მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე
"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კო­მენ­ტარს აკე­თებს მისი სა­ა­თე­ბით გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე სა­ერ­თო ჯამ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ჯის სა­ა­თებს ფლო­ბენ, რა­საც მი­ნის­ტრი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"ღა­მის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას, წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რო­გორ და რა თან­ხით შე­ი­ძი­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"პო­ლი­ტი­კა­ში არ მოვ­სულ­ვარ ქუ­ჩი­დან. პო­ლი­ტი­კამ­დე 10 წელი ვმუ­შა­ობ­დი ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. გან­სხვა­ვე­ბით, გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ა­თე­ბი მი­კე­თია, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.

მა­გა­ლითს გე­ტყვით, ეს არ არის ღია ინ­ფორ­მა­ცია - როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, ბოლო ორ წელ­ში, მქონ­და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი, თუ ბიზ­ნეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით. პო­ლი­ტი­კამ­დე კი, გი­თხა­რით ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, ვმუ­შა­ობ­დი ადა­მი­ან­თან, რომ­ლის გვერ­დი­თაც ვარ უკვე 17 წე­ლია...

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი მი­კე­თია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თმე­ვია და თუ რამე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ" - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როცა-პოლიტიკიდან-წაგაბრძანებთ
13

მხოლოდ-ერთი კარი-გექნებათ გამოსაღები!

გასაღები-ჩვენ-გვექნება სანამ-ნაძარცვ-ნააჩაღარს არ დააბრუნებთ!

eh
6

ეგეთი გატაცებები ჰქონდათ ღატაკ ქვეყანაში რევოლუციამდე და რაც მოხდა მერე ქე ვიცით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე

"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებული საათებით გატაცებაზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს აკეთებს მისი საათებით გატაცებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი და მისი მეუღლე საერთო ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მაჯის საათებს ფლობენ, რასაც მინისტრი კატეგორიულად უარყოფს.

"ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას, წამყვანის კითხვაზე, როგორ და რა თანხით შეიძინა ძვირადღირებული საათები, მან ასე უპასუხა:

"პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები. განსხვავებით, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მთელი ის ინფორმაცია, რომ ნახევარმილიონიანი საათები მიკეთია, დამახინჯებული ფაქტებია, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია - როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში, მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული შემოსავალი, კონსულტაციის გზით მიღებული, თუ ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიებში ჩემი ჩართულობით. პოლიტიკამდე კი, გითხარით ჩემი გამოცდილება, ვმუშაობდი ადამიანთან, რომლის გვერდითაც ვარ უკვე 17 წელია...

რა მნიშვნელობა აქვს რა ღირებულების საათი მიკეთია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და თუ რამე მაქვს, ყველაფერი დეკლარირებულია და ამას გულწრფელად ვამბობ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: "ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"