პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროდუქტები მარტოხელა მოხუცებთან ბინაზე მიგვაქვს" - "წითელი ჯვარი" Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ორგანიზაციის გეგმები
"პროდუქტები მარტოხელა მოხუცებთან ბინაზე მიგვაქვს" - "წითელი ჯვარი" Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ორგანიზაციის გეგმები

Covid-19-ის პან­დე­მი­ას სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "წი­თე­ლი ჯვა­რიც" ებ­რძვის. ორ­გა­ნი­ზა­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მცხოვ­რებ 15 000-მდე მარ­ტო­ხე­ლა, ხან­დაზ­მულ პირს უწევს დახ­მა­რე­ბას.

კონ­კრე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს "წი­თე­ლი ჯვრის" ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და რო­გორ ეხ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას - ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენტს ნა­თია ლო­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- რო­გორ არის ჩარ­თუ­ლი "წი­თე­ლი ჯვა­რი" სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში?

- "წი­თე­ლი ჯვა­რი" არის ერთ-ერთი ფრონ­ტის ხაზ­ზე მდგომ­თა­გა­ნი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს "წი­თელ­მა ჯვარ­მა", რო­გორც კი ვირუ­სი გავ­რცელ­და ჩი­ნეთ­ში და შემ­დეგ ევ­რო­პა­შიც, მა­შინ­ვე და­ვი­ჭი­რეთ თა­და­რი­გი. და­ვი­წყეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და შეს­წავ­ლა სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე.

პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ავი­ღეთ ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და და­ვი­წყეთ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიგ­ნით სწავ­ლე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ ისე­დაც მუდ­მი­ვად ვამ­ზა­დებთ მო­ხა­ლი­სე­ებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის­თვის. თუმ­ცა ეს შემ­თხვე­ვა იყო სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი და ცხა­დია, მზად არ ვი­ყა­ვით. დატ­რე­ნინ­გე­ბა იან­ვრის და­სა­წყი­სი­დან და­ვი­წყეთ, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში უკვე ჩვე­ნი 39-ვე ფი­ლი­ა­ლი ჩარ­თუ­ლი გვყავ­და. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი ფი­ლი­ა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მე­ნე­ჯმენ­ტი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და გა­და­ვამ­ზა­დეთ, ხოლო მათ თა­ვის მხრივ და­ატ­რე­ნინ­გეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­ვავ­რცე­ლეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლა COVID-19 ის შე­სა­ხებ ქარ­თულ, ინ­გლი­სურ, სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდ­მა ნა­წილ­მა, მი­ლი­ონ ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­გან მი­ი­ღო. ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ ასე­ვე აე­რო­პორ­ტში და თერ­მოს­ტრინგზე პერ­სო­ნალს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რას მო­ი­ცავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის ფარ­გლებ­ში, რო­გორ ეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას?

- "წი­თე­ლი ჯვა­რი" პირ­ველ რიგ­ში აწარ­მო­ებს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით. ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი კა­რან­ტინ­ში მყო­ფე­ბის­თვი­საც ატა­რე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს. ეს დის­ტან­ცი­უ­რად ხდე­ბა, რე­კა­ვენ დღე­ში მი­ნი­მუმ ორ­ჯერ და პა­სუხს სცე­მენ ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე. ასე­ვე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ მო­წო­დე­ბულ სი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მი­დი­ან კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თებ­ზე და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებს აწ­ვდი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფებს - მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­აქვთ სურ­სა­თი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხი იყოს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, თუ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან და ვერ გა­მო­დი­ან სახ­ლი­დან, ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­დი­ან მათ­თან და ეხ­მა­რე­ბი­ან .

გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან და პრო­დუქ­ტე­ბი უკვე გამ­გე­ო­ბებ­თან ერ­თად მიგ­ვაქვს ბი­ნა­ზე 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ და მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცებ­თან. ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გვაქვს, ყვე­ლა ფი­ლი­ა­ლი ამ სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლია. შე­მო­დის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და ამის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა. შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის­თვის არის გა­მო­ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი, რო­მელ­საც მე­რია უწევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იცი­ან ამის შე­სა­ხებ და ისი­ნი იმ პრო­დუქ­ტე­ბით გვეხ­მა­რე­ბი­ან, რაც ჩვენს პა­კეტ­შია გა­წე­რი­ლი. ეს იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა ჯან­დაც­ვის სფე­როს გა­მოწ­ვე­ვაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ურტყამს სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­საც, ანუ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არ­სე­ბობს ეს გა­მოწ­ვე­ვა.

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­თან მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი, სა­ი­და­ნაც პი­რებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, სტრე­სის მარ­თვის კუ­თხით რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. შევ­ქმე­ნით ერ­თი­ა­ნი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა და ქვე­ყა­ნა­ში მყოფ ფსი­ქო­ლო­გებს მო­ვუ­წო­დებთ, ჩა­ერ­თონ ამ ცხელ ხაზ­ში, მა­თაც ჰქონ­დეთ ტე­ლე­ფო­ნი და სახ­ლი­დან გა­უ­წი­ონ მომ­სა­ხუ­რე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, რად­გან იმ­დე­ნად დი­დია მო­თხოვ­ნა, მხო­ლოდ ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამას ვერ წვდე­ბი­ან.

ვი­ცო­დით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბო­და სპონ­ტა­ნუ­რი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ ამ მხრი­ვაც მუ­შა­ო­ბა. გაჩ­ნდა მო­ხა­ლი­სე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი არამ­ხო­ლოდ მათ­თვის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვი­საც.

- რო­გორ ერ­თვე­ბი­ან თქვენს პროგ­რა­მა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს ამის­თვის?

- ძა­ლი­ან ბევ­რია სპონ­ტა­ნუ­რი მო­ხა­ლი­სე­ო­ბის მსურ­ვე­ლი. ამის­თვის ჩვენ გა­ვა­კე­თეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა. "ომე­დია ჯგუფ­მა" უსას­ყიდ­ლოდ შეგ­ვიქ­მნა იგი. ყვე­ლას შე­უძ­ლია და­რე­გის­ტრირ­დეს სპე­ცი­ა­ლურ ბმულ­ზე, გა­ი­ა­რონ ტეს­ტი­რე­ბა და შემ­დეგ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკავ­შირ­დე­ბა მათ და გან­სა­ზღვრავს სად გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, საკ­ვე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა­ში თუ - სად. გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა მო­ხა­ლი­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც მთა­ვა­რია, აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მათ უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვის შე­სას­წავ­ლად. ჩვენც ვუ­ერ­თდე­ბით მო­წო­დე­ბას - დარ­ჩი სახ­ლში და მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვრთავთ მო­ხა­ლი­სე­ებს.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში?

- ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ თუ გაჩ­ნდა ქვე­ყა­ნა­ში სა­ჭი­რო­ე­ბა, ჩვენ ჩა­ვერ­თვე­ბით სწრაფ ტეს­ტებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩვენც გა­ვა­კე­თებთ სწრაფ ტეს­ტებს. შეგ­ვიძ­ლია გავ­ტეს­ტოთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა ხაზ­ზე იბ­რძვი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პროდუქტები მარტოხელა მოხუცებთან ბინაზე მიგვაქვს" - "წითელი ჯვარი" Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ორგანიზაციის გეგმები

"პროდუქტები მარტოხელა მოხუცებთან ბინაზე მიგვაქვს" - "წითელი ჯვარი" Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე და ორგანიზაციის გეგმები

Covid-19-ის პანდემიას სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად საქართველოში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "წითელი ჯვარიც" ებრძვის. ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 15 000-მდე მარტოხელა, ხანდაზმულ პირს უწევს დახმარებას.

კონკრეტულად რას მოიცავს "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული საქმიანობა პანდემიის პირობებში და როგორ ეხმარება მოსახლეობას - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს დაუკავშირდა:

- როგორ არის ჩართული "წითელი ჯვარი" საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში?

- "წითელი ჯვარი" არის ერთ-ერთი ფრონტის ხაზზე მდგომთაგანი მთელს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, საქართველოს "წითელმა ჯვარმა", როგორც კი ვირუსი გავრცელდა ჩინეთში და შემდეგ ევროპაშიც, მაშინვე დავიჭირეთ თადარიგი. დავიწყეთ ორგანიზაციის საქმიანობაზე დაკვირვება და შესწავლა სხვა ქვეყნების მაგალითზე.

პირველი, რაც გავაკეთეთ, ავიღეთ ჯანმოს რეკომენდაციები და დავიწყეთ ჩვენი ორგანიზაციის შიგნით სწავლება-გადამზადება. მოგეხსენებათ, ჩვენ ისედაც მუდმივად ვამზადებთ მოხალისეებს საგანგებო მდგომარეობებისთვის. თუმცა ეს შემთხვევა იყო სრულიად უცნობი და ცხადია, მზად არ ვიყავით. დატრენინგება იანვრის დასაწყისიდან დავიწყეთ, თებერვლის დასაწყისში უკვე ჩვენი 39-ვე ფილიალი ჩართული გვყავდა. ჩამოვიყვანეთ თითოეული ფილიალის წარმომადგენელი, მენეჯმენტი, მოხალისეები და გადავამზადეთ, ხოლო მათ თავის მხრივ დაატრენინგეს თანამშრომლები.

გავავრცელეთ საინფორმაციო მასალა COVID-19 ის შესახებ ქართულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა, მილიონ ნახევარზე მეტმა, ეს ინფორმაცია ჩვენგან მიიღო. ჩვენი მოხალისეები გავიდნენ ასევე აეროპორტში და თერმოსტრინგზე პერსონალს ეხმარებოდნენ.

- კონკრეტულად, რას მოიცავს ორგანიზაციის ჰუმანიტარული საქმიანობა პანდემიის ფარგლებში, როგორ ეხმარებით საქართველოს მოსახლეობას?

- "წითელი ჯვარი" პირველ რიგში აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს ცნობიერების ამაღლების კუთხით. ჩვენი მოხალისეები კარანტინში მყოფებისთვისაც ატარებენ საინფორმაციო კამპანიებს. ეს დისტანციურად ხდება, რეკავენ დღეში მინიმუმ ორჯერ და პასუხს სცემენ ყველა შეკითხვაზე. ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ სიებზე დაყრდნობით, ჩვენი მოხალისეები მიდიან კონკრეტულ მისამართებზე და პირველადი დახმარების პროდუქტებს აწვდიან თვითიზოლაციაში მყოფებს - მათ, ვისაც ეს სჭირდება. კვირაში რამდენჯერმე მიაქვთ სურსათი, ჰიგიენური საშუალებები და ბავშვებისთვის საჭირო ნივთები. არ არის აუცილებელი ოჯახი იყოს სოციალურად დაუცველი, თუ თვითიზოლაციაში არიან და ვერ გამოდიან სახლიდან, ჩვენი მოხალისეები სპეციალური აღჭურვილობით მიდიან მათთან და ეხმარებიან .

გავაფორმეთ მემორანდუმი თბილისის მერიასთან და პროდუქტები უკვე გამგეობებთან ერთად მიგვაქვს ბინაზე 70 წელს გადაცილებულ და მარტოხელა მოხუცებთან. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, ყველა ფილიალი ამ სისტემაში ჩართულია. შემოდის შემოწირულობა და ამის გადანაწილება ხდება. შემოწირულობებისთვის არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, რომელსაც მერია უწევს ზედამხედველობას, ბიზნესის წარმომადგენლებმა იციან ამის შესახებ და ისინი იმ პროდუქტებით გვეხმარებიან, რაც ჩვენს პაკეტშია გაწერილი. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ხანდაზმული ადამიანები არ გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გამოწვევა ჯანდაცვის სფეროს გამოწვევაა, მაგრამ ძალიან ურტყამს სოციალურ სფეროსაც, ანუ სოციალური გამოწვევაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ეს გამოწვევა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი, საიდანაც პირებს შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება, სტრესის მართვის კუთხით რჩევები და რეკომენდაციები. შევქმენით ერთიანი ფსიქო-სოციალური პლატფორმა და ქვეყანაში მყოფ ფსიქოლოგებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ ცხელ ხაზში, მათაც ჰქონდეთ ტელეფონი და სახლიდან გაუწიონ მომსახურება ბენეფიციარებს, რადგან იმდენად დიდია მოთხოვნა, მხოლოდ ჩვენი ფსიქოლოგები ამას ვერ წვდებიან.

ვიცოდით, რომ აუცილებლად გაჩნდებოდა სპონტანური მოხალისეების საჭიროება და აქტიურად დავიწყეთ ამ მხრივაც მუშაობა. გაჩნდა მოხალისეობის ინიციატივები, დავიწყეთ ინტენსიური ტრენინგები არამხოლოდ მათთვის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთათვისაც.

- როგორ ერთვებიან თქვენს პროგრამაში მოხალისეები და რა კრიტერიუმები არსებობს ამისთვის?

- ძალიან ბევრია სპონტანური მოხალისეობის მსურველი. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პლატფორმა. "ომედია ჯგუფმა" უსასყიდლოდ შეგვიქმნა იგი. ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს სპეციალურ ბმულზე, გაიარონ ტესტირება და შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი უკავშირდება მათ და განსაზღვრავს სად გვჭირდება დახმარება, სუპერმარკეტებში, საკვების ადგილზე მიტანაში თუ - სად. განაწილება ხდება მოხალისის საცხოვრებელი უბნის გათვალისწინებით. რაც მთავარია, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მათ უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები ყველა საჭირო უნარ-ჩვევის შესასწავლად. ჩვენც ვუერთდებით მოწოდებას - დარჩი სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვრთავთ მოხალისეებს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში?

- ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ თუ გაჩნდა ქვეყანაში საჭიროება, ჩვენ ჩავერთვებით სწრაფ ტესტებში და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენც გავაკეთებთ სწრაფ ტესტებს. შეგვიძლია გავტესტოთ სამედიცინო პერსონალი, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან.

"შემოგვემატა 13 წლის ბავშვი" - ლევან რატიანი კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებულების მდგომარეობაზე

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, უკან მიაქვს სიტყვები, რომელიც სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორ შეიცვალა ექსპრემიერის მდგომარეობა პანდემიის ფონზე