მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს
"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რაც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­ჩე­ნი­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს პა­ტა­რა და გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებს გა­უჩ­ნდეთ.

სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ ქა­და­გი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"კრი­ზი­სი, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ღა­რი­ბი ქვეყ­ნის­თვის.

1. უკვე უდა­ვოა, რომ მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო წეს­რი­გი იც­ვლე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ეც­დე­ბი­ან მაქ­სი­მა­ლურ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას ჩი­ნე­თის­გან, სა­წარ­მო­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში გა­და­ტა­ნა, იქ არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის გამო არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ამ ლო­გის­ტი­კურ ჯაჭვში, სა­დაც ტრი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა (სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის სიმ­ცი­რე და ა.შ.) თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვოს.

ხალ­ხუ­რად რომ ვთქვა, რე­გი­ო­ნულ ქა­ლა­ქებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ფაბ­რი­კა/ქარ­ხნე­ბის გად­მო­ტა­ნა და აწყო­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჩი­ნე­თი­დან ოპე­რი­რებ­და. ეს კი, და­საქ­მე­ბის დიდი წყა­რო გახ­დე­ბო­და რე­გი­ო­ნებ­ში.

2. მი­უ­ხე­და­ვად იმ ფაქ­ტი­სა, რომ ბევ­რი ბიზ­ნე­სი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, თვი­თონ ფული არ­სად ქრე­ბა. თუ ამას და­ვუ­მა­ტებთ წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უზარ­მა­ზარ ფის­კა­ლურ სტი­მუ­ლუ­სებს, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ისე­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა, რო­მე­ლე­ბიც მა­ნამ­დე ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო. ამ თან­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა და სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თვა, ასე­ვე სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის (მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი რკი­ნიგ­ზა და აე­რო­პორ­ტე­ბი, გზე­ბი, პორ­ტი, ინ­ტერ­ნე­ტი ყველ­გან და ა.შ.)

3. ნა­თე­ლია, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა და სერ­ვი­სე­ბის ონ­ლა­ინ მი­წო­დე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უამ­რა­ვი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა სულ უფრო ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. სწო­რი მარ­კე­ტინ­გის, გა­მარ­თუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მოს შე­თა­ვა­ზე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად იქ­ცეს. ეს კი­დევ ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლია და­მა­ტე­ბით.

4. არ­ნა­ხუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იხ­სნე­ბა ე.წ. ელექტრო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფაქ­ტი­უ­რად, იდე­ა­ლუ­რი დროა უმე­ტე­სო­ბა სამ­თავ­რო­ბო სერ­ვი­სის ელექტრო­ნუ­ლად მი­წო­დე­ბა­ზე გა­და­სას­ვლე­ლად. თუკი აქამ­დე არა­ერ­თი შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბობ­და (მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე), ეხლა სა­უ­კე­თე­სო დროა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ეს­ტო­ნე­თი­სა და სინ­გა­პუ­რის მა­გა­ლი­თე­ბით, ეს შე­ამ­ცი­რებს და­ნა­ხარ­ჯებს და გაზ­რდის ეფექ­ტუ­რო­ბას, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე.

5. თუ ამ კრი­ზისს კარ­გად გა­ვუმკლავ­დით, შეგ­ვიძ­ლია მსოფ­ლიო ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზოთ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც და­ცუ­ლი (safe heaven) და უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა. სა­მო­თხე სა­ცხოვ­რებ­ლად და საქ­მის სა­კე­თებ­ლად.

ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი დო­ნის კრი­ზისს ყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყუ­რე­ბი ჩა­მოვ­ყა­როთ და დავ­მარ­ცხდეთ ან გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ოთ!" - წერს ქა­და­გი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ღმერთო მოხედე ამ უღმერთო სანაძირალოს...

=========
124

სწორი ანალიზია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს

"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ქადაგიძე, იმ შესაძლებლობაზე საუბრობს, რაც მსოფლიო ეკონომიკაში კორონავირუსის გამო გაჩენილი კრიზისის ფონზე, შესაძლოა, საქართველოს მსგავს პატარა და განვითარებად ქვეყნებს გაუჩნდეთ.

საკუთარი მოსაზრების შესახებ ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ღარიბი ქვეყნისთვის.

1. უკვე უდავოა, რომ მსოფლიო სავაჭრო წესრიგი იცვლება. განვითარებული ქვეყნები ეცდებიან მაქსიმალურ დივერსიფიკაციას ჩინეთისგან, საწარმოთა ძირითადი ნაწილის საკუთარ ქვეყნებში გადატანა, იქ არსებული მაღალი დანახარჯების გამო არაეფექტიანი იქნება. ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში, სადაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის თანხებზეა საუბარი, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.) თავისი ადგილი იპოვოს.

ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში.

2. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, თვითონ ფული არსად ქრება. თუ ამას დავუმატებთ წამყვანი ქვეყნების უზარმაზარ ფისკალურ სტიმულუსებს, ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომელებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ამ თანხების ათვისება და საკუთარი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა, ასევე სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის (მოდერნიზებული რკინიგზა და აეროპორტები, გზები, პორტი, ინტერნეტი ყველგან და ა.შ.)

3. ნათელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება დისტანციურად მუშაობა და სერვისების ონლაინ მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. სწორი მარკეტინგის, გამართული საგადასახადო სისტემის და ადეკვატური სამართლებრივი გარემოს შეთავაზებით, შესაძლებელია საქართველო ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცეს. ეს კიდევ ათასობით სამუშაო ადგილია დამატებით.

4. არნახული შესაძლებლობები იხსნება ე.წ. ელექტრონული მთავრობის მიმართულებით. ფაქტიურად, იდეალური დროა უმეტესობა სამთავრობო სერვისის ელექტრონულად მიწოდებაზე გადასასვლელად. თუკი აქამდე არაერთი შეზღუდვა არსებობდა (მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე), ეხლა საუკეთესო დროა ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებისთვის. ესტონეთისა და სინგაპურის მაგალითებით, ეს შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის ეფექტურობას, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე.

5. თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებას შევთავაზოთ საქართველო, როგორც დაცული (safe heaven) და უსაფრთხო ქვეყანა. სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად.

ნებისმიერი ასეთი დონის კრიზისს ყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენ შეგვიძლია ყურები ჩამოვყაროთ და დავმარცხდეთ ან გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ!" - წერს ქადაგიძე.