მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

D ვი­ტა­მი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. იგი გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ კალ­ცი­უ­მის, ძვლი­სა და კუნ­თის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, არა­მედ მოქ­მე­დებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა­ზე და არე­გუ­ლი­რებს ორ­გა­ნიზ­მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი გავ­ლე­ნა აქვს D ვი­ტა­მინს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, დღე­ის­თვის უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ იგი არის მძლავ­რი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რი. რას ნიშ­ნავს ეს?! იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა უჯრე­დის ზე­და­პირ­ზე არის D ვი­ტა­მი­ნის რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც D ვი­ტა­მი­ნი არე­გუ­ლი­რებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაც­ვას უდი­დე­სი როლი აქვს დღეს, COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის დროს. კარ­გად ვი­ცით, რომ ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გვი­ცავს შე­მოჭ­რი­ლი პა­თო­გე­ნე­ბის­გან, მათ შო­რის ვირუ­სე­ბის, ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტოქ­სი­ნე­ბის­გან. ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ია­რა­ღია ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში. იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი, ჯან­სა­ღი კვე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი.

ვი­ტა­მი­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ტა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბა საკ­ვებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ადა­მი­ა­ნი სრულ­ფა­სოვ­ნად იკ­ვე­ბე­ბა, სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­საც იღებს. თუმ­ცა D ვი­ტა­მი­ნი ამ მხრივ ნამ­დვი­ლად გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს. მწი­რია იმ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც უხ­ვად შე­ი­ცავს D ვი­ტა­მინს, ასე­თია ძი­რი­თა­დად ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი და სოკო. მცი­რე ოდე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს ასე­ვე შე­ი­ცავს კვერ­ცხი. სა­ზღვარ­გა­რეთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უამ­რა­ვი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია გამ­დიდ­რე­ბუ­ლი D ვი­ტა­მი­ნით, მაგ., ხი­ლის წვე­ნებს, რძეს, მარ­ცვლე­ულს ხე­ლოვ­ნუ­რად და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს D ვი­ტა­მი­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რია. ჩვენს ბა­ზარ­ზე D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის. D ვი­ტა­მინ­ზე დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მზე, რამ­დე­ნა­დაც ჩვენს კან­ში მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი B სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა D ვი­ტა­მი­ნის წარ­მოქ­მნა. თუმ­ცა, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში D ვი­ტა­მი­ნის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა მზის მეშ­ვე­ო­ბით სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რთუ­ლია. ამ­ჟა­მად გა­ზა­ფხუ­ლი და­ი­წყო, თუმ­ცა COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვე­ნი, ექი­მე­ბის, მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­ჩეს შინ, არ გა­მო­ვი­დეს გა­რეთ, რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის ხელ­შემ­წყობ პი­რო­ბას.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რო­მე­ლი ვი­ტა­მი­ნის ან მი­ნე­რა­ლის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, D ვი­ტა­მი­ნი ამ მხრივ ერთ-ერთი ლი­დე­რია. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის გარ­და, D ვი­ტა­მინს გარ­კვე­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და­იც­ვას სა­სუნ­თქი სის­ტე­მა, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც ასე­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა COVID-19.

რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით სიკ­ვდი­ლო­ბა მა­ღა­ლია ასა­კოვ­ნებ­ში და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ვირუ­სე­ბი ად­ვი­ლად ერე­ვა და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე პი­რებს. D ვი­ტა­მინს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რებ­ში, რო­მელ­თაც აქვთ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი.

D ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ­ცი­რებს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის რისკს, არე­გუ­ლი­რებს ცი­ტო­კი­ნე­ბის წარ­მოქ­მნას, ამ­ცი­რებს გრი­პის ვირუ­სით ავა­დო­ბას. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ D ვი­ტა­მი­ნი შე­საძ­ლოა ასე­ვე ჰქონ­დეს გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კზეც. COVID-19-ის მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში გვაქვს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ზე-რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა, ვი­თარ­დე­ბა ერ­თგვა­რი მან­კი­ე­რი წრე, რო­დე­საც გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ცი­ტო­კი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუს­ზე მე­ტად აზი­ა­ნე­ბენ სა­კუ­თარ უჯრე­დებ­სა და ორ­გა­ნო­ებს, რაც ზრდის კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლო­ბის რისკს. ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა აქაც D ვი­ტა­მინს ჰქონ­დეს თა­ვი­სი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი როლი.

ამ­ჟა­მად ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით, D ვი­ტა­მინს აქვს თუ არა რა­ი­მე როლი COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმ­ძი­მის გან­სა­ზღვრა­ში, თუმ­ცა ვი­ცით, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კარ­გი ხე­ლის­შემ­წყო­ბია. ამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მისი ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, მხო­ლოდ კვე­ბით ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. საკ­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის 10-20%-ის მი­ღე­ბა. D ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­როა მზე, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა დარ­ჩი სახ­ლში და არ გახ­ვი­დე გა­რეთ, ეხლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი ნორ­მის მი­ღე­ბა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ა.წ. 23 მარტს ევ­რო­პის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ (ESE) გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია COVID-19-ისა და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც გა­კე­თე­ბუ­ლია აქ­ცენ­ტი D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ფხვრი­სა და D ვი­ტა­მი­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბი, თუ რა არის ის ოპ­ტი­მა­ლუ­რი და უსაფრ­თხო დოზა და რე­ჟი­მი, რომ მოხ­დეს D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და არ მოხ­დეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზი­რე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ხში­რად ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ცაა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მი­თა და კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა სხვა­დას­ხვა დამ­ყო­ლო­ბით. ამ ჰე­ტე­რო­გე­ნუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ტა­ნოთ რა­მო­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა: 1. D ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა დო­ზით 800 სე - ბავ­შვებ­ში და 2000 სე - ზრდას­რუ­ლებ­ში სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა სის­ხლში D ვი­ტა­მი­ნის გან­სა­ზღვრი­სა და კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. 2. იმი­სათ­ვის, რომ D ვი­ტა­მინ­მა იმუ­შა­ოს, რო­გორც მძლავ­რმა იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტორ­მა უმ­ჯო­ბე­სია იგი მი­ი­ღოთ ყო­ველ­დღი­უ­რად. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, რე­ჟი­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც D ვი­ტა­მი­ნის ერ­თბა­შად დიდი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბო­და, მაგ., კვი­რა­ში ან თვე­ში ერთხელ, არ გა­მოდ­გა ეფექ­ტუ­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. 3. D ვი­ტა­მი­ნის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე, რამ­დე­ნა­დაც იზ­რდე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი ძა­ლე­ბი. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მისი როლი შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. 4. დო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის 800 სე ბავ­შვებ­ში და 2000 სე მოზ­რდი­ლებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად, ამ დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბევ­რად მა­ღა­ლი დო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მერ­ყე­ობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღე­ში. D ვი­ტა­მი­ნის სამ­კურ­ნა­ლო დო­ზი­რე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ექი­მის მიერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტის წო­ნის, ასა­კის, თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დო­ზი­რე­ბის მო­სა­ხერ­ხე­ბელ და სრულ სპექტრს გვთა­ვა­ზობს გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ველ­ტფარ­მას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის D ვი­ტა­მი­ნი დეტ­რი­ვი­ტი, რო­მელ­საც აქვს რო­გორც კარ­გი საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო დოზა 2000 სე, ისე სამ­კურ­ნა­ლო დო­ზე­ბი ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის: დეტ­რი­ვი­ტი ფორ­ტე 5000 სე და დეტ­რი­ვი­ტი მაქ­სი 10,000 სე. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში თუკი სის­ხლში D ვი­ტა­მი­ნის გან­სა­ზღვრის გა­რე­შე გეგ­მავს მი­ი­ღოს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი დო­ზე­ბი ბავ­შვებ­თან არ გა­მო­ი­ყე­ნონ 800 სე-ზე მეტი დღი­უ­რად, ხოლო ზრდას­რუ­ლებ­მა არ გა­და­ა­ჭარ­ბონ 2000 სე/დღე­ში. ამ დო­ზით D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე. ხოლო D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირი და­უ­კავ­შირ­დეთ მკურ­ნალ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, რო­მე­ლიც მო­ახ­დეს სამ­კურ­ნა­ლო დო­ზი­სა და ხან­გრძლი­ვო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ვას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი: სა­ქარ­თვე­ლოს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის (GAEM) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, კლი­ნი­კა ჰელ­სი­კო­რის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­თია ვა­შაყ­მა­ძე.

ილო
2

წარმატებები ქალბატონო ნათია .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კალციუმის, ძვლისა და კუნთის ჯანმრთელობაზე, არამედ მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს D ვიტამინს იმუნურ სისტემაზე, დღეისთვის უკვე დადასტურებულია, რომ იგი არის მძლავრი იმუნომოდულატორი. რას ნიშნავს ეს?! იმუნური სისტემის პრაქტიკულად ყველა უჯრედის ზედაპირზე არის D ვიტამინის რეცეპტორები, რომლის მეშვეობითაც D ვიტამინი არეგულირებს იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

იმუნური სისტემის დაცვას უდიდესი როლი აქვს დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს. კარგად ვიცით, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გვიცავს შემოჭრილი პათოგენებისგან, მათ შორის ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვადასხვა ტოქსინებისგან. ძლიერი იმუნური სისტემა უმნიშვნელოვანესი იარაღია ინფექციებთან ბრძოლაში. იმუნურ სისტემას აძლიერებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.

ვიტამინებს რაც შეეხება, ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი სრულფასოვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. მწირია იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც უხვად შეიცავს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი და სოკო. მცირე ოდენობით D ვიტამინს ასევე შეიცავს კვერცხი. საზღვარგარეთ ევროპასა და ამერიკაში უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგ., ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად დამატებული აქვს D ვიტამინი. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები პრაქტიკულად არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად გაზაფხული დაიწყო, თუმცა COVID-19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხის გათვალისწინებით ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, არ გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.

რესპირატორული ვირუსული ინფექციებით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსები ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს. D ვიტამინს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ D ვიტამინის დეფიციტი.

D ვიტამინის დანამატების გამოყენება ამცირებს რესპირატორული ინფექციების რისკს, არეგულირებს ციტოკინების წარმოქმნას, ამცირებს გრიპის ვირუსით ავადობას. ვარაუდობენ, რომ D ვიტამინი შესაძლოა ასევე ჰქონდეს გარკვეული გავლენა COVID-19-ით ინფიცირების რისკზეც. COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში გვაქვს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობა, ვითარდება ერთგვარი მანკიერი წრე, როდესაც გამომუშავდება ციტოკინები, რომლებიც კორონავირუსზე მეტად აზიანებენ საკუთარ უჯრედებსა და ორგანოებს, რაც ზრდის კორონავირუსით სიკვდილობის რისკს. ფიქრობენ, რომ შესაძლოა აქაც D ვიტამინს ჰქონდეს თავისი მოკრძალებული როლი.

ამჟამად ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, D ვიტამინს აქვს თუ არა რაიმე როლი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციის სიმძიმის განსაზღვრაში, თუმცა ვიცით, რომ D ვიტამინის დეფიციტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების განვითარების კარგი ხელისშემწყობია. ამდენად რეკომენდებულია მისი ადეკვატური რაოდენობით მიღება. იმისათვის, რომ D ვიტამინის დღიური მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ, სრულფასოვანი კვების პირობებშიც კი, მხოლოდ კვებით ეს შეუძლებელია. საკვებით შესაძლებელია მხოლოდ დღიური მოთხოვნილების 10-20%-ის მიღება. D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩი სახლში და არ გახვიდე გარეთ, ეხლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით. ა.წ. 23 მარტს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებამ (ESE) გამოაქვეყნა თავისი ოფიციალური პოზიცია COVID-19-ისა და ენდოკრინული დაავადებების შესახებ, სადაც გაკეთებულია აქცენტი D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრისა და D ვიტამინის ადეკვატური მიღების საჭიროებაზე.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ მოხდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 800 სე - ბავშვებში და 2000 სე - ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., კვირაში ან თვეში ერთხელ, არ გამოდგა ეფექტური რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ თვითიზოლაციის პირობებში თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს მიიღოს პროფილაქტიკური დოზები ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია პირი დაუკავშირდეთ მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მოახდეს სამკურნალო დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალურად შერჩევას.

სტატიის ავტორი: საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ნათია ვაშაყმაძე.

ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები: როგორ მუშაობს ერთობლიობაში კვება, ვარჯიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა?

როგორ შევიძინოთ ტანსაცმელი და აქსესუარები განვადებით ყველანაირი საკომისიოს ან უხერხული პროცედურების გარეშე?

D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19