პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა
ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

დაკო ლო­მი­ძე, ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­რექ­ტო­რი:

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც არამ­ხო­ლოდ ჩვენ, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვართ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრი ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლელ სკო­ლა­თა ყვე­ლა­ზე დიდ ქსელს აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბის­გან, მუდ­მი­ვად გვქონ­და მო­თხოვ­ნა, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სერ­ვი­სი, რა­საც მცი­რე დო­ზით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, თუმ­ცა, აქამ­დე, ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ვცდი­ლობ­დით ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 13 ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს, გარ­და დე­და­ქა­ლა­ქი­სა, ჩვე­ნი ფი­ლი­ა­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, ვმუ­შა­ობ­დით დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრი, სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

რამ­დე­ნად აღ­მოჩ­ნდით მზად, სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თვის?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრი, ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბი­სას ქა­ლა­ნის მე­თოდს იყე­ნებს. ქა­ლა­ნის მე­თო­დი, ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის, უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დია, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში შე­იქ­მნა და მთელს მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით, ინ­გლი­სურ ენას, მსოფ­ლი­ოს 50 ქვეყ­ნის 400-მდე სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან, მათ შო­რის სა­ქარ­თველ­ში, სა­დაც ინ­გლი­სის ქა­ლა­ნის მე­თო­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CMO) მიერ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ლი­ცენ­ზია ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თვა და კონ­ტრო­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი მხა­რის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

CMO-ს მრა­ვა­ლი წე­ლია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი აქვს ქა­ლა­ნის მე­თო­დით ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბა, გარ­და პე­და­გოგ­თან ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა, შექ­მნი­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ისე­თი არ­ხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, სა­დაც სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი, ასე­ვე ვი­დეო-აუ­დიო სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში შეს­რუ­ლე­ბა, შექ­მნი­ლია იგი­ვე ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია. აქვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ბრი­ტა­ნელ პარტნი­ო­რებს, რომ­ლებ­მაც მიმ­დი­ნა­რე კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნულ არ­ხებ­ზე წვდო­მა უფრო მოქ­ნი­ლი გა­ხა­დეს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რად და ტექ­ნი­კუ­რად, სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­ტა­ნა სირ­თუ­ლეს ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ად­გენ­და. ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრში, ყო­ველ­წლი­უ­რად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს ინ­გლი­სურ ენას, ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მსმე­ნე­ლებს, ასე­ვე კორ­პო­რა­ტი­ულ კლი­ენ­ტებს. სა­წყის ეტაპ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არ­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ვირ­ტუ­ა­ლურ ჯგუ­ფე­ბად დრო­უ­ლად გა­და­კომ­პლექ­ტე­ბა, ახლა კი მზად ვართ ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც მი­ვი­ღოთ და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი ცენ­ტრის ხა­რის­ხით შევ­თა­ვა­ზოთ.

ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას, არა სირ­თუ­ლის, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ჭრილ­ში უნდა შევ­ხე­დოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც აქამ­დე დრო­ის მუდ­მი­ვი დე­ფი­ცი­ტი გვქონ­და და არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო სწავ­ლი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

R

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

არსებულ ვითარებაში, როდესაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის გამოწვევების წინაშე ვართ, მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა.

მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს საქართველოში. მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ემიგრანტებისგან, მუდმივად გვქონდა მოთხოვნა, დისტანციურ რეჟიმში მიგვეწოდებინა სერვისი, რასაც მცირე დოზით, წლების განმავლობაში ვახორციელებდით, თუმცა, აქამდე, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული და ვცდილობდით ინგლისური ენის შესწავლა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბრიტანული ცენტრი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალს აერთიანებს, გარდა დედაქალაქისა, ჩვენი ფილიალები წარმოდგენილია რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. პარალელურად, ცხადია, ვმუშაობდით დისტანციური სერვისის დახვეწასა და განვითარებაზე. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე კი, ბრიტანული ცენტრი, სრულ მომსახურებას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს.

რამდენად აღმოჩნდით მზად, სრული მოცულობით, დისტანციური სწავლებისთვის?

მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი, ინგლისური ენის სწავლებისას ქალანის მეთოდს იყენებს. ქალანის მეთოდი, ინგლისური ენის შესწავლის, უნიკალური მეთოდია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით, ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია ბრიტანულ ცენტრს აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლიც ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება.

CMO-ს მრავალი წელია აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით ონლაინ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორიცაა: ინტერაქტიული სწავლების ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ასევე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაცია. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის პერიოდში, ჩვენი სტუდენტებისთვის აღნიშნულ არხებზე წვდომა უფრო მოქნილი გახადეს.

აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგიურად და ტექნიკურად, სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადატანა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. ბრიტანულ ცენტრში, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი სწავლობს ინგლისურ ენას, ვგულისხმობ, როგორც ინდივიდუალურ მსმენელებს, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი იყო არსებული ჯგუფების ვირტუალურ ჯგუფებად დროულად გადაკომპლექტება, ახლა კი მზად ვართ ახალი მომხმარებლებიც მივიღოთ და დისტანციური მომსახურება ბრიტანული ცენტრის ხარისხით შევთავაზოთ.

ზოგადად, ვფიქრობ, ნებისმიერ გამოწვევას, არა სირთულის, არამედ შესაძლებლობის ჭრილში უნდა შევხედოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქამდე დროის მუდმივი დეფიციტი გვქონდა და არსებულ მოცემულობაში გამოთავისუფლებული დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის გამოვიყენოთ.

R

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქარი გადასცეს

მინერალური წყალი „ლიკანი“ გვთავაზობს სახალისო გამოწვევას #თავგადასავალისახლში და მთელი წელი ულევი ენერგიით ავსებას გვპირდება !

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიამ" თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა