"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი არცერთი ნორმა არ არის დაცული, რაც ზრდის ინფიცირების რისკებს.
ამის შესახებ პოსტი და ავტობუსში არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მესხიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
"სრული განუკითხაობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არის დანერგილი, არცერთი! კატასტროფა! უპასუხისმგებლობა!
სად ხართ ტრანსპორტის სამსახურები? სად ხართ ჯანდაცვის სამინისტრო? სად არის გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები? ვინ ახორციელებს მონიტორინგს მგზავრობაზე? თბილისის მერია საერთოდ რას აკეთებ? მეორე ტალღაო?! მეორე ტალღა კი არა, თუ რეკომენდაციებს არ გაითვილისწინებთ ცუნამს მივიღებთ!" - წერს საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი. ფოტოებზე ასახულია ავტობუსი N24 დილის 08:30 საათზე და ავტობუსი N124 საღამოს 19:00 საათზე.
ამასთან მესხიშვილი იმ აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ წერს, რაც უნდა გაითვალისწინოს ქალაქის ხელმძღვანელობამ და სატრანსპორტო სამსახურებმა:
"თბილისის და სხვა ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრული განუკითხაობაა და ხალხის ტევა არ არის ავტობუსებში. ვაქვეყნებ რეკომენდაციებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების (ასეთი საერთოდ არ არსებობს საქართველოში), საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე:
ეს მესხიშვილი ჰალსტუხჭამიას პადოშია !
არჩევნები მოდის მეთქი სად დაიკარკა ეს უბადრუკი ნაცი, გეგონება წარმოდგენა ქონდეს ტრანსპორტზე ისე ლაპარაკობს :))