პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის
"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

წნო­რელ­მა ახალ­გაზ­რდა ბი­ო­მე­ურ­ნე ნიკა ბა­გა­ლიშ­ვილ­მა შარ­შან ზა­ფხულ­ში გვი­თხრა - "სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ კვლა­ვაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭა­მენ ნიტ­რა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ პრო­დუქტს და არ იცი­ან, რამ­დე­ნი შხა­მია ამ პრო­დუქ­ტში". ის წლე­ულ­საც ცდი­ლობს თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა, მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კვლა­ვაც ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის "სამ­ყუ­რას" სა­ხე­ლით მი­წო­დე­ბაა. ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად ნიკა ნი­ა­დაგს მხო­ლოდ დამ­წვა­რი ნა­კე­ლით, ე.წ. ჟი­ჟა­თი და ჭინჭრის ნა­ყე­ნით ანოყი­ე­რებს.

ნიკა ბა­გა­ლიშ­ვი­ლი:

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, მან­ქა­ნით მი­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვის გამო ჩი­თი­ლე­ბის გა­დარ­გვამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­წია, რა­საც წვი­მი­ა­ნი დღე­ე­ბი მოჰ­ყვა და და­მიგ­ვი­ან­და, რაც პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე იმოქ­მე­დებს - ნაკ­ლებ მო­სა­ვალს მი­ვი­ღებ. მუ­შე­ბის წაყ­ვა­ნა-მოყ­ვა­ნაც პრობ­ლე­მა იყო - რაკი მან­ქა­ნა­ში ორ კაც­ზე მე­ტის ჩაჯ­დო­მა არ შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე გზის გა­კე­თე­ბა მი­წევ­და, რომ ისი­ნი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე მი­მეყ­ვა­ნა. ერთი ცუდი ამ­ბა­ვიც შე­მემ­თხვა - ლო­ბიო ვერ გავ­თოხ­ნე, რად­გან მუ­შე­ბი ვერ ვი­პო­ვე, მო­სა­ვალს ბა­ლახ­მა გა­და­უ­ა­რა და ამის გამო წლე­ულს ლო­ბიო არ მექ­ნე­ბა. ეს ჩემ­თვის ზა­რა­ლია.

- რა ფარ­თობ­ზე გქონ­დათ ლო­ბიო და­თე­სი­ლი?

- 25 მე­ა­სედ­ზე, ანუ ჰექ­ტა­რის მე­ო­თხედ­ზე და სულ დავ­კარ­გე. აქე­დან 400-500 კი­ლოგ­რამ ლო­ბი­ოს ვე­ლო­დე­ბო­დი. ლო­ბი­ოს გა­თოხ­ნის დრო ნივ­რის აღე­ბას ემ­თხვე­ვა, მუ­შებ­საც ნივ­რის აღე­ბა­ზე ურ­ჩევ­ნი­ათ მუ­შა­ო­ბა, რად­გან იქ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა აქვთ, დიდ დროს უთ­მო­ბენ და მე­ტიც რჩე­ბათ. მოკ­ლედ, მუ­შა­ხე­ლი ჭირს. ახ­ლაც სხვა საქ­მე­ებ­ზე მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, მაგ­რამ ვე­რა­ვის ვქი­რა­ობ. ბოლო დროს მათი და­ქი­რა­ვე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამის გამო თვი­თონ მი­წევს ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა.

- შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით გა­ზარ­დე მე­ურ­ნე­ო­ბა?

- შარ­შან შვი­დი სა­ხის ბოსტნე­უ­ლი მქონ­და, წლე­ულს მეტი მექ­ნე­ბა. და­ე­მა­ტა ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, ცერ­ცვი, მუ­ხუ­დო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კის, ბრო­კო­ლი­სა და კარ­ტო­ფი­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც გავ­ზარ­დე. ასე­ვე მაქვს ბად­რი­ჯა­ნი, ცხა­რე წი­წა­კა, ყა­ბა­ყი...

- ფერ­მე­რო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა იოლი, მით უფრო - ახლა. ამას­თან, ბევ­რი რამ ბუ­ნე­ბის "გან­წყო­ბა­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ფერ­მერს რო­დის რას შეს­თა­ვა­ზებს, არა­ვინ იცის, ამი­ტომ და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ვინც სირ­თუ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა, რის­კავს და ამ საქ­მეს ეჭი­დე­ბა. რისი იმე­დი გქონ­და, როცა მე­ურ­ნე­ო­ბას ხელი მოჰ­კი­დე?

- არ იცი, ბუ­ნე­ბა რო­დის რას შე­მოგ­თა­ვა­ზებს. სწო­რედ ამი­ტომ პო­მი­დო­რი ცოტა და­მე­სე­ტყვა და მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­ზე ესეც იმოქ­მე­დებს. იმედს რაც შე­ე­ხე­ბა, არც მქონ­და იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მალე გა­მო­მი­ვი­დო­და. სა­ფე­ხუ­რებ­ზე თან­და­თან გა­დავ­დი­ო­დი. ახლა რა­საც ვგეგ­მავ, უკვე ყვე­ლაფ­რის იმე­დი მაქვს. ლო­ბი­ოს მოყ­ვა­ნა­ში ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და და ამის ბრა­ლი იყო. ფარ­თო კვლებ­ზე რომ არ დავ­თე­სე - ასე რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, შე­მეძ­ლო პრობ­ლე­მა ჩემი ხე­ლით, ტრაქ­ტო­რი­თაც მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. გა­ი­სად ასე აღარ მო­ვიქ­ცე­ვი და ზა­რალ­საც ავ­ცდე­ბი.

- ვა­ტყობ, მომ­დევ­ნო წლის­თვის ყვე­ლა­ფერს ისე და­გეგ­მავ, რომ მუ­შა­ხელ­ზე ნაკ­ლე­ბად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- აუ­ცი­ლებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა, მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბი იყოს, მაგ­რამ ასე­თი პრობ­ლე­მა არ შე­მექ­მნე­ბა... სირ­თუ­ლე­ე­ბი ყვე­ლა საქ­მე­შია, მაგ­რამ თუ ვინ­მე ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბის შექ­მნას აპი­რებს, უნდა და­ი­წყოს კი­დეც. დღეს, თუნ­დაც ამ ეპი­დე­მი­ის გამო, ჯან­სა­ღი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თან ასე­თი პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტია და ამის გა­მოც ღირს ამ საქ­მის და­წყე­ბა. რის­კის გა­წე­ვა მო­უ­წევთ, პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნე­ბათ, მაგ­რამ მა­ინც მხნედ უნდა იყ­ვნენ. თუ დას­ჭირ­დე­ბათ, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ.

- ესე იგი მე­ურ­ნე­ებს ბი­ოპ­რო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნას ურ­ჩევ?

- როცა და­ვი­წყე, ამას მხო­ლოდ ჩემ­თვის ვა­კე­თებ­დი, მერე კი სხვე­ბის­თვი­საც შევ­ქმე­ნი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ბა­ზარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - თუ ბი­ოპ­რო­დუქ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს, უნდა მო­იყ­ვა­ნო. ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სის­გან სა­უ­კე­თე­სო დამ­ცა­ვი კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტია, ამის­თვის კი ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტია სა­ჭი­რო, თუმ­ცა, მა­ინც ყვე­ლამ თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რას და რო­გორ გა­ა­კე­თებს.

- თქვენ­კენ წყა­ლი ჭირს. რო­გორ აგ­ვა­რებ ამ პრობ­ლე­მას?

- მე­ურ­ნე­ო­ბა ისეთ ად­გი­ლას მაქვს, სა­დაც სარ­წყა­ვი არხი 10 მეტრშია. ჩვენ­კენ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც წყა­ლი არ არის, ვე­რა­ფერს მო­იყ­ვან, რად­გან ისე­თი მზე იცის, ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს. ჩემს ნაკ­ვეთ­ში წვი­მა რომც არ მო­ვი­დეს, არ მი­ჭირს, რად­გან არხი მეხ­მა­რე­ბა.

- ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას თუ გა­ე­ცა­ნი? იქ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შე­ღა­ვა­თებ­ზეა ლა­პა­რა­კი, მა­გა­ლი­თად, 2012 წლი­დან დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სარ­წყა­ვი წყლის გა­და­სა­ხა­დი ჩა­მო­ი­წე­რე­ბა და 20 წლის ვა­დით უქ­მდე­ბა. რას იტყვი ამა­ზე?

- კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში არა მხო­ლოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ებს, მთელ ბიზ­ნესს უნდა და­ეხ­მა­რონ. სარ­წყა­ვი წყლის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბა, საწ­ვა­ვის ჩუ­ქე­ბა და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში მსხვილ ფერ­მე­რებ­საც (200-300 ჰექ­ტა­რის პატ­რო­ნებს) სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ მთავ­რო­ბა ამ ფერ­მე­რებ­ზე ნაკ­ლე­ბად უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მათ ისე­დაც ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, წვრილ­მა ფერ­მე­რებ­მა კი, ვი­საც 5-10 ჰექ­ტა­რი აქვს, შე­საძ­ლოა, კრი­ზისს ვერ გა­უძ­ლონ, ამი­ტომ დახ­მა­რე­ბა მათ უფრო სჭირ­დე­ბათ.

- ბავ­შვე­ბის­თვის ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებ­დი.

- ჩემს მე­გო­ბარ სან­დრო შა­ნი­ძეს­თან ერ­თად ახლა აგ­როს­კო­ლის ონ­ლა­ინპ­რო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ. ბავ­შვებს ბი­ოპ­რო­დუქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნას ვას­წავ­ლით. ეპი­დე­მი­ამ ხელი შეგ­ვი­შა­ლა, თო­რემ მათ­თან ცო­ცხა­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვა­პი­რებ­დით. ბი­ო­მე­თო­დით ხუთი სა­ხის ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნას ვას­წავ­ლით. მე­ცა­დი­ნე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, ინ­ტე­რესს იჩე­ნენ, მაგ­რამ აგ­რო­ნო­მი­ის ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ყვე­ლა­ფე­რი ბაღ­ში, ბოს­ტან­ში, მი­წა­ზე უნდა აუხ­სნა. ამ პრო­ექ­ტის­თვის გრან­ტი ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა და "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" გა­მოგ­ვი­ყო. მო­მა­ვალ წელს მას­შტა­ბურ აგ­როს­კო­ლას შევ­ქმნით და, იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა ერ­თად ვიქ­ნე­ბით, არა­დის­ტან­ცი­უ­რად. ჩვენ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს და, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
20

მუშახელი აქ აწკაპუნებს- გვშიაო...((( ამათ ,დირექტორობა უნდათ ,თორემ სამუშაოს შოვნა არ არის პრობლემა-ავტომრეცხავს ვეძებ,დღეში 30-40 ლარად,მაგრამ შენც არ მომიკვდე არავის უნდა მუშაობა...((((

ინგა
0

ჩემი შვილი ეძებს სამსახურს, დაოჯახდა და სამსახურს ვერ შოულობს, ძალიან ჭირდება, თუ შეიძლება ბატონო დიმა, რომ საკონტაქტო ტელეფონი მომწეროთ ან როგორ დაგიკავშირდეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

წნორელმა ახალგაზრდა ბიომეურნე ნიკა ბაგალიშვილმა შარშან ზაფხულში გვითხრა - "საზოგადოების უმრავლესობამ კვლავაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭამენ ნიტრატებით გაჯერებულ პროდუქტს და არ იციან, რამდენი შხამია ამ პროდუქტში". ის წლეულსაც ცდილობს თავისი მეურნეობის გამრავალფეროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საქმიანობაში ხელი შეუშალა, მისთვის პრიორიტეტული კვლავაც ჯანსაღი პროდუქტის მიღება და მომხმარებლისთვის "სამყურას" სახელით მიწოდებაა. ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ნიკა ნიადაგს მხოლოდ დამწვარი ნაკელით, ე.წ. ჟიჟათი და ჭინჭრის ნაყენით ანოყიერებს.

ნიკა ბაგალიშვილი:

- პანდემიის პერიოდში პრობლემები შემექმნა, მანქანით მიმოსვლის შეზღუდვის გამო ჩითილების გადარგვამ მოგვიანებით მომიწია, რასაც წვიმიანი დღეები მოჰყვა და დამიგვიანდა, რაც პროდუქტიულობაზე იმოქმედებს - ნაკლებ მოსავალს მივიღებ. მუშების წაყვანა-მოყვანაც პრობლემა იყო - რაკი მანქანაში ორ კაცზე მეტის ჩაჯდომა არ შეიძლება, რამდენიმე გზის გაკეთება მიწევდა, რომ ისინი სამუშაო ადგილზე მიმეყვანა. ერთი ცუდი ამბავიც შემემთხვა - ლობიო ვერ გავთოხნე, რადგან მუშები ვერ ვიპოვე, მოსავალს ბალახმა გადაუარა და ამის გამო წლეულს ლობიო არ მექნება. ეს ჩემთვის ზარალია.

- რა ფართობზე გქონდათ ლობიო დათესილი?

- 25 მეასედზე, ანუ ჰექტარის მეოთხედზე და სულ დავკარგე. აქედან 400-500 კილოგრამ ლობიოს ველოდებოდი. ლობიოს გათოხნის დრო ნივრის აღებას ემთხვევა, მუშებსაც ნივრის აღებაზე ურჩევნიათ მუშაობა, რადგან იქ გამომუშავება აქვთ, დიდ დროს უთმობენ და მეტიც რჩებათ. მოკლედ, მუშახელი ჭირს. ახლაც სხვა საქმეებზე მჭირდება ხალხი, მაგრამ ვერავის ვქირაობ. ბოლო დროს მათი დაქირავება თითქმის შეუძლებელია და ამის გამო თვითონ მიწევს ყველაფრის კეთება.

- შარშანდელთან შედარებით გაზარდე მეურნეობა?

- შარშან შვიდი სახის ბოსტნეული მქონდა, წლეულს მეტი მექნება. დაემატა ჭარხალი, სტაფილო, ცერცვი, მუხუდო, ბულგარული წიწაკის, ბროკოლისა და კარტოფილის რაოდენობაც გავზარდე. ასევე მაქვს ბადრიჯანი, ცხარე წიწაკა, ყაბაყი...

- ფერმერობა არასდროს ყოფილა იოლი, მით უფრო - ახლა. ამასთან, ბევრი რამ ბუნების "განწყობაზეა" დამოკიდებული - ფერმერს როდის რას შესთავაზებს, არავინ იცის, ამიტომ დასაფასებელია, ვინც სირთულეებს არ უშინდება, რისკავს და ამ საქმეს ეჭიდება. რისი იმედი გქონდა, როცა მეურნეობას ხელი მოჰკიდე?

- არ იცი, ბუნება როდის რას შემოგთავაზებს. სწორედ ამიტომ პომიდორი ცოტა დამესეტყვა და მოსავლიანობაზე ესეც იმოქმედებს. იმედს რაც შეეხება, არც მქონდა იმედი, რომ ყველაფერი ასე მალე გამომივიდოდა. საფეხურებზე თანდათან გადავდიოდი. ახლა რასაც ვგეგმავ, უკვე ყველაფრის იმედი მაქვს. ლობიოს მოყვანაში ნაკლები გამოცდილება მქონდა და ამის ბრალი იყო. ფართო კვლებზე რომ არ დავთესე - ასე რომ გამეკეთებინა, შემეძლო პრობლემა ჩემი ხელით, ტრაქტორითაც მომეგვარებინა. გაისად ასე აღარ მოვიქცევი და ზარალსაც ავცდები.

- ვატყობ, მომდევნო წლისთვის ყველაფერს ისე დაგეგმავ, რომ მუშახელზე ნაკლებად იყო დამოკიდებული...

- აუცილებლად. შეიძლება, მოსავალი ნაკლები იყოს, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შემექმნება... სირთულეები ყველა საქმეშია, მაგრამ თუ ვინმე ბიომეურნეობის შექმნას აპირებს, უნდა დაიწყოს კიდეც. დღეს, თუნდაც ამ ეპიდემიის გამო, ჯანსაღი კვება აუცილებელია, თან ასეთი პროდუქტის დეფიციტია და ამის გამოც ღირს ამ საქმის დაწყება. რისკის გაწევა მოუწევთ, პრობლემებიც შეექმნებათ, მაგრამ მაინც მხნედ უნდა იყვნენ. თუ დასჭირდებათ, ჩემს გამოცდილებასაც გავუზიარებ.

- ესე იგი მეურნეებს ბიოპროდუქტის მოყვანას ურჩევ?

- როცა დავიწყე, ამას მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი, მერე კი სხვებისთვისაც შევქმენი ბიომეურნეობა. ყველაფერი ბაზარზეა დამოკიდებული - თუ ბიოპროდუქტების მოთხოვნა არსებობს, უნდა მოიყვანო. ნებისმიერი ვირუსისგან საუკეთესო დამცავი კარგი იმუნიტეტია, ამისთვის კი ჯანსაღი პროდუქტია საჭირო, თუმცა, მაინც ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას და როგორ გააკეთებს.

- თქვენკენ წყალი ჭირს. როგორ აგვარებ ამ პრობლემას?

- მეურნეობა ისეთ ადგილას მაქვს, სადაც სარწყავი არხი 10 მეტრშია. ჩვენკენ ისეთ ადგილებში, სადაც წყალი არ არის, ვერაფერს მოიყვან, რადგან ისეთი მზე იცის, ყველაფერს ანადგურებს. ჩემს ნაკვეთში წვიმა რომც არ მოვიდეს, არ მიჭირს, რადგან არხი მეხმარება.

- ანტიკრიზისულ გეგმას თუ გაეცანი? იქ სოფლის მეურნეობაში შეღავათებზეა ლაპარაკი, მაგალითად, 2012 წლიდან დაგროვებული სარწყავი წყლის გადასახადი ჩამოიწერება და 20 წლის ვადით უქმდება. რას იტყვი ამაზე?

- კრიზისულ პერიოდში არა მხოლოდ სოფლის მეურნეებს, მთელ ბიზნესს უნდა დაეხმარონ. სარწყავი წყლის გადასახადის გაუქმება, საწვავის ჩუქება და ასეთი რაღაცები ძალიან კარგია, მაგრამ ამ პერიოდში მსხვილ ფერმერებსაც (200-300 ჰექტარის პატრონებს) სჭირდებათ დახმარება, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავრობა ამ ფერმერებზე ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული. მათ ისედაც ბევრი შესაძლებლობა აქვთ, წვრილმა ფერმერებმა კი, ვისაც 5-10 ჰექტარი აქვს, შესაძლოა, კრიზისს ვერ გაუძლონ, ამიტომ დახმარება მათ უფრო სჭირდებათ.

- ბავშვებისთვის ბიომეურნეობის გაკვეთილების ჩატარებას აპირებდი.

- ჩემს მეგობარ სანდრო შანიძესთან ერთად ახლა აგროსკოლის ონლაინპროექტზე ვმუშაობთ. ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ვასწავლით. ეპიდემიამ ხელი შეგვიშალა, თორემ მათთან ცოცხალი და პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას ვაპირებდით. ბიომეთოდით ხუთი სახის ბოსტნეულის მოყვანას ვასწავლით. მეცადინეობის სურვილი აქვთ, ინტერესს იჩენენ, მაგრამ აგრონომიის ონლაინსწავლება რეკომენდებული არ არის, ყველაფერი ბაღში, ბოსტანში, მიწაზე უნდა აუხსნა. ამ პროექტისთვის გრანტი ავსტრიის განვითარების ფონდმა და "ღია საზოგადოებამ" გამოგვიყო. მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით და, იმედი გვაქვს, ყველა ერთად ვიქნებით, არადისტანციურად. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს და, ალბათ, ყველაფერი გამოგვივა.

შენგენის ქვეყნებში გამგზავრების წესები შეიცვალა - რა შემთხვევაში გეტყვიან უარს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე?

200-ლარიანი დახმარება 91 000 ბავშვის მშობელს უკვე ჩაერიცხა, ერთ კვირაში თანხები სრულად ანაზღაურდება - ჯანდაცვის მინისტრი

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები