მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს
როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად. უკვე აშენ­და KIU-ს კამ­პუ­სის დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: სას­წავ­ლო კორ­პუ­სებს, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვილ, კე­თილ­მო­წყო­ბილ სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რი­სებს, კა­ფე­ტე­რი­ას, ბიბ­ლი­ო­თე­კას, ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს და და­სას­ვე­ნე­ბელ, გა­სარ­თობ და სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს. თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბით KIU ერთ-ერთი უდი­დე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სას­წავ­ლო ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში, რომ­ლის ანა­ლო­გიც აქამ­დე არ ჰქო­ნია არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას.

KIU პირ­ველ ეტაპ­ზე სტუ­დენ­ტებს მა­თე­მა­ტი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე მი­ი­ღებს, ხოლო მომ­დევ­ნო წლებ­ში პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ეტა­პობ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა და მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც სურთ სწავ­ლა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლონ, NAEC-ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა მი­უ­თი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კოდი - 197.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარტნი­ო­რია მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პროგ­რა­მე­ბიც სწო­რედ TUM-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა. სას­წავ­ლო პრო­ცესს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, რო­გორც დის­ტან­ცი­უ­რი/ელექტრო­ნუ­ლი ისე, აუ­დი­ტო­რუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის, ქარ­თველ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბიც გა­უ­ძღვე­ბი­ან. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გრან­ტე­ბი, სას­ტი­პენ­დიო და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი. ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკვე შექ­მნა სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც სწო­რედ სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბით ისარ­გებ­ლონ.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ბა­ტონ ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძის თქმით: „ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი წე­ლი­წად­ში 2250 ლარს შე­ად­გენს. ეს არის თან­ხა, რო­მელ­საც ფა­რავს 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

KIU-ს გრან­ტე­ბის ფონ­დის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს და­ვუ­ფა­როთ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სტი­პენ­დია და უზ­რუნ­ველ­ვყოთ საკ­ვე­ბი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაც.

გრან­ტე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა მო­ცუ­ლო­ბით და­ფი­ნანსდე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­ვდე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო 100, 200 და 300 აბი­ტუ­რი­ენ­ტთა სი­ა­ში, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ოქ­როს და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის, პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი კონ­კურ­სის „Mვექ­ტო­რი“ და ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია სწავ­ლის 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლა­დაც სტუ­დენ­ტებ­მა უნდა აჩ­ვე­ნონ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა. იმე­დი გვაქვს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა ჩვენს სტუ­დენ­ტებს შე­უქ­მნის იდე­ა­ლურ პი­რო­ბებს, რათა მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბულ­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე.

მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს KIU-ს კამ­პუს­ში ყვე­ლა პი­რო­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ქონ­დეთ აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, ის­წავ­ლონ რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რაც მთა­ვა­რია ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, კი რომ­ლებ­საც სურთ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცე­ლი KIU-სთან ერ­თად და­ი­წყონ NAEC-ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა მი­უ­თი­თონ კოდი - 197. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია 30 აპ­რილს სრულ­დე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ:

https://kiu.edu.ge/

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

ლიკა
0

,,ჰაბი" არის ბარბარიზმი, წერე ქართულად- ცენტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აქტიურად ემზადება სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. უკვე აშენდა KIU-ს კამპუსის დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს: სასწავლო კორპუსებს, სრულად აღჭურვილ, კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრისებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს და დასასვენებელ, გასართობ და სამუშაო სივრცეებს. თავისი მასშტაბურობით KIU ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული სასწავლო ქალაქი იქნება რეგიონში, რომლის ანალოგიც აქამდე არ ჰქონია არც საქართველოს და არც სამხრეთ კავკასიას.

KIU პირველ ეტაპზე სტუდენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზრდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტში გააგრძელონ, NAEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამებიც სწორედ TUM-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სასწავლო პროცესს, რომელიც სრულად ადაპტირებულია, როგორც დისტანციური/ელექტრონული ისე, აუდიტორული სწავლებისთვის, ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც გაუძღვებიან. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია გრანტები, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები. ასევე უნივერსიტეტმა უკვე შექმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სწორედ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული და საშუალებას მისცემს სტუდენტებს საგრანტო პროგრამებით ისარგებლონ.

უნივერსიტეტის რექტორის ბატონ ალექსანდრე თევზაძის თქმით: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.

KIU-ს გრანტების ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.

გრანტების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

მომავალ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში ყველა პირობა ექნებათ მიიღონ ევროპული განათლება, ქონდეთ აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, ისწავლონ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უნივერსიტეტში და რაც მთავარია ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. აბიტურიენტებს, კი რომლებსაც სურთ თავიანთი ცხოვრების ახალი ფურცელი KIU-სთან ერთად დაიწყონ NAEC-ის ჩამონათვალში უნდა მიუთითონ კოდი - 197. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება.

უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ:

https://kiu.edu.ge/

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება