საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება
"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

კუ­მურ­დო­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას ყვე­ლა ადა­მი­ანს და­ა­ძა­ლე­ბენ, ეს „ეშ­მა­კი­სე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა“.

ამ სი­ტყვე­ბით მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე სა­ბას იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნე­ბა, ადა­მი­ა­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„რა­ზეც მე­უ­ფე სა­ბამ გა­ა­კე­თა რე­ა­გი­რე­ბა, იყო ის, რომ ეს ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო. ანუ, ყვე­ლა ადა­მი­ანს და­ა­ძა­ლე­ბენ ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა­სო. ეს არის ნამ­დვი­ლად ეშ­მა­კის­გან. თუ ყვე­ლა ადა­მი­ანს და­ა­ძა­ლე­ბენ ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას, ყვე­ლა ადა­მი­ანს იძუ­ლე­ბულს გახ­დი­ან, ეს ეშ­მა­კი­სე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა. მე ამას იმ­პე­რა­ტი­უ­ლად არც ერთი ადა­მი­ა­ნის­გან არ მი­ვი­ღებ. თუ იქ­ნე­ბა იმ­პე­რა­ტი­უ­ლად, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­კე­თოს სა­ყო­ველ­თა­ოდ ყვე­ლამ, ყო­ველ­გვა­რი ახ­სნის გა­რე­შე, მე ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ. ვაქ­ცი­ნას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­კე­თებ, მაგ­რამ თუ და­მა­ძა­ლე­ბენ - არა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მისი თქმით, ეკ­ლე­სია, ზო­გა­დად, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი.

„ზო­გა­დად, ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი არის პო­ზი­ტი­უ­რი, ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მიც არის პო­ზი­ტი­უ­რი. ახა­ლი ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს და რა გი­თხრათ, რომ შე­იქ­მნე­ბა, მერე ვნა­ხოთ, რა არის. გა­ი­ა­როს ამ ვაქ­ცი­ნამ გა­მოც­დე­ბი და მერე ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­უ­ფე სა­ბამ ქა­და­გე­ბი­სას შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: „შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც არა იმ­დე­ნად ვირუსს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნის და­მო­ნე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვას, და­მორ­ჩი­ლე­ბას“.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
53

საიდან გაქვთ ინფორმაცია რომ ვაქცინა ეშმეკისეულია და დამონებას ემსახურება?

ზაზა
69

იეღოველებივით არიან უკვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“.

ამ სიტყვებით მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.

„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ - არა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

„ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ქადაგებისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „შემოთავაზებული იქნება ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას“.

"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - თენგიზ ცერცვაძე

"პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში" - თენგიზ ცერცვაძე

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს