მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება?
ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, ცნო­ბი­ლია.

ეს ჯგუ­ფე­ბი არი­ან: პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ხან­დაზ­მულ­თა სა­დღე­ღა­მი­სო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სტა­ცი­ო­ნა­რულ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მათ შო­რის მო­ნას­ტრებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მე­ბი და­ამ­ტკი­ცა.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სკრი­ნინ­გი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე სწრა­ფი ტეს­ტით ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მყოფ უსიმპტო­მო პი­რებს.

„თუ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფებ­თან მყოფ პი­რებს და­უდ­გინ­დე­ბა ინ­ფექ­ცია, ისი­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან, რო­გორც სა­ვა­რა­უ­დო კონ­ტაქ­ტე­ბი და მი­ე­ცე­მათ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ინ­სტრუქ­ტა­ჟი. ასე­ვე უნდა აი­ღონ ცხვირ-ხა­ხის ნა­ცხი ან­ტი­გე­ნის ან პჯრ კვლე­ვის­თვის. თუ ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა უტარ­დე­ბა მა­ღა­ლი რის­კის კონ­ტი­გენ­ტსაც.

„ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა შემ­დე­გი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი: თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი; სა­ხელ­მწი­ფოს მიერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი და იზო­ლა­ცი­ის­თვის (კა­რან­ტი­ნი) გან­კუთ­ვნილ 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლინ­დე­ბათ COVID-19-თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი; სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნე­ბი­დან; პი­რე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის კლას­ტე­რი­დან (კლას­ტე­რი = 2 ან მეტი ადა­მი­ა­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით). უსიმპტო­მო პი­რე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი­დან სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ში, მათ შო­რის უსიმპტო­მო მედ­პერ­სო­ნალს ად­გილ­ზე უტარ­დე­ბა სწრა­ფი ტეს­ტი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე (პჯრ არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებს, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ამ ჯგუფ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან ის პი­რე­ბი, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა COVID-19 ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი, კერ­ძოდ: ყვე­ლა ის პირი, ვინც შემ­თხვე­ვის გან­მარ­ტე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს; პოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უც­ნო­ბი ეტი­ო­ლო­გი­ის პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზით; ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ COVID-19 ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი და ცხე­ლე­ბა, დის­ტან­ცი­უ­რად გა­დი­ან ოჯა­ხის ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას (სა­ტე­ლე­ფო­ნო/ან სხვა) და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თა­ვენ შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას, სა­დაც ჩა­უ­ტა­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა.

„ამ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პი­რებს ტეს­ტი­რე­ბა უტარ­დე­ბათ ე.წ. „ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კებ­ში“ შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პჯრ მე­თო­დით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სწრა­ფი მარ­ტი­ვი მე­თო­დით ერ­თდრო­უ­ლად ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი­სა და ან­ტი­გე­ნის გან­მსა­ზღვრე­ლი ტეს­ტე­ბით და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგ­ზავ­ნე­ბა რე­ფე­რენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში პჯრ მე­თო­დით კვლე­ვი­სათ­ვის. თუ პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია, შე­ტყო­ბი­ნე­ბა ეგ­ზავ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ; თუ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში, მას უტარ­დე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ინ­სტრუქ­ტა­ჟი; გროვ­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ეპი­და­ნამ­ნე­ზი კონ­ტაქ­ტე­ბის მი­დევ­ნე­ბი­სათ­ვის. თუ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, გან­მე­ო­რე­ბით უტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც შე­ა­მოწ­მე­ბენ.

რო­გორც გო­ფო­ძემ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მით ტეს­ტე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის.

„ეს არის მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ესე­ნი არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან და ხდე­ბა გა­მო­ყო­ფა სხვა ჯგუ­ფე­ბი­საც. ეს არის მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო და ა.შ.“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
George
101

ამ იძულებითი ტესტირებით უნდა დააინფიცირონ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტები - ჯარი, სასულიერო პირები, ჟურნალისტები. შემდეგი ეტაპი კი იქნება ასევე იძულებითი ვაქცინაცია, რა დროსაც ორგანიზმში შეიყვანენ მუტაგენებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გენეტიკურ ცვლილებებს! ადამიანის გონებრივ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს! ეს არის ვერაგული ხრიკი, რაც უკვე მთელს მსოფლიოში მრავალმა მოაზროვნემ გაშიფრა. უფრო მეტი, ადრე ბილ გეიტსმა პირდაპირ თქვა, რომ ვაქცინაციის მიზანი არის პოპულაციის შემცირება!

დავით
9

სხვა დანარჩენი გასაწირი ხალხია? მღვდლებს არ უნდა ჩაურტარდეთ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება?

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება?

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.

ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

„თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. ასევე უნდა აიღონ ცხვირ-ხახის ნაცხი ანტიგენის ან პჯრ კვლევისთვის. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტსაც.

„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (პჯრ არ ესაჭიროებათ)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, დოკუმენტის თანახმად, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

„ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. „ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის. თუ პასუხი დადებითია, შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სავარაუდო შემთხვევის შესახებ; თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ პასუხი უარყოფითია, განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ.

როგორც გოფოძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ტესტირების ახალი ალგორითმით ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

"ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა

"ამაყი ვარ... ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა" - პაატა იმნაძე