მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

ავ­სტრა­ლი­ა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და და­ი­წყეს. ვაქ­ცი­ნე­ბი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის, Inovio Pharmaceutical-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი დარ­თო მათ ნება ტეს­ტი­რე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე და­ი­წყონ.

რო­გორც BBC წერს, ავტრა­ლი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­მოც­დი­ან, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს ვაქ­ცი­ნე­ბი და უსაფრ­თხოა თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­სულ დღე­ებ­ში CSIRO-ს (ავ­სტრა­ლი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო და ინ­დუსტრი­უ­ლი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია) გუნ­დმა ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და პა­ტა­რა, ბეწ­ვი­ან ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე და­ი­წყო, რომ­ლებ­შიც კო­რო­ნა­ვირუ­სი ისე­ვე ვრცელ­დე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად და რო­გორც BBC წერს, ამ ეტაპ­ზე, სულ მცი­რე, 20 ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. CSIRO-მ კი აირ­ჩია იმ ორი ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­არ­ჩია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა.

  • რო­დის ეცო­დი­ნე­ბათ მეც­ნი­ე­რებს, მოქ­მე­დებს თუ არა ვაქ­ცი­ნა და უსაფრ­თხოა თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის?

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცხო­ვე­ლებ­ზე ტეს­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გი ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში უნდა იყოს. წარ­მა­ტე­ბის შე­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნე­ბი გა­და­ვა კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ნე­ბის­მი­ერ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის, შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნის გა­მო­ჩე­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე დაჩ­ქარ­დეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი და ამ­ბო­ბენ, რომ ამის­თვის მი­ნი­მუმ 18 თვეა სა­ჭი­რო.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ოს 203 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 936 436 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 47 250 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 194 585 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

ავსტრალიაში მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს. ვაქცინები ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანიის, Inovio Pharmaceutical-ის მეცნიერებმა შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი დართო მათ ნება ტესტირება ცხოველებზე დაიწყონ.

როგორც BBC წერს, ავტრალიის მეცნიერებათა ეროვნულ სააგენტოში გამოცდიან, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინები და უსაფრთხოა თუ არა ადამიანებისთვის.

მკვლევრები ამბობენ, რომ ვაქცინაზე მუშაობა უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობს.

გასულ დღეებში CSIRO-ს (ავსტრალიის თანამეგობრობის სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევითი ორგანიზაცია) გუნდმა ვაქცინის გამოცდა პატარა, ბეწვიან ძუძუმწოვრებზე დაიწყო, რომლებშიც კორონავირუსი ისევე ვრცელდება, როგორც ადამიანებში.

მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად და როგორც BBC წერს, ამ ეტაპზე, სულ მცირე, 20 ვაქცინაზე მუშაობენ. CSIRO-მ კი აირჩია იმ ორი ვაქცინის ტესტირება, რომელიც შეარჩია საერთაშორისო კონსორციუმმა.

  • როდის ეცოდინებათ მეცნიერებს, მოქმედებს თუ არა ვაქცინა და უსაფრთხოა თუ არა ადამიანებისთვის?

მეცნიერები ამბობენ, რომ ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგი ივნისის დასაწყისში უნდა იყოს. წარმატების შეთხვევაში, ვაქცინები გადავა კლინიკურ კვლევებში, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ლაბორატორიაში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, შესაძლოა, ვაქცინის გამოჩენა მედიკამენტების ბაზარზე დაჩქარდეს, მაგრამ ამავდროულად, არიან ექსპერტები, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ამბობენ, რომ ამისთვის მინიმუმ 18 თვეა საჭირო.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ამ ეტაპზე მსოფლიოს 203 ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, 936 436 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 47 250 გარდაიცვალა, ხოლო 194 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან