სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს
როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის პლაზ­მის გა­დას­ხმის პრო­ცე­დუ­რა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენტს.

ამის შე­სა­ხებ გო­გი­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" ისა­უბ­რა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე მძი­მე პა­ცი­ენ­ტში. გა­და­ვუს­ხით პლაზ­მა წარ­მა­ტე­ბით და ამის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი არ არის, რად­გან მას აქვს ბევ­რი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა და ჯერ სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

პლაზ­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერთჯე­რა­დად, ორ­ჯე­რა­დად, მაქ­სი­მუმ სამ­ჯერ. მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პლაზ­მა ამ მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის პლაზ­მა შე­ი­ცავს ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მელ­თაც აქვთ უნა­რი, გა­ა­ნად­გუ­რონ ვირუ­სი. ამ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ პლაზ­მა ჩა­ით­ვა­ლოს ეფექ­ტუ­რად. ჯერ ხდე­ბა ანა­ლი­ზის აღე­ბა, თუ რამ­დე­ნად აქვს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ანს შე­სა­ბა­მი­სი ტიტ­რით ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, შემ­დეგ ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის სის­ხლის­გან პლაზ­მის დამ­ზა­დე­ბა. ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლას სის­ხლში არ არის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­სა­დე­გი იყოს.

უნდა არ­სე­ბობ­დეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თან­ხმო­ბაც, გა­ვი­დეს ორი კვი­რა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან, რომ მათ ჩა­უ­ტარ­დეთ ანა­ლი­ზი და სის­ხლის­გან დამ­ზად­დეს სამ­კურ­ნა­ლო პლაზ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვინც თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და და შე­მოწ­მდა, მათ 20 %-ს აღ­მო­აჩ­ნდა სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­სა­დე­გი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სის­ხლში.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პლაზ­მა ზუს­ტად რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ეს იყო შე­და­რე­ბით ადრე, სამი კვი­რის ან ერთი თვის წინ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან, როცა სხვა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ არის და­დე­ბი­თი შე­დე­გი. ეს პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი (რო­მელ­საც გა­და­უს­ხეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის პლაზ­მა) ზუს­ტად ამ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მას­თან გა­მო­ვი­ყე­ნეთ პლაზ­მა" - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ "360 გრა­დუს­ში".

lado
21

მსგავს პროცედურა ძალიან საქებას არ წარმოადგენს,ისე საინტერესოა როდის მერე გახდა ეს კვალიფიციური ექიმი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმის გადასხმის პროცედურაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში უკვე ჩაუტარდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს.

ამის შესახებ გოგინავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა:

"საქართველოში პირველად მოხდა პლაზმის გამოყენება ახალი კორონავირუსის მქონე მძიმე პაციენტში. გადავუსხით პლაზმა წარმატებით და ამის შემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. თუმცა, ბოლომდე გაუმჯობესებული არ არის, რადგან მას აქვს ბევრი თანმდევი დაავადება და ჯერ საბოლოო შედეგებზე საუბარი რთულია.

პლაზმა გამოიყენება ერთჯერადად, ორჯერადად, მაქსიმუმ სამჯერ. მძიმე პაციენტებთან კომპლექსური მკურნალობა მიმდინარეობს და პლაზმა ამ მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა შეიცავს ანტისხეულებს, რომელთაც აქვთ უნარი, გაანადგურონ ვირუსი. ამ ანტისხეულების შემცველობა უნდა იყოს გარკვეული რაოდენობით, რომ პლაზმა ჩაითვალოს ეფექტურად. ჯერ ხდება ანალიზის აღება, თუ რამდენად აქვს გამოჯანმრთელებულ ადამიანს შესაბამისი ტიტრით ანტისხეულები, შემდეგ ხდება ამ ადამიანის სისხლისგან პლაზმის დამზადება. ბევრი გამოჯანმრთელებულია, თუმცა ყველას სისხლში არ არის ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა, რომ სამკურნალოდ გამოსადეგი იყოს.

უნდა არსებობდეს გამოჯანმრთელებული ადამიანის თანხმობაც, გავიდეს ორი კვირა გამოჯანმრთელებიდან, რომ მათ ჩაუტარდეთ ანალიზი და სისხლისგან დამზადდეს სამკურნალო პლაზმა. ჯერჯერობით, ვინც თანხმობა განაცხადა და შემოწმდა, მათ 20 %-ს აღმოაჩნდა სამკურნალოდ გამოსადეგი ანტისხეულების რაოდენობა სისხლში.

გამოყენებული პლაზმა ზუსტად რომელი პაციენტის სისხლისგან იყო დამზადებული, ვერ გეტყვით, თუმცა ეს იყო შედარებით ადრე, სამი კვირის ან ერთი თვის წინ გამოჯანმრთელებული ადამიანი.

პლაზმის გამოყენება ხდება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებთან, როცა სხვა მკურნალობის შემთხვევაში არ არის დადებითი შედეგი. ეს პირველი პაციენტი (რომელსაც გადაუსხეს გამოჯანმრთელებულის პლაზმა) ზუსტად ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და მასთან გამოვიყენეთ პლაზმა" - განაცხადა გოგინავამ "360 გრადუსში".

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

ტაძარი, რომელიც მრევლისთვის არ იყო განკუთვნილი - სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიის ისტორია

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - My.gov.ge-ს ახალი მომსახურება დაემატა