მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ
ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ

ირან­ში 20 თე­ბერ­ვლი­დან 7 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში, ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბევ­რია მე­თა­ნო­ლის შემ­ცვე­ლი ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. საქ­მე ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ალ­კოჰო­ლის და მათ შო­რის, მე­თა­ნო­ლის სპირ­ტის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

სწო­რედ COVID-19-სგან თავ­დაც­ვის მიზ­ნით მი­ღე­ბუ­ლი ჭარ­ბი ალ­კოჰო­ლის, ან მე­თა­ნო­ლის შემ­ცვე­ლი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის გამო 20 თე­ბერ­ვლი­დან 7 აპ­რი­ლამ­დე, 728 ირა­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მე­თა­ნო­ლის სპირ­ტის მი­ღე­ბაა.

ირა­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი­ა­ნუშ ჯა­ჰან­პუ­რი "ესო­ში­ე­ი­თიდ პრეს­თან" ამ­ბობს, რომ ხში­რია მე­თა­ნო­ლის გამო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის, დაბრმა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ბოლო ორ თვე­ში ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია 5 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წელს ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გამო ირან­ში 66 ადა­მი­ა­ნია ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მით COVID-19-ით ქვე­ყა­ნა­ში 5 877 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 92 584 შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Кахели
2

არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო გვარი მისი.წადი შვილო პლანი მოწიე, როდის იყო შაჰაბასი არაყსა სვავდა.

სჯულის კანონი
1

ალკოჰოლით ვერ დაიხოცებოდნენ, უფრო შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონის მსხვერპლნი უნდა იყვნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ

ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ

ირანში 20 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად, ასობით ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

აღსანიშნავია, რომ ბევრია მეთანოლის შემცველი ალკოჰოლით მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევებიც. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია ალკოჰოლის და მათ შორის, მეთანოლის სპირტის კორონავირუსის საწინააღმდეგო თვისებების შესახებ.

სწორედ COVID-19-სგან თავდაცვის მიზნით მიღებული ჭარბი ალკოჰოლის, ან მეთანოლის შემცველი ალკოჰოლის მიღების გამო 20 თებერვლიდან 7 აპრილამდე, 728 ირანელი გარდაიცვალა.

უმეტეს შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი მეთანოლის სპირტის მიღებაა.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი კიანუშ ჯაჰანპური "ესოშიეითიდ პრესთან" ამბობს, რომ ხშირია მეთანოლის გამო სხეულის დაზიანების, დაბრმავების შემთხვევებიც. მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბოლო ორ თვეში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო ირანში 66 ადამიანია ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალი შტამით COVID-19-ით ქვეყანაში 5 877 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 92 584 შეადგენს.