პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"
"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" სამ­ზა­რე­უ­ლო პირ­ველ­მა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას 11 კონ­კურ­სან­ტი აგ­რძე­ლებს.

წელს ჟი­უ­რის წევ­რებ­მა 3 რჩე­ულ მო­ნა­წი­ლეს "ოქ­როს წინ­საფ­რე­ბი" გა­დას­ცეს და ამით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი 12-ეულ­ში. დღეს სწო­რედ ოქ­როს წინ­საფ­რის მფლო­ბელს, ნინი სტუ­რუ­ას გა­გაც­ნობთ. მის­თვის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან იმუ­ნი­ტე­ტის და­ვა­ლე­ბა­ში მისი კერ­ძი სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის და­სა­ხელ­და, მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა­ში კი ყვე­ლა­ზე სუს­ტებს შო­რის.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა 27 წლის ფრენ­ბურ­თელ­მა და ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბის - სოსო მა­თა­იშ­ვი­ლი მე­უღ­ლემ კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, რა შეც­დო­მა და­უშ­ვა და რის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­დის გა­გიჩ­ნდათ კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ბიზ­ნე­სი არ იყო ის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც მომ­წონ­და და გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

საჭ­მლის კე­თე­ბა მომ­წონ­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი. ინ­ტერ­ნეტ­ში ვე­ძებ­დი რა­ღა­ცებს და ისე ვა­კე­თებ­დი, ამი­ტომ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის მიზ­ნით კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე. ვფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნიც გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი პრო­ფე­სია აღ­მოჩ­ნდა, სულ სი­ახ­ლეა და სულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სხვა­თა შო­რის, კე­რა­მი­კის კურ­სიც გა­ვი­ა­რე, რომ სა­მო­მავ­ლოდ ჩემს კერ­ძებს ისე­თი თეფ­შე­ბი შე­ვურ­ჩიო, რო­გო­რიც მე მომ­წონს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა კავ­ში­რია სპორ­ტსა და კუ­ლი­ნა­რი­ას შო­რის?

- სპორ­ტით ბავ­შვო­ბი­დან ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე ის აზარ­ტი, რაც სპორ­ტს აქვს. ორი­ვე პრო­ფე­სი­ა­ში სულ გჭირ­დე­ბა სწავ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბა და ვარ­ჯი­ში. სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე რომ მიხ­ვი­დე, წლე­ბია სა­ჭი­რო.

- ოჯა­ხის წევ­რებს თქვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოს­წონთ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძი არ მაქვს და სახ­ლში ყო­ველ­თვის ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვამ­ზა­დებ კერ­ძებს. აი, რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლებს, ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან ჩემ მი­მართ, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან სწო­რი შე­ნიშ­ვნა ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბა, რომ შეც­დო­მა გა­მო­ვას­წო­რო.

- გა­და­ცე­მა­ში ახ­სე­ნეთ, რომ მე­უღ­ლის თხოვ­ნით მოხ­ვე­დით მას­ტერ­შეფ­ში. რო­გორ და­გარ­წმუ­ნათ, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­გედ­გათ?

- ჩემ­მა ქმარ­მა იცის, რომ სპორ­ტს თუ რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სია შე­გიც­ვლის, ე.ი. ის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის, რად­გან სწო­რედ ის „მუ­ღა­მი და­უ­ჭი­რე“, რაც სპორ­ტს აქვს.

სოსო ხე­დავს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ და ვკი­თხუ­ლობ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, სახ­ლშიც ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. მოკ­ლედ, მე­უღ­ლემ და­მა­ნა­ხა, რომ ეს პრო­ექ­ტი უფრო გამ­ზრდი­და და ბევრ ახალ რა­ღა­ცას ვის­წავ­ლი­დი, რაც სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­მად­გე­ბა. ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას!

ფრენ­ბურ­თე­ლი და ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი 2018 წელს და­ქორ­წინ­დნენ

- რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია და კონ­კუ­რენ­ცი­აც დი­დია, რაც მომ­წონს, რად­გან კარ­გი კონ­კუ­რენ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ვი­თარ­დე­ბი. "მას­ტერ­შეფ­ში" მინ­და, ძი­რი­თა­დად, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დო, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი კერ­ძი გვაქვს, რო­მელ­საც სა­თა­ნა­დოდ არ ვა­ფა­სებთ.

- სამი ოქ­როს წინ­საფ­რი­დან ერთ-ერთი თქვენ გაქვთ...

- სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, რომ ჟი­უ­რი ირ­ჩევ­და თითო მო­ნა­წი­ლეს, ვი­საც ოქ­როს წინ­სა­ფარს აძ­ლევ­და, ამი­ტომ როცა მი­თხრეს, წინ გა­მო­დი და წინ­სა­ფა­რი და­აბ­რუ­ნეო, ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შემ­ტყო­ბო­და.

როცა სპორ­ტსმე­ნი ხარ, მიჩ­ვე­უ­ლი ხარ წა­გე­ბა­საც და მო­გე­ბა­საც, ასე რომ, უფრო მარ­ტი­ვად უყუ­რებ რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. რე­ა­ლუ­რად, ოქ­როს წინ­სა­ფა­რი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მით უმე­ტეს, ყო­ველ ჯერ­ზე რომ გახ­სე­ნე­ბენ და გე­უბ­ნე­ბი­ან "მეტი მო­გე­თხო­ვე­ბაო".

- პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის­თვი­საც მზად იყა­ვით, როცა თქვე­ნი კერ­ძი სუსტ კერ­ძებს შო­რის და­სა­ხელ­და?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა. არ მიყ­ვარს, როცა რა­ღა­ცას არას­წო­რად ვა­კე­თებ, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ესეც სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­ვა­კე­ლი იმ კერძს და გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვას­წო­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" სამზარეულო პირველმა მონაწილემ დატოვა და გამარჯვებულის ტიტულისთვის ბრძოლას 11 კონკურსანტი აგრძელებს.

წელს ჟიურის წევრებმა 3 რჩეულ მონაწილეს "ოქროს წინსაფრები" გადასცეს და ამით გარანტირებულად მიუჩინეს ადგილი 12-ეულში. დღეს სწორედ ოქროს წინსაფრის მფლობელს, ნინი სტურუას გაგაცნობთ. მისთვის პირველი გადაცემა განსაკუთრებულად დაძაბული აღმოჩნდა, რადგან იმუნიტეტის დავალებაში მისი კერძი საუკეთესოთა შორის დასახელდა, მეორე დავალებაში კი ყველაზე სუსტებს შორის.

რატომ გადაწყვიტა 27 წლის ფრენბურთელმა და ცნობილი მორაგბის - სოსო მათაიშვილი მეუღლემ კულინარიულ შოუში მონაწილეობის მიღება, რა შეცდომა დაუშვა და რის გამოსწორებას აპირებს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ბიზნესი არ იყო ის პროფესია, რომელიც მომწონდა და გადავწყვიტე სწავლა სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა.

საჭმლის კეთება მომწონდა, მაგრამ არ ვიცოდი. ინტერნეტში ვეძებდი რაღაცებს და ისე ვაკეთებდი, ამიტომ ცოდნის გაღრმავების მიზნით კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. ვფიქრობ, სწორი არჩევანიც გავაკეთე, ძალიან აზარტული პროფესია აღმოჩნდა, სულ სიახლეა და სულ მრავალფეროვნება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, კერამიკის კურსიც გავიარე, რომ სამომავლოდ ჩემს კერძებს ისეთი თეფშები შევურჩიო, როგორიც მე მომწონს.

- როგორ ფიქრობთ, რა კავშირია სპორტსა და კულინარიას შორის?

- სპორტით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და ჩემი ცხოვრების ნაწილია, კულინარიაშიც აღმოვაჩინე ის აზარტი, რაც სპორტს აქვს. ორივე პროფესიაში სულ გჭირდება სწავლა, განვითარება და ვარჯიში. სასურველ შედეგამდე რომ მიხვიდე, წლებია საჭირო.

- ოჯახის წევრებს თქვენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა მოსწონთ?

- განსაკუთრებული კერძი არ მაქვს და სახლში ყოველთვის ხასიათის მიხედვით ვამზადებ კერძებს. აი, რაც შეეხება მშობლებს, ყოველთვის კრიტიკულები არიან ჩემ მიმართ, რაც ძალიან მომწონს, რადგან სწორი შენიშვნა ყოველთვის მეხმარება, რომ შეცდომა გამოვასწორო.

- გადაცემაში ახსენეთ, რომ მეუღლის თხოვნით მოხვედით მასტერშეფში. როგორ დაგარწმუნათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ?

- ჩემმა ქმარმა იცის, რომ სპორტს თუ რომელიმე პროფესია შეგიცვლის, ე.ი. ის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, რადგან სწორედ ის „მუღამი დაუჭირე“, რაც სპორტს აქვს.

სოსო ხედავს, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ და ვკითხულობ კულინარიაზე, სახლშიც ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. მოკლედ, მეუღლემ დამანახა, რომ ეს პროექტი უფრო გამზრდიდა და ბევრ ახალ რაღაცას ვისწავლიდი, რაც სამომავლოდ გამომადგება. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მას!

ფრენბურთელი და ბორჯღალოსანი 2018 წელს დაქორწინდნენ

- რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა და დანარჩენ კონკურსანტებს როგორ შეაფასებდით?

- ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გუნდია და კონკურენციაც დიდია, რაც მომწონს, რადგან კარგი კონკურენციის მეშვეობით ვითარდები. "მასტერშეფში" მინდა, ძირითადად, ქართული კერძები მოვამზადო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომელსაც სათანადოდ არ ვაფასებთ.

- სამი ოქროს წინსაფრიდან ერთ-ერთი თქვენ გაქვთ...

- საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჟიური ირჩევდა თითო მონაწილეს, ვისაც ოქროს წინსაფარს აძლევდა, ამიტომ როცა მითხრეს, წინ გამოდი და წინსაფარი დააბრუნეო, ძალიან დავიბენი და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ნერვიულობა არ შემტყობოდა.

როცა სპორტსმენი ხარ, მიჩვეული ხარ წაგებასაც და მოგებასაც, ასე რომ, უფრო მარტივად უყურებ რაღაც გადაწყვეტილებებს. რეალურად, ოქროს წინსაფარი დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ყოველ ჯერზე რომ გახსენებენ და გეუბნებიან "მეტი მოგეთხოვებაო".

- პროექტის დატოვებისთვისაც მზად იყავით, როცა თქვენი კერძი სუსტ კერძებს შორის დასახელდა?

- სიმართლე გითხრათ, აუტსაიდერებში მოხვედრა ძალიან გამიკვირდა და ნერვები მომეშალა. არ მიყვარს, როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ესეც საჭირო გამოცდილება იყო. როგორც ჩანს, რაღაც დავაკელი იმ კერძს და გავაგრძელებ მუშაობას, რომ ყველაფერი გამოვასწორო.

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."