სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს..არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია" - ლევან რატიანი
"ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს..არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია" - ლევან რატიანი

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღეს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მათ კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ტეს­ტის პა­სუხს მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ელო­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, გან­გი­მარ­ტავთ, რომ 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ოჯა­ხის წევ­რს ჰქონ­და ცხე­ლე­ბის ეპი­ზო­დი და ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ არ იცო­და ეპიდ­კე­რა. იცო­და და უნდა ვთქვა, რომ მისი ახალ­გაზ­რდა შვი­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში და ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ტესტს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცით ქალ­ბა­ტონს, სა­ი­დან გა­და­ე­დო ინ­ფექ­ცია და ვი­ცით, ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს არ­სე­ბო­ბა“, -გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 62 წლის ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უკვე მოხ­სნი­ლია აპა­რა­ტი­დან სტა­ბი­ლუ­რია, ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­იხ­სნე­ბა მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან 80 წლის პა­ცი­ენ­ტიც.

„რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ორ ძველ პა­ცი­ენტს, პირ­ველ და მე­ო­რე ქალ­ბა­ტონს, 62 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მოხ­სნი­ლი გვყავს აპა­რა­ტი­დან, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია, ხვა­ლის­თვის გა­და­ვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი 80 წლის, რო­მე­ლიც არის, რო­მე­ლიც ასე­ვე ძვე­ლი პა­ცი­ენ­ტია, ისიც გა­მარ­ტი­ვე­ბულ რე­ჟიმ­ზეა და ალ­ბათ, რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­იხ­სნე­ბა მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სუ­ლებს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რია 13 წლის ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა“, -გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან დის­ტან­ცია.

„ერთი რამ მინ­და ვუ­თხრა კი­დევ მთელ ჩვენს ქვე­ყა­ნას და თქვენც, რაც შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ ერ­თმა­ნე­თის­გან, რად­გან არა­ვინ ვი­ცით ამ ვირუ­სის სტრა­ტე­გია, მე პი­რა­დად თქვენ მო­გი­წო­დებთ, ნუ და­დი­ხართ ასე და ნუ ეხუ­ტე­ბით ერ­თმა­ნეთს. დავ­ცილ­დეთ ერ­თმა­ნეთს“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 170-ს შე­ად­გენს, მათ­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 36 პა­ცი­ენ­ტი. გარ­და­იც­ვა­ლა 2 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს..არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია" - ლევან რატიანი

"ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს..არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია" - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს მისი შვილიშვილი ელოდება.

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა, განგიმარტავთ, რომ 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ მისი ახალგაზრდა შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით ქალბატონს, საიდან გადაედო ინფექცია და ვიცით, ინფექციის წყაროს არსებობა“, -განაცხადა რატიანმა.

მან ასევე ისაუბრა სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ლევან რატიანის განცხადებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც უკვე მოხსნილია აპარატიდან სტაბილურია, ასევე, სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან 80 წლის პაციენტიც.

„რაც შეეხება ჩვენს ორ ძველ პაციენტს, პირველ და მეორე ქალბატონს, 62 წლის ქალბატონი, რომელიც მოხსნილი გვყავს აპარატიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხვალისთვის გადავა განყოფილებაში, მეორე ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის, რომელიც ასევე ძველი პაციენტია, ისიც გამარტივებულ რეჟიმზეა და ალბათ, რამოდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა“, -განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც მოუწოდებს, დაიცვან დისტანცია.

„ერთი რამ მინდა ვუთხრა კიდევ მთელ ჩვენს ქვეყანას და თქვენც, რაც შეიძლება დისტანცირებული ვიყოთ ერთმანეთისგან, რადგან არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 170-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 266-მდე გაიზარდა