სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს. რო­გორც კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სეოკ-ი გმობს ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ ამა­ვე დროს მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხარს, და­იც­ვან უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

“სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის გამო. ჩვენ მას ვიც­ნობთ, რო­გორც ნი­ჭი­ერ სპორ­ტსმენს, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მშვიდ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც სწო­რედ სპორ­ტუ­ლი დის­ციპ­ლი­ნის, დიდი შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის ფა­სად შეძ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო 2016 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ დღე­ებ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი რე­პუ­ტა­ცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ ამა­ვე დროს მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, და­იც­ვან უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მამ­დე თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­გან”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე გუ­შინ იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის და­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სეოკ-ი გმობს ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს ყველა მხარს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.

“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება