სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავ­რო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით (80 მომ­ხრე, 3 წი­ნა­აღ­მდე­გი) მხა­რი და­უ­ჭი­რა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს მხა­რი არც ოპო­ზი­ცი­ამ და არც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა არ და­უ­ჭი­რეს. მათი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია და პარ­ლა­მენ­ტის როლი მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კენ­ჭისყრამ­დე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცი­ას შეს­თა­ვა­ზა, ის შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით დგინ­დე­ბა, იყოს დრო­ე­ბი­თი და გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბა­ში მისი ვადა 15 ივ­ლი­სამ­დე ჩა­ი­წე­როს. დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს სწო­რედ ამ დათ­ქმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და გუ­ლის­ხმობს ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­კუთ­რე­ბის, თავ­შეყ­რის, შრო­მის და სხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან.

კერ­ძოდ, კა­ნო­ნის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ პი­რის მი­მართ, რო­მე­ლიც არ არის ავად, მაგ­რამ ჰქონ­და ექ­სპო­ზი­ცია გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვას­თან გა­დამ­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მო­ი­აზ­რე­ბა აგ­რეთ­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის, პირ­თა მი­მოს­ვლის, სა­კუთ­რე­ბის, შრო­მის, პრო­ფე­სი­უ­ლი ან ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის/სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის, ფი­ზი­კურ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით თავ­შეყ­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბას, მათ შო­რის შე­სა­ბა­მი­სი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ასა­მოქ­მე­დებ­ლად მთავ­რო­ბას არ დას­ჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვას მო­ი­თხო­ვენ, რათა, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ "პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი არ გახ­დეს."

„იმი­სათ­ვის, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19-ის) მა­სობ­რივ გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი არ გახ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს კვლავ ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი დრო­უ­ლად იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ილია ნა­კა­ში­ძე, ვლა­დი­მერ კა­ხა­ძე, ზუ­რაბ ხა­ჩი­ძე, კობა ნა­კა­ი­ძე და დი­მიტ­რი მხე­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogi
49

თქვენ ნაცებზე უარესები ხართ

ვახო
10

ქინძები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით (80 მომხრე, 3 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არც ოპოზიციამ და არც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების ერთადერთი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი