სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან
მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე უკეთ აჩ­ვე­ნა მმარ­თველ პო­ზი­ცი­ა­ზე ქა­ლის რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა და და­ა­ნა­ხა მსოფ­ლი­ოს, რომ ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის დროს სწორ, თან­მიმ­დევ­რულ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა.

მსოფ­ლი­ოს ქალი ლი­დე­რე­ბი დღეს სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, ხოლო მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­ნარ­ჩე­ნი ლი­დე­რე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო. ქალი ლი­დე­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას მსოფ­ლიო აღი­ა­რებს.

  • ან­გე­ლა მერ­კე­ლი - გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ძლი­ერ ქალ ლი­დერ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, ყვე­ლას გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ან­გე­ლა მერ­კე­ლი ახ­სენ­დე­ბა.

სწო­რედ მან მი­ი­ღო COVID-19-ის გა­მო­სავ­ლე­ნი ტეს­ტი­რე­ბის მას­შტა­ბუ­რად ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რეა. ქვე­ყა­ნა­ში 173 273 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 7 754 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

ტეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მოვ­ლინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი. როცა ვირუ­სი სა­წყის სტა­დი­ა­ზე­ვე ვლინ­დე­ბა, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია. მერ­კე­ლი უს­მენს მეც­ნი­ე­რებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • ცაი-ინ ვენი - ტა­ი­ვა­ნის პრე­ზი­დენ­ტი

კი­დევ ერთი ქალი ლი­დე­რი, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის დროს მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ქვე­ყა­ნას თა­ვი­დან აა­რი­და, ტა­ი­ვა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ცაი-ინ ვე­ნია.

მან მი­ი­ღო მყი­სი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში, როცა ვირუ­სი არ იყო ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ცაი-ინ ვენ­მა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით იან­ვარ­ში­ვე 124 შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სა. შე­დე­გად, ტა­ი­ვან­ში COVID-19-ის მხო­ლოდ 440 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. 7 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 375 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

  • ჯა­სინ­და არ­დერ­ნი - ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებს შო­რის ჯა­სინ­და არ­დერნს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ის ცნო­ბი­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით. გა­მო­ირ­ჩე­ვა ადა­მი­ა­ნებ­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რით. არ­დერნს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ლი­დე­რად მი­ი­ჩე­ვენ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ემ­ყა­რე­ბო­და მეც­ნი­ე­რულ ფაქ­ტებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ამას­თან, არ­დერ­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად­ვე აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ და მო­ქა­ლა­ქე­ებს "ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბო­და. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნაგ­რძნო­ბა და სა­ლი­და­რო­ბა აჩ­ვე­ნა. არ­დერნ­მა და მის­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა პან­დე­მი­ის გამო, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელ­ფა­სის 20%-ზე თქვა უარი.

დღეს ახა­ლი ზე­ლან­დია უკვე ით­ვლე­ბა ვირუს­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნად. ამ დრო­ის­თვის ახალ ზე­ლან­დი­ა­ში COVID-19-ის 1 497 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის 21 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 402 გა­მო­ჯან­მრთელ­და. პრე­მი­ერ­მა 27 აპ­რილს გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა. "ჩვენ ეს ბრძო­ლა მო­ვი­გეთ“, - თქვა არ­დერნ­მა.

  • სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი

სკან­დი­ნა­ვი­ის 5 ქვეყ­ნი­დან 4-ს ქალი ლი­დე­რი ჰყავს და ოთხი­ვე მათ­გან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია.

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, სანა მა­რი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნდო­ბას უცხა­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სანა მა­რი­ნი 34 წლი­საა და ის ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რია. ფი­ნეთ­ში 6003 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 275 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4 300 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

სანა მა­რი­ნი - ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რი

ის­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კატ­რინ ია­კობსდო­თი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე­ვე და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნე­ო­და, კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­ლან­დია პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით, 360 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით COVID-19-ით 1 801 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და მათ შო­რის 10 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1776 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 15 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი.

ის­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­უმკლავ­და ვი­თა­რე­ბას ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ემა სოლ­ბერ­გიც. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ემა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხში­რად ესა­უბ­რე­ბა ბავ­შვებს და მათ კი­თხვებს პა­სუ­ხობს, უს­მენს მათ ში­შებს და ამ­შვი­დებს, ეუბ­ნე­ბა, რომ არ შე­ე­შინ­დეთ და რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ემას და­ნი­ელ კო­ლე­გას, ემა ფრე­დე­რიკ­სენ­საც. ის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვებს ესა­უბ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით და მათ ამ­ხნე­ვებს.

გარ­და ამი­სა, ორი­ვე მათ­გან­მა სწრა­ფად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით. ნორ­ვე­გი­ა­ში ამ დრო­ის­თვის 8 157 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, ხოლო და­ნი­ა­ში - 10 591.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
25

სანდრა არ არის ამ სიაში ?! სანდრას კარგად იცნობენ იმერეთსა და სამეგრელოში სტუდენტობის პერიოდში განსაკუთრებით ! : )

დიომიდე
24

ის რაც ჩვენმა ეკლესიამ პირიქით გააკეთა...მრევლზე მიმართული ცდა...ჩატარდა,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან

კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე უკეთ აჩვენა მმართველ პოზიციაზე ქალის როლის მნიშვნელობა და დაანახა მსოფლიოს, რომ ქალები ყველაზე რთული ვითარების დროს სწორ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც გამოწვევის დაძლევის წინაპირობაა.

მსოფლიოს ქალი ლიდერები დღეს სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების, ექსპერტების განხილვის საგანია, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დანარჩენი ლიდერებისთვის სამაგალითო. ქალი ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობას მსოფლიო აღიარებს.

  • ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი

თანამედროვე მსოფლიოს ძლიერ ქალ ლიდერზე საუბრისას, პირველ რიგში, ალბათ, ყველას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ახსენდება.

სწორედ მან მიიღო COVID-19-ის გამოსავლენი ტესტირების მასშტაბურად ჩატარების გადაწყვეტილება, სწორედ ამით აიხსნება, რომ გერმანიაში გარდაცვლილთა რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. ქვეყანაში 173 273 ინფიცირებულიდან 7 754 ადამიანია გარდაცვლილი.

ტესტირების საშუალებით ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები. როცა ვირუსი საწყის სტადიაზევე ვლინდება, მასთან გამკლავება გაცილებით მარტივია. მერკელი უსმენს მეცნიერებს და გადაწყვეტილების მიღების დროს პროფესიონალთა რჩევებს ითვალისწინებს.

  • ცაი-ინ ვენი - ტაივანის პრეზიდენტი

კიდევ ერთი ქალი ლიდერი, რომელმაც პანდემიის დროს მართვის განსაკუთრებული უნარები გამოავლინა და სწრაფი რეაგირების შედეგად ვირუსის გავრცელება ქვეყანას თავიდან აარიდა, ტაივანის პრეზიდენტი, ცაი-ინ ვენია.

მან მიიღო მყისიერი გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ იანვარში, როცა ვირუსი არ იყო ასე გავრცელებული. ცაი-ინ ვენმა ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით იანვარშივე 124 შეზღუდვა დააწესა. შედეგად, ტაივანში COVID-19-ის მხოლოდ 440 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი. 7 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 375 გამოჯანმრთელდა.

  • ჯასინდა არდერნი - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

თანამედროვე მსოფლიოს ლიდერებს შორის ჯასინდა არდერნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ცნობილია სახელმწიფოს მართვის განსხვავებული მიდგომებით. გამოირჩევა ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციის უნარით. არდერნს თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიდერად მიიჩევენ.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მისი გადაწყვეტილებები ემყარებოდა მეცნიერულ ფაქტებს, პროფესიონალებთან, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ კომუნიკაციას. ამასთან, არდერნი საზოგადოებას თავადვე აწვდიდა ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ და მოქალაქეებს "ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით ესაუბრებოდა. მან საზოგადოებას თანაგრძნობა და სალიდარობა აჩვენა. არდერნმა და მისმა მინისტრთა კაბინეტმა პანდემიის გამო, 6 თვის განმავლობაში, ხელფასის 20%-ზე თქვა უარი.

დღეს ახალი ზელანდია უკვე ითვლება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად. ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში COVID-19-ის 1 497 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 21 გარდაიცვალა, ხოლო 1 402 გამოჯანმრთელდა. პრემიერმა 27 აპრილს განაცხადა, რომ ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა. "ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ“, - თქვა არდერნმა.

  • სკანდინავიის ქვეყნები

სკანდინავიის 5 ქვეყნიდან 4-ს ქალი ლიდერი ჰყავს და ოთხივე მათგანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის გადაწყვეტილებებს მოსახლეობის უმრავლესობა ნდობას უცხადებს. აღსანიშნავია, რომ სანა მარინი 34 წლისაა და ის ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ფინეთში 6003 ინფიცირებულიდან 275 გარდაიცვალა, ხოლო 4 300 გამოჯანმრთელდა.

სანა მარინი - ფინეთის პრემიერ-მინისტრი და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი

ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოთირის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზევე დაიწყო მოსახლეობის აგრესიული ტესტირება და ყველა ის ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნეოდა, კარანტინში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ისლანდია პატარა ქვეყანაა, სადაც დაახლოებით, 360 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო ინფორმაციით COVID-19-ით 1 801 ადამიანი დაინფიცირდა მათ შორის 10 გარდაიცვალა, ხოლო 1776 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 15 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი

წარმატებულად გაუმკლავდა ვითარებას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ემა სოლბერგიც. ის საზოგადოებისადმი განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. ემა ტელევიზიის საშუალებით ხშირად ესაუბრება ბავშვებს და მათ კითხვებს პასუხობს, უსმენს მათ შიშებს და ამშვიდებს, ეუბნება, რომ არ შეეშინდეთ და რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ასეთი დამოკიდებულება აქვს ემას დანიელ კოლეგას, ემა ფრედერიკსენსაც. ის პრესკონფერენციების დასრულების შემდეგ ბავშვებს ესაუბრება ტელევიზიით და მათ ამხნევებს.

გარდა ამისა, ორივე მათგანმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები COVID-19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. ნორვეგიაში ამ დროისთვის 8 157 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დანიაში - 10 591.

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

ევროპას იმედი გაუჩნდა - ცხელი წერტილები, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა  და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იკლებს