მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

46 წლის შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აშშ-ში და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა. მომ­ხდარ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მოხ­და. ფლო­იდს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­მა ყელ­ზე მუხ­ლი და­ა­ჭი­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯორ­ჯი ევედ­რე­ბო­და გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქავ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ფლო­იდ­მა უკვე მოძ­რა­ო­ბა შე­წყვი­ტა, პო­ლი­ცი­ამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა და ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ კი და­ად­გი­ნა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და.

  • ვინ იყო ჯორჯ ფლო­ი­დი?

ჯორჯ ფლო­ი­დი ტე­ხას­ში, ჰი­უს­ტონ­ში ღა­რიბ­თა უბან­ში გა­ი­ზარ­და. ამ ად­გილს "შავი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულს" უწო­დე­ბენ. რო­გორც BBC წერს, იქ დღემ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რო­ბენ, კრი­მი­ნა­ლი მძვინ­ვა­რებს და ძნე­ლია გა­დარ­ჩე.

ასევე დაგაინტერესებთ
10:45 / 01-06-2020

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

11:40 / 02-06-2020

დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად - ემოციური ფოტოები აშშ-ს ქალაქებიდან

10:10 / 03-06-2020

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

09:31 / 04-06-2020

ჯორჯ ფლოიდის გაკვეთამ აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია

15:51 / 10-06-2020

ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

11:47 / 08-10-2020

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ციხიდან 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ონ­სეც იმ უბან­ში გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იქ მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი გზის პოვ­ნას ვერ ახერ­ხებს და დიდი ნა­წი­ლი კრი­მი­ნა­ლის გზას ად­გე­ბა.

ჯორჯ ფლო­ი­დი მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. 1992 წელს ამე­რი­კულ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კა­ლათ­ბურთს და ამ სპორ­ტშიც ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა.

ის ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რე­ბი "კე­თილ გი­განტს“ ეძახ­დნენ.

"12 წლის ასაკ­ში ისე­თი გი­გან­ტუ­რი იყო, მა­ნამ­დე ასე­თი მა­ღა­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს“- იხ­სე­ნებს ფლო­იდს მე­გო­ბა­რი და თა­ნა­გუნ­დე­ლი ჯო­ნა­თან ვილი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამე­რი­კულ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და 88 ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით, ხოლო შემ­დეგ, სამ­ხრეთ ფლო­რი­და­ში კო­ლე­ჯის კა­ლათ­ბურ­თის გუნდში იყო. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ტე­ხა­სის A&M-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა არ და­უმ­თავ­რე­ბია.

მისი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზით წა­ვი­და. რო­გორც BBC წერს, რა­სობ­რივ­მა და­ყო­ფამ, ეკო­ნო­მი­კურ­მა უთა­ნას­წო­რო­ბამ, წარ­მო­უდ­გე­ნელ­მა სი­ღა­რი­ბემ თა­ვი­სი კვა­ლი და­ა­ტყო და სა­ბო­ლო­ოდ, 2007 წელს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვი­სა და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

მისი ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, სურ­და ცხოვ­რე­ბა შე­ეც­ვა­ლა რო­გორც თა­ვის­თვის, ასე­ვე სი­ღა­რი­ბე­ში მყო­ფი მე­ზობ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს ვერ შეძ­ლო.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ტრი­ა­ლებს ვი­დეო, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2017 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ­ზე ჩანს, ფლო­ი­დი, რო­მე­ლიც ევედ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რომ შე­ეშ­ვან ძა­ლა­დო­ბას, მით უფრო ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ფლო­ი­დის ოჯა­ხის თქმით, ის მი­ნო­სე­ტას შტატ­ში 2018 წელს გა­და­ვი­და, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სურ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა. ცდი­ლობ­და, რომ გზა ეპო­ვა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­სა­წყე­ბად.

თავ­და­პირ­ვე­ლად მან მი­ნო­სე­ტა­ში ად­გი­ლობ­რივ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დაც­ვად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ სა­მუ­შაო შე­იც­ვა­ლა და სატ­ვირ­თოს მძღო­ლად გა­და­ვი­და, ასე­ვე მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც მას "დიდ ფლო­იდს“ ეძახ­დნენ.

ბევ­რი ამე­რი­კე­ლის მსგავ­სად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მა­ნაც და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და შე­მო­სა­ვა­ლი.

პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ფლო­იდს ყელ­ზე მუხ­ლი და­ა­ჭი­რა და ჯორჯ ფლო­ი­დი

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბას, ცნო­ბი­ლია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან 20 დო­ლა­რი­ა­ნი ყალ­ბი კუ­პი­უ­რით სი­გა­რე­ტი იყი­და, სწო­რედ ამის გამო აკა­ვებ­დნენ. ხოლო რაც შემ­დეგ მოხ­და, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, COVID-19-ის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­რეთ გა­მო­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გახ­და. დე­მონ­სტრან­ტებ­მა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბებს, ჩა­ამ­სხვრი­ეს შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი, და­ა­ზი­ა­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მან­ქა­ნე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი თა­ვის მხრივ ცრემლსა­დე­ნი აირი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თაა დაჭ­რი­ლი.

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის" ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თეთრ სახ­ლთან ახ­ლოს შეკ­რე­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ა­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მა­შინ მოხ­და, როცა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი "როუზ გარ­დენ­ში“ სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და და იმუქ­რე­ბო­და, რომ არე­უ­ლო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად ის ქვეყ­ნის დიდ ქა­ლა­ქებ­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, თუკი შტა­ტე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი ეროვ­ნულ გვარ­დი­ას არ გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ.

მა­ნამ­დე კი დო­ნალდ ტრამპმა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს "ავა­ზა­კე­ბი" უწო­და და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. და­კა­ვე­ბუ­ლი ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლია. პრო­ტეს­ტან­ტე­ბი ასე­ვე ითხო­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნებს, გა­ნურ­ჩევ­ლად კა­ნის ფე­რი­სა, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში უწევ­დეთ ცხოვ­რე­ბა და კა­ნის ფერი პრი­ვი­ლე­გია არა­ვის­თვის იყოს.

"ვერ ვსუნ­თქავ" - ჯორჯ ფლო­ი­დის ბოლო სი­ტყვე­ბი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ბა­ნე­რებ­ზე მთა­ვა­რი მე­სი­ჯია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯორჯ ფლო­ი­დის პა­ტივ­სა­ცე­მად და ასე­ვე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, აშშ-ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში პო­ლი­ცი­ელ­თა ნა­წილ­მა და­ი­ჩო­ქა (ნა­ხეთ ვრცლად: და­ჩო­ქი­ლი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჯორჯ ფლო­ი­დის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად - ემო­ცი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი აშშ-ს ქა­ლა­ქე­ბი­დან).

სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ლი­ვერ­პუ­ლის" სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ენ­ფილ­დის მო­ე­დან­ზე და­ი­ჩო­ქეს და ასე მი­ა­გეს პა­ტი­ვი გარ­დაც­ვლილ ჯორჯ ფლო­ი­დის ხსოვ­ნას.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kai kai ra
33

არ უნდა მომკვდარიყო როგორც მოკვდა ცოდვა იყო ნაღდად, არ უნდა ამდენი დრამა ერთი ავარდნილი ტიპი იყო ასჯერ დანაჭერი ხან პორნოში იღებდენ ხან რაღაცა და მხატვრულად არ უნდა წარმოჩენა რა ორსული ქალი ყავს ნაცემი მაგიტო იყო დაჭერილი ამის დედა ვცატირე

მ ი მ ი ნ ო
28

ყალბი ფულის გამოყენებისათვის დაკავება რასიზმი თუ იყო არ ვიცოდი...ბნელი ვარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

46 წლის შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მომხდარში საზოგადოება პოლიციელებს ადანაშაულებს.

შემთხვევა ქალაქ მინეაპოლისში მოხდა. ფლოიდს დაკავების დროს პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ევედრებოდა გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქავდა, პოლიციელმა თხოვნა არ გაითვალისწინა. მოგვიანებით, როდესაც ფლოიდმა უკვე მოძრაობა შეწყვიტა, პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

  • ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი?

ჯორჯ ფლოიდი ტეხასში, ჰიუსტონში ღარიბთა უბანში გაიზარდა. ამ ადგილს "შავი საზოგადოების გულს" უწოდებენ. როგორც BBC წერს, იქ დღემდე ადამიანები წარმოუდგენელ სიღატაკეში ცხოვრობენ, კრიმინალი მძვინვარებს და ძნელია გადარჩე.

აღსანიშნავია, რომ ბიონსეც იმ უბანში გაიზარდა, თუმცა მისგან განსხვავებით, იქ მცხოვრებთა უმეტესობა ცხოვრებაში სწორი გზის პოვნას ვერ ახერხებს და დიდი ნაწილი კრიმინალის გზას ადგება.

ჯორჯ ფლოიდი მოზარდობის პერიოდში წარმატებული სპორტსმენი იყო. 1992 წელს ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, მოგვიანებით კი კალათბურთს და ამ სპორტშიც ნიჭი აღმოაჩნდა, თუმცა საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდა.

ის ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა. მოზარდობის პერიოდში მეგობრები "კეთილ გიგანტს“ ეძახდნენ.

"12 წლის ასაკში ისეთი გიგანტური იყო, მანამდე ასეთი მაღალი არავინ მინახავს“- იხსენებს ფლოიდს მეგობარი და თანაგუნდელი ჯონათან ვილი.

თავდაპირველად ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა 88 ნომრიანი მაისურით, ხოლო შემდეგ, სამხრეთ ფლორიდაში კოლეჯის კალათბურთის გუნდში იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ტეხასის A&M-ის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა არ დაუმთავრებია.

მისი ცხოვრება განსხვავებული გზით წავიდა. როგორც BBC წერს, რასობრივმა დაყოფამ, ეკონომიკურმა უთანასწორობამ, წარმოუდგენელმა სიღარიბემ თავისი კვალი დაატყო და საბოლოოდ, 2007 წელს ნარკოტიკების შენახვისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სურდა ცხოვრება შეეცვალა როგორც თავისთვის, ასევე სიღარიბეში მყოფი მეზობლებისთვის, თუმცა ეს ვერ შეძლო.

სოციალურ ქსელებში ტრიალებს ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, 2017 წელსაა გადაღებული და რომელზე ჩანს, ფლოიდი, რომელიც ევედრება ახალგაზრდა თაობას, რომ შეეშვან ძალადობას, მით უფრო იარაღის გამოყენებას.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/BUaeV_8RXxY" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ფლოიდის ოჯახის თქმით, ის მინოსეტას შტატში 2018 წელს გადავიდა, რადგანაც ძალიან სურდა ახალი ცხოვრების დაწყება. ცდილობდა, რომ გზა ეპოვა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად.

თავდაპირველად მან მინოსეტაში ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციაში დაცვად დაიწყო მუშაობა, შემდეგ სამუშაო შეიცვალა და სატვირთოს მძღოლად გადავიდა, ასევე მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას "დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ.

ბევრი ამერიკელის მსგავსად, კორონავირუსის გამო, მანაც დაკარგა სამსახური და შემოსავალი.

პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა და ჯორჯ ფლოიდი

რაც შეეხება დაკავებას, ცნობილია, რომ პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მან 20 დოლარიანი ყალბი კუპიურით სიგარეტი იყიდა, სწორედ ამის გამო აკავებდნენ. ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მთელმა მსოფლიომ ნახა.

  • საზოგადოების პროტესტი

მომხდარის შემდეგ, COVID-19-ის საფრთხის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასობით ადამიანი გარეთ გამოვიდა. თავდაპირველად, პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით, პროცესები უმართავი გახდა. დემონსტრანტებმა სხვადასხვა ქალაქებში ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობებს, ჩაამსხვრიეს შენობების მინები, დააზიანეს სამართალდამცველთა მანქანები. პოლიციელებმა კი თავის მხრივ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ავაზაკები" უწოდა და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავე პოლიციელების განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვენ. დაკავებული ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პოლიციელია. პროტესტანტები ასევე ითხოვენ, რომ ადამიანებს, განურჩევლად კანის ფერისა, თანაბარ პირობებში უწევდეთ ცხოვრება და კანის ფერი პრივილეგია არავისთვის იყოს.

"ვერ ვსუნთქავ" - ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვები, აქციის მონაწილეთა ბანერებზე მთავარი მესიჯია.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად და ასევე აქციის მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციელთა ნაწილმა დაიჩოქა (ნახეთ ვრცლად: დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად - ემოციური ფოტოები აშშ-ს ქალაქებიდან).

სოლიდარობის აქციაში ჩაერთნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პოპულარული ადამიანებიც. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" სოლიდარობის აქცია. ფეხბურთელებმა ენფილდის მოედანზე დაიჩოქეს და ასე მიაგეს პატივი გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა

"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი

"მათში გარშემო მყოფთა მიმართ ზიზღი და ბრაზია, რომელიც დოპინგივით მოქმედებს" - ჟირინოვსკი ბელგიასთან რუსეთის ნაკრების დამარცხების მიზეზებზე