ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის.
„შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევებიც გამოვლინდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.
მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, შეამოწმონ 2019 წლის ბოლო პერიოდის სავარაუდო შემთხვევები, რაც, ლინდმაიაერის თქმით, მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმების გუნდის განცხადებით, პაციენტი, რომელიც დეკემბერში ავად გახდა, ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. "კოვიდ-19 საფრანგეთში, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უკვე გავრცელებული იყო, ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლენილ პირველ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე", - წერს უცხოური მედია.
აბაა მოვუსმინოთ რას ამბობენ სიცრუის ბუდეში ))))
ჩემი ოჯახი 3 წევრისგან შედგება .შვილი აეროპორტში მუშაობს დეკემბრის ბოლოს ისეთი ვირუში ქონდა ხველება ახრჩობდა გრიპი როგორ არ გვქონია მაგრამ ასეთი არაფერი. მე და ჩემს მეუღლესაც გადაგვედო ხველებით ვიხრჩობოდით.ტემპერატურა 39მდე 2დღე გვქონდა მერე 37 9დღის განმავლობაში მეუღლეს და შვილს ბრონქების ანთება განუვითარდათ, მე არა. სულ ვფიქრობ ნეტა რა იყო? ვინმე ჩაატარებს ტესტირებას ვისაც მსგავსი ვირუსი ქონდა?