სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა
რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 11 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 2 ბოლ­ნისს უკავ­შირ­დე­ბა, ხოლო 9 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, “ახა­ლი კლას­ტე­რი არ არის, ეს არის ცნო­ბი­ლი წყა­რო”.

“კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 24 სა­ათ­ში 11-ით გა­ი­ზარ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის ციფრ­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა - 24-ით გა­ი­ზარ­და. ამ ეტაპ­ზე 145 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს კო­ვი­დცენ­ტრებ­ში. ამ 11 შემ­თხვე­ვი­დან 2 ბოლ­ნისს უკავ­შირ­დე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 9 არის ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტი და გრძელ­დე­ბა კვლე­ვა, თუ არ­სე­ბობს ამ წყა­რო­ში სხვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ახა­ლი კლას­ტე­რი არ არის, ეს არის ცნო­ბი­ლი წყა­რო. ბი­ნა­ზე იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, მათ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ბი­ნა­ზე იზო­ლა­ცი­ის“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კორ­პუს­ში მცხოვ­რებს, რო­მელ­საც ბევრ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ეზუგ­ბა­ია აცხა­დებს, რომ "ამა­ზე არა­ფერს იტყვის, რად­გან კვლე­ვა გრძელ­დე­ბა". კორ­პუ­სის კა­რან­ტინ­ში მოქ­ცე­ვა­ზე კი ამ­ბობს, რომ “ალ­ბათ, ასე არ არის”.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 8 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

“ჩვენ­თან 8 პა­ცი­ენ­ტია შე­მო­სუ­ლი, რვა­ვე თბი­ლისს უკავ­შირ­დე­ბა, ერთი კონ­ტაქ­ტის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ჩვენ­თან მო­თავ­სდა. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლე­ვე­ბით სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გვყავს 5, 4-მა უკვე და­ტო­ვა კლი­ნი­კა, ერთი ალ­ბათ, დღეს და­ტო­ვებს და ამ ეტაპ­ზე ჩვენ გვყავს 43 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი”, - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრ ბრ
0

ქართველი ადამიანის თვითიზოლაციაში დატოვება არ შეიძლება!!! ფაქტი სახეზეა, დღეს ქართველები სრულათ მოშვებულები არიან და ამ ერთმა დამრღვევმა ადამიანმა შეიძლება მთელი ქვეყანა დააიმფიციროს! შეხდეთ რა ხდება ჩვენს სამეზობლოში ხალხი პანიკასა და დეპრესიაშია. რას ქვია კარანტინში გადასვლა არ სურს და თვით იზოლაციასაც არ იცავს? 

გელა
0

უკვე მერამდენე სამედიციონო პერსონალი დაინფიცირდა, ნუთუ ესე რთულია უსაბრთხოების ზომების დაცვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა

რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო”.

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - 24-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და გრძელდება კვლევა, თუ არსებობს ამ წყაროში სხვა ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო. ბინაზე იზოლაციაში იყვნენ, მათ ჰქონდათ საშუალება ბინაზე იზოლაციის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებს, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაია აცხადებს, რომ "ამაზე არაფერს იტყვის, რადგან კვლევა გრძელდება". კორპუსის კარანტინში მოქცევაზე კი ამბობს, რომ “ალბათ, ასე არ არის”.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტია მოთავსებული.

“ჩვენთან 8 პაციენტია შემოსული, რვავე თბილისს უკავშირდება, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან მოთავსდა. მათი მდგომარეობა კვლევებით საშუალოზე მსუბუქად არის შეფასებული. ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს 5, 4-მა უკვე დატოვა კლინიკა, ერთი ალბათ, დღეს დატოვებს და ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს