი ბიოშეღწევადობის გამო, მას მერე ბევრი დრო გავიდა, დღეს მთელს მსოფლიოში კარგად არის შესწავლილი ქონდროპროტექტორების ეფექტურობა და უსაფრთხოება. გაჩნდა პრეპარატების დიდი არჩევანი (ინტრამუსკულარული, სახსარშიდა ინექციის სახით, აბები, ადგილობრივად სახმარი და ა.შ.)

და ორი სიტყვით, როგორ მუშაობენ ქონდროპროტექტორები?

ქონდროპროტექტორები - გლიკოზამინოგლიკანები არიან, შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლებიც მოთავსებულნი არიან უჯრედშორის სივრცეში და განაპირობებენ მთელს ორგანოებში შემაერთებელი ქსოვილის ძირიად ფუნქციებს, როგორიცაა ელასტიურობა, დრეკადობა, წელვადობა, მობილურობა - ერთი სიტყვით შემაერთებელი ქსოვილის ახალგაზრდობას! ხრტილოვან ქსოვილში გლიკოზამინოგლიკანები უერთდებიან ჰიალურონის მჟავას და ყველა ის ფუნქცია რომელიც უნდა გააჩნდეს ჯანმრთელ ხრტილს ამ ნაერთის რაოდენობრივ და ფუნქციურ სრულფასოვნებაზეა დამოკიდებული.

რა პრინციპით ხდება ქონდროპროტექტორების შერჩევა?

პირველი აუცილებელი პირობაა ქონდროპროტექტორების და მათ კომპლექსში შემავალი კომპონენტების ცნობადობა, დოზა, ბიოშეღწევადობის ხარისხი, თერაპიული ეფექტი, უსაფრთხოება. როცა ლაპარაკია ხანგრძლივ მკურნალობაზე საქმე ეხება ძირითადად პერორალურ ქონდროპროტექტორებს. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ეფექტურია პრეპარატის ინექციური ფორმები, მაგრამ მათ აქვთ გამოყენების მკაცრი რეჟიმი, ლიმიტირებული, დროში განსაზღვრული, ინტერმისიული. ქონდროპროტექტორების ჩამონათვალი როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში ძალზედ დიდია. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად შეიძლება ჩაითვალოს “ართროსტოპი რაპიდი პლიუსი“ და აი რატომ: პრეპარატი კომბინირებულია და მასში შემავალი გლუკოზამინის სულფატი, ყველაზე მაღალი შეღწევადობით - წარმოდგენილია მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 1600მგ; გლუკოზამინის სულფატთან კომბინაციაშია ქონდროიტის სულფატი - პროტეოგლიკანი, რომელიც შედარებით დაბალი შეღწევადობით ხასიათდება, მაგრამ სრული სინერგიის გამო მნიშვნელოვნად აძლიერებს თერაპიულ ეფექტს. “ართროსტოპის” შექმნის დროს გათვალისწინებულ იქნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბონუსი - ბოსველიის მჟავა, ეგზოტიკური მცენარის ქერქი, რომელიც საუკუნეებია ცნობილი და მას ბუნებრივ არასტეროიდს უწოდებენ მისი ანალგეზიური თვისებების გამო. არსებობს კლინიკური კვლევები, რომელთა შედეგები ბოსველიის ანალგეზიურ ეფექტს ადასტურებენ პროსტაგლანდინების ინჰიბიციის შედეგად. “ართროსტოპის” კომბინაციაში ბოსველიის არსებობა მის ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიურ ეფექტს მნიშვნელოვნად ზრდის. მეთილსულფონილმეთანი - ორგანული გოგირდის შემცველი ნივთიერებაა, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება და უშუალოდ მოაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში და რაც მთავარია ხრტილის კომპონენტების სინთეზში. ბუნებაში ცნობილი ოცი ტიპის კოლაგენიდან ყველაზე ეფექტური, მეორე ტიპის კოლაგენი შედის “ართროსტოპში”, იგი ხრტილოვან ქსოვილში ქმნის "კარკასს’’ რომელიც რეგენერირებული ქსოვილის ელასტიურობას განსაზღვრავს.

“ართროსტოპი” (ქონდროპროტექტორები) ხანგრძლივი გამოყენების პროცესში იწვევეს ოსტეოართრიტის დროს ანთებაში მონაწილე ინტერლეიკინ-1-ის შებოჭვას, რასაც მოჰყვება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი. ხდება ქონდროციტების, კოლაგენის და ჰიალურონის მჟავას გაძლიერებული სინთეზი, რასაც მოჰყვება სახსრის ელასტიურობის მატება და მოძრაობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ართროსტოპს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა და უსაფრთხოების მაქსიმალური ინდექსი; პრაქტიკულად არ აზიანებს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტს; თანმხლები დაავადებების შემთხვევაში არც ერთ მედიკამენტთან არ შედის კონფლიქტში.

“ართროსტოპი” არსებობს ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამოს სახითაც, რომელსაც გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი აქვს და სრულიად უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენების დროს.

შეიძლება თუ არა ართროსტოპის გამოყენება ოსტეოართრიტის პროფილაქტიკაში?

ამგვარი გამოცდილება არსებობს მსოფლიოში, ამგვარი გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენც. აქ უნდა ვთქვა, რომ საინტერესო ტენდენცია არსებობს მთელს მსოფლიოში; პაციენტები გაცილებით მოტივირებული არიან ქონდროპროტექტორების მისაღებად ვიდრე ფარმაცევტული მედიკამენტების, მგონია ამაში ლოგიკა არის. რაც შეეხება თქვენს კითხვას - ოსტეოართრიტის პროფილაქტიკა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ქონდროპროტექტორების გამყენება; მაგრამ იმ კონტიგენტში, რომელსაც რისკ -კონტიგენტი ჰქვია ართროსტოპის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართებულად მიმაჩნია.

როგორია რევმატოლოგების მოლოდინი ოსტეოართრიტის მკურნალობასთან დაკავშირებით?

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და დიდი ალბათობით მალე გაჩნდება პათოგენეზური მოქმედების პრეპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, იმუნოპრეპარატი იქნება. ამავე დროს მიმდინარეობს ცნობილი პრეპარატების კლინიკური კვლევები მათი ეფექტურობის დასადგენად ოსტეოართრიტის დროს.

მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება ოსტეოართრიტის მკურნალობის ახალი ტენდენციები, ქონდროპროტექტორები შეინარჩუნებენ თავის "ნიშას’’ მკურნალობის კომპლექსში. მე იმედი მაქვს.

R