მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი
სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

სტი­ქა­როს­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არა ეკ­ლე­სია, არა­მედ ოჯა­ხი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ იმ ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი, მამა სე­რა­ფი­მე აცხა­დებს, რომ­ლის სტი­ქა­რო­სან­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

"მას შემ­დეგ, რაც სტი­ქა­როს­ნის ბა­ბუ­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, იგი ჩვენ­თან მსა­ხუ­რე­ბა­ზე აღარ დამ­დგა­რა, იმი­ტომ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანი და­თხო­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მსა­ხუ­რე­ბი­დან და ტა­ძარ­ში არ მო­სუ­ლი­ყო.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, გუ­შინ გა­ვი­გე. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს. მე ექი­მებ­საც ვე­სა­უბ­რე და მი­თხრეს, რომ იგი მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ არის. პი­რა­დად და­ვინ­ტე­რეს­დი, რად­გან ეს არ არის სა­თა­მა­შო თემა.

სტი­ქა­როს­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მრევლს დღეს გა­ვა­ცა­ნით იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ გვი­ან გა­ვი­გე ეს და­ზუს­ტე­ბით. დღეს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ატა­რებ­და დღე­სას­წა­ულ­ზე წირ­ვას. შე­იძ­ლე­ბა მე დღეს იქაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან გუ­შინ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე ამ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ბა­დით, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვით, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით ჩვენს მრევლს მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ, რომ ასე­თი რა­ღაც და­დას­ტურ­და,“ - გა­ნა­ცხა­და მამა სე­რა­ფი­მემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ ეთერ­ში“.

თემ­ქა­ზე, ზღვის უბან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ბიჭი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­ქა­რო­სა­ნი კვი­რას, 5 აპ­რილს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 6 აპ­რილს კი ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
24

გასაგებია, რომ ეკლესიიდან არ დაინფიცირდა,მაგრამ ხომ შეიძლება თვითონ დააინფიცირა იქ მყოფი მრევლი?

ასე მგონია ძალიან ეგოსიტურად უდგებიან ამ საკითხს.სხვაზე არ ფიქრობენ.

თომა
25

ეკლესია ჩვეულ პოზიციაზეა - გადაბრალების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, - ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, ცოტა ხანი დათხოვილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა.

სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ - განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში“.

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიჭი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სტიქაროსანი კვირას, 5 აპრილს ეკლესიაში იმყოფებოდა, 6 აპრილს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს.

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება