პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის
ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის

ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის გული შე­რე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი­თაა სავ­სე. ერ­თის მხრივ, ის ბუ­ნებ­რი­ვი წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვაქვს ამ გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­ი­თხოვს თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­გან მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბას, რათა შევ­ძლოთ, გა­დავ­ლა­ხოთ შფოთ­ვა, ღელ­ვა, შიში, სი­მარ­ტო­ვე და დარ­დი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო.

მე­ო­რეს მხრივ, ეს ღრმა და და­ძა­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ძლი­ე­რი გრძნო­ბა, სულ­გრძე­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მხრი­დან, კი­დევ უფრო მეტ ოპ­ტი­მიზმს მაძ­ლევს, რომ ჩვენ შევ­ძლებთ, ერ­თად გა­დავ­ლა­ხოთ მსოფ­ლიო კრი­ზი­სი - ჩვე­ნი თა­ო­ბე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვა.

ჩვენ საქ­მე გვაქვს უნი­კა­ლურ კრი­ზის­თან. თუმ­ცა ყვე­ლა ჩვენ­გან­მა, ვინც მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობს, სწავ­ლობს თუ ტრე­ნინ­გებს გა­დის, კარ­გად იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ კრი­ზის­ში იმა­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს ის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი დიდსუ­ლოვ­ნე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა, რომ გა­მოვ­ხა­ტოთ ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა თუნ­დაც უბ­რა­ლო სი­ტყვი­თა თუ ჟეს­ტით.

ჩვენ ახლა ერ­თმა­ნე­თის­თვის ძალა და და­საყ­რდე­ნი ვართ, ისევ და ისევ ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად. ესაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­ცხოვ­როთ, გა­ვი­აზ­როთ და ვის­წავ­ლოთ იზო­ლა­ცი­ის ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბი­თა და საქ­მით გა­მოვ­ხა­ტოთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გა­მოგ­ვარ­ჩევ­და ჩვენ, ვინც ვმუ­შა­ობთ და ვსწავ­ლობთ ისეთ ინ­დუსტრი­ა­ში, რო­გო­რიც ჩვე­ნია - შექ­მნი­ლი ხალ­ხის მიერ და ხალ­ხის­თვის, იქ სა­დაც ზრუნ­ვა და ემ­პა­თია არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, საკ­მა­ოდ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში თუ გვეძ­ლე­ვა ამ­გვა­რი აშ­კა­რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ყოთ მხარ­და­ჭე­რის ვექ­ტო­რე­ბი სხვე­ბის­თვის.

სახ­ლში - ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, სამ­სა­ხუ­რებ­ში - თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვი­ყოთ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სი­ტყვი­ა­ნი მე­სი­ჯით მო­ვი­კი­თხოთ ისი­ნი, ვინც გაგ­ვახ­სენ­დე­ბა და ვის­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მო­დით ვი­ყოთ მათ შო­რის, ვინც ამ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს იმ ფუნ­და­მენ­ტად, რო­მელ­ზე­დაც და­ა­შე­ნებს უფრო ჰუ­მა­ნურ, უფრო ბრძენ და აუ­ცი­ლებ­ლად უფრო პო­ზი­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მად­ლო­ბა, დიდი მად­ლო­ბა ჩემი გუ­ლი­დან თი­თე­ულ თქვენ­განს. ვი­მე­დოვ­ნებ, საკ­მა­ოდ მალე ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ხელს ჩა­მო­ვარ­თმევთ და სი­ა­მა­ყით ვი­ტყვით, რომ კრი­ზი­სი ერ­თად გა­დავ­ლა­ხეთ გა­ბე­დუ­ლად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მოგ­ვარ­ჩევ­და ყვე­ლას ჩვენ, ვინც ლე რო­შეს ნა­წილს წარ­მო­ვად­გენთ. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თა­ვებს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ნა­თე­ლი სული თქვენს გუ­ლებ­ში! კარ­ლოს დიეზ დე ლას­ტრა, მას­პინ­ძლო­ბის სკო­ლა „ლე როშე“ - ს რექ­ტო­რი.

Les Roches-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის პროგ­რა­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­მე წე­ლია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შვე­ი­ცა­რუ­ლი სკო­ლა, ლე რო­შეს ტუ­რიზ­მის და სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე სას­წავ­ლე­ბე­ლია. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფო­მა­ცია პროგ­რა­მის შე­სა­ხებ იხი­ლეთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის

ლეროშეს რექტორის, კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვა ტურიზმის სექტორისთვის

ყველა ჩვენგანის გული შერეული ემოციებითაა სავსე. ერთის მხრივ, ის ბუნებრივი წუხილი, რომელიც ყველას გვაქვს ამ გაურკვეველ სიტუაციაში, მოითხოვს თითეული ჩვენგანისგან მაქსიმუმის გაკეთებას, რათა შევძლოთ, გადავლახოთ შფოთვა, ღელვა, შიში, სიმარტოვე და დარდი ჩვენი საყვარელი ადამიანების გამო.

მეორეს მხრივ, ეს ღრმა და დაძაბული გამოცდილება, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა, სულგრძელობა და სოლიდარობა თითეული ჩვენგანის მხრიდან, კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად გადავლახოთ მსოფლიო კრიზისი - ჩვენი თაობებისთვის უპრეცედენტო გამოწვევა.

ჩვენ საქმე გვაქვს უნიკალურ კრიზისთან. თუმცა ყველა ჩვენგანმა, ვინც მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობს, სწავლობს თუ ტრენინგებს გადის, კარგად იცის, რომ ნებისმიერ კრიზისში იმალება შესაძლებლობები. ეს ის შესაძლებლობაა, სადაც საშუალება გვაქვს, ვაჩვენოთ ჩვენი დიდსულოვნება და მოვალეობისადმი ერთგულება, რომ გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც უბრალო სიტყვითა თუ ჟესტით.

ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ესაა შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ, გავიაზროთ და ვისწავლოთ იზოლაციის ამ კვირების განმავლობაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქმედებითა და საქმით გამოვხატოთ ის ღირებულებები, რომლებიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენ, ვინც ვმუშაობთ და ვსწავლობთ ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც ჩვენია - შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისთვის, იქ სადაც ზრუნვა და ემპათია არის მთავარი მიზანი. ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გვეძლევა ამგვარი აშკარა შესაძლებლობა, ვიყოთ მხარდაჭერის ვექტორები სხვებისთვის.

სახლში - ჩვენი ოჯახის წევრებთან, სამსახურებში - თანამშრომლებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებიანი, და თუნდაც რამდენიმე სიტყვიანი მესიჯით მოვიკითხოთ ისინი, ვინც გაგვახსენდება და ვისთანაც გარკვეული ურთიერთობა გვაქვს. მოდით ვიყოთ მათ შორის, ვინც ამ გამოცდილებას გამოიყენებს იმ ფუნდამენტად, რომელზედაც დააშენებს უფრო ჰუმანურ, უფრო ბრძენ და აუცილებლად უფრო პოზიტიურ საზოგადოებას.

მადლობა, დიდი მადლობა ჩემი გულიდან თითეულ თქვენგანს. ვიმედოვნებ, საკმაოდ მალე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხელს ჩამოვართმევთ და სიამაყით ვიტყვით, რომ კრიზისი ერთად გადავლახეთ გაბედულად, პასუხისმგებლობით და იმ დამოკიდებულებით, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ყველას ჩვენ, ვინც ლე როშეს ნაწილს წარმოვადგენთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შეინარჩუნეთ ნათელი სული თქვენს გულებში! კარლოს დიეზ დე ლასტრა, მასპინძლობის სკოლა „ლე როშე“ - ს რექტორი.

Les Roches-ს საერთაშორისო სასტუმროების მართვის პროგრამა, საქართველოში მესამე წელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. შვეიცარული სკოლა, ლე როშეს ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის მსოფლიოს მოწინავე სასწავლებელია. დამატებითი ინფომაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

"სიგარეტის ან საკვების სანაცვლოდ პაციენტებს ტუალეტს და ეზოს ასუფთავებინებენ" - ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც ძალადობა და უხეში მოპყრობა გამოვლინდა

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

კომპანია "ნიკორა ტრეიდმა" თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო