სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა
როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა

„იყო მკი­თხვე­ლი – ეს თა­ვის­თა­ვად სას­წა­უ­ლია. მკი­თხვე­ლი – ეს სწო­რედ ისაა, ვი­საც შე­გიძ­ლია, ისე­დაც ვიწ­რო სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის იწვე და სუ­ლაც არ იყო ზედ­მე­ტი, ეს სას­წა­უ­ლია და მეტ­საც გე­ტყვით, ზედ­მე­ტი კი არა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ, რად­გან ავ­ტორ­მა ასე ინე­ბა“. ( გ.დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი)

მკი­თხვე­ლად ყოფ­ნას სა­ერ­თო წე­სე­ბი აქვს, მკი­თხვე­ლებს - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი წიგ­ნის კი­თხვი­სას მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟად სა­კუ­თარ თავს წარ­მო­იდ­გენს, მთე­ლი ემო­ცი­ე­ბით ეშ­ვე­ბა უცხო სამ­ყა­რო­ში და სხვე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებ­საც და­უ­ფიქ­რებ­ლად ირ­გებს. ზოგი კი პა­რა­ლელს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას­თან ავ­ლებს და წიგნ­ში ასა­ხულ მოვ­ლე­ნებს მის წარ­სულს ან მო­მა­ვალს უკავ­ში­რებს. ასე­თი მკი­თხვე­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რია. ცხა­დია, ის ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი გმი­რის მხა­რე­ზეა და სამ­ყა­როს მისი თვა­ლით უყუ­რებს.

არის მკი­თხვე­ლის კი­დევ ერთი კა­ტე­გო­რია - ობი­ექ­ტუ­რი მკი­თხვე­ლი. ის წიგნ­ში ასა­ხულ მოვ­ლე­ნებს შო­რი­დან უყუ­რებს და რო­მე­ლი­მე გმი­რის ტყავ­ში შეძ­რო­მას სუ­ლაც არ ცდი­ლობს. სა­ბო­ლო­ოდ, წიგ­ნის შეც­ვლა არ­ცერთ მკი­თხველს არ შე­უძ­ლია, თუმ­ცა ერთი წიგ­ნის ათას­გავ­რი გა­და­აზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. სწო­რედ ამის გა­მოა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის, ისე მკი­თხვე­ლის და­სახ­ვე­წად. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ღი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, თუმ­ცა იმა­საც, ამ­ბო­ბენ, ცუდი და კარ­გი წიგ­ნი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბო­ბენ ცუდი და კარ­გი მკი­თხვე­ლე­ბიო. ესეც სა­კა­მა­თოა.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მკი­თხვე­ლად ყოფ­ნა ნიშ­ნავს, აირ­ჩიო წიგ­ნი, რო­მელ­საც წა­ი­კი­თხავ, მის­გან დატ­ვირ­თუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რო სხვა მკი­თხვე­ლებს და შემ­დეგ, თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ მი­უბ­რუნ­დე ან უბ­რა­ლოდ, უე­მო­ცი­ოდ და­აბ­რუ­ნო თა­რო­ზე.

ჩვე­უ­ლებ­რივ, წიგ­ნი­სა და მკი­თხვე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა აქ სრულ­დე­ბა, მაგ­რამ რას იტყო­დით ერთხე­ლაც რომ მო­გე­ცეთ შან­სი, აირ­ჩიო წიგ­ნი არა მხო­ლოდ წა­სა­კი­თხად, არა­მედ და­სა­ბეჭ­დად? დიახ, შენ ირ­ჩევ წიგნს, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ცე­მა და ახალ მკი­თხველს იპო­ვის. ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“ გაძ­ლევთ. კონ­კურ­სის წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მკი­თხვე­ლი უნდა გა­ეც­ნოს კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და ხმა მის­ცემს მას, რომ­ლის წიგ­ნად ხილ­ვა­საც ისურ­ვებ­და. ფაქ­ტო­ბირ­ვად, მკი­თხვე­ლი წყვეტს და­ი­ბეჭ­დე­ბა თუ არა ესა თუ ის წიგ­ნი. და­მე­თან­ხმეთ, რომ ეს იშ­ვი­ა­თი პრი­ვი­ლე­გი­აა. ესაა შან­სი, რო­გორც ახალ­ბე­და ავ­ტო­რე­ბის­თვის, ისე მკი­თხვე­ლის­თვის.

ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი როლი იმა­ზე დი­დია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ავ­ტორს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა მა­ნამ გა­ან­დოთ, სა­ნამ ნა­მუ­შე­ვა­რი ფურ­ცლებ­ზე გა­და­ვა და წიგ­ნის ყდას მო­ირ­გებს.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მო­გი­წევს მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დო საქ­მეს და მკი­თხვე­ლო­ბის ახა­ლი წე­სე­ბი „გა­მო­ი­გო­ნო“, რად­გან ახლა უბ­რა­ლო მკი­თხვე­ლი არ ხარ. თუკი აქამ­დე სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის შე­გეძ­ლო ყოფ­ნა, ახლა გან­ზე უნდა გად­გე და გო­ნე­ბით წა­ი­კი­თხო. ეცა­დე, შთა­გო­ნე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის მან­ტია მო­იხ­სნა და ობი­ექ­ტუ­რი მკი­თხვე­ლის ჯავ­შა­ნი მო­ირ­ტყა. ახლა შენ წყვეტ ავ­ტო­რი­სა და წიგ­ნის ბედს. მათ კარ­გი მკი­თხვე­ლის რჩე­ვა და მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ. დამ­წყებ ავ­ტო­რებ­თან კრი­ტი­კუ­ლი არ იყო, მაგ­რამ არც ობი­ექ­ტუ­რო­ბა და­გა­ვი­წყდეს. წიგ­ნის შე­ფა­სე­ბის­ვის შენ­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი­სა სია მო­ი­მა­რა­გე და და­ი­წყე!

კონ­კურ­სან­ტთა ნაშ­რო­მე­ბის გა­საც­ნო­ბად და ხმის მი­სა­ცე­მად გა­და­დით ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა

როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა

„იყო მკითხველი – ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“. ( გ.დოჩანაშვილი)

მკითხველად ყოფნას საერთო წესები აქვს, მკითხველებს - განსხვავებული. ზოგიერთი წიგნის კითხვისას მთავარ პერსონაჟად საკუთარ თავს წარმოიდგენს, მთელი ემოციებით ეშვება უცხო სამყაროში და სხვების თავგადასავლებსაც დაუფიქრებლად ირგებს. ზოგი კი პარალელს საკუთარ ცხოვრებასთან ავლებს და წიგნში ასახულ მოვლენებს მის წარსულს ან მომავალს უკავშირებს. ასეთი მკითხველი სუბიექტურია. ცხადია, ის ყოველთვის მთავარი გმირის მხარეზეა და სამყაროს მისი თვალით უყურებს.

არის მკითხველის კიდევ ერთი კატეგორია - ობიექტური მკითხველი. ის წიგნში ასახულ მოვლენებს შორიდან უყურებს და რომელიმე გმირის ტყავში შეძრომას სულაც არ ცდილობს. საბოლოოდ, წიგნის შეცვლა არცერთ მკითხველს არ შეუძლია, თუმცა ერთი წიგნის ათასგავრი გადააზრება შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამის გამოა ლიტერატურული დისკუსიები ასეთი პოპულარული. ეს მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე ავტორის, ისე მკითხველის დასახვეწად. ლიტერატურული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ღირებული ლიტერატურის კითხვა, თუმცა იმასაც, ამბობენ, ცუდი და კარგი წიგნი არ არსებობს, არსებობენ ცუდი და კარგი მკითხველებიო. ესეც საკამათოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მკითხველად ყოფნა ნიშნავს, აირჩიო წიგნი, რომელსაც წაიკითხავ, მისგან დატვირთული შთაბეჭდილებები გაუზიარო სხვა მკითხველებს და შემდეგ, თავადაც არაერთხელ მიუბრუნდე ან უბრალოდ, უემოციოდ დააბრუნო თაროზე.

ჩვეულებრივ, წიგნისა და მკითხველის ურთიერთობა აქ სრულდება, მაგრამ რას იტყოდით ერთხელაც რომ მოგეცეთ შანსი, აირჩიო წიგნი არა მხოლოდ წასაკითხად, არამედ დასაბეჭდად? დიახ, შენ ირჩევ წიგნს, რომელიც გამოიცემა და ახალ მკითხველს იპოვის. ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გაძლევთ. კონკურსის წესების მიხედვით, მკითხველი უნდა გაეცნოს კონკურსანტების ნამუშევრებს და ხმა მისცემს მას, რომლის წიგნად ხილვასაც ისურვებდა. ფაქტობირვად, მკითხველი წყვეტს დაიბეჭდება თუ არა ესა თუ ის წიგნი. დამეთანხმეთ, რომ ეს იშვიათი პრივილეგიაა. ესაა შანსი, როგორც ახალბედა ავტორებისთვის, ისე მკითხველისთვის.

ამ შემთხვევაში თქვენი როლი იმაზე დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ. თქვენ შეგიძლიათ ავტორს საკუთარი მოსაზრება მანამ გაანდოთ, სანამ ნამუშევარი ფურცლებზე გადავა და წიგნის ყდას მოირგებს.

ასეთ შემთხვევაში, მოგიწევს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდო საქმეს და მკითხველობის ახალი წესები „გამოიგონო“, რადგან ახლა უბრალო მკითხველი არ ხარ. თუკი აქამდე საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის შეგეძლო ყოფნა, ახლა განზე უნდა გადგე და გონებით წაიკითხო. ეცადე, შთაგონებული მკითხველის მანტია მოიხსნა და ობიექტური მკითხველის ჯავშანი მოირტყა. ახლა შენ წყვეტ ავტორისა და წიგნის ბედს. მათ კარგი მკითხველის რჩევა და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. დამწყებ ავტორებთან კრიტიკული არ იყო, მაგრამ არც ობიექტურობა დაგავიწყდეს. წიგნის შეფასებისვის შენთვის მნიშნელოვანი ყველა კრიტერიუმისა სია მოიმარაგე და დაიწყე!

კონკურსანტთა ნაშრომების გასაცნობად და ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

წიგნის ფესტივალზე , რომელიც წელს ვირტუალურად ჩატარდება, გამომცელობა “პალიტრა L-ს”ორი ვირტუალური პავილიონი ექნება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეშვიდე თავი)

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება