სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის მქონე ყველაზე მძიმე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს - "ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ეს გამოჯანმრთელებული"
კორონავირუსის მქონე ყველაზე მძიმე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს - "ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ეს გამოჯანმრთელებული"

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი 47 წლის ქალი გა­მო­ჯან­მრთელ­და და ის სახ­ლში გა­ე­წე­რე­ბა.

რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბაა.

"ამ ეტაპ­ზე კლნი­კა­ში 83 პა­ცი­ენ­ტი წევს, აქე­დან 19 კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს კლი­ნი­კა­ში იწვა, ეს იყო ქალ­ბა­ტო­ნი დამ­ძი­მე­ბუ­ლი ანამ­ნე­ზით. ყვე­ლას მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რომ დამ­ძი­მე­ბუ­ლი ანამ­ნე­ზი ნიშ­ნავს, რომ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბას ლე­ტა­რულ მა­ღალ გა­მო­სა­ვალ­თან, თუ ანამ­ნეზ­ში არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა - სწო­რედ ასეთ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ეს ქალ­ბა­ტო­ნი, მას შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­დას­ტურ­და ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი.

ვი­ნა­ი­დან ვირუ­სის სტრა­ტე­გია ამ ეტა­პამ­დე მე­დი­კო­სე­ბი­სათ­ვის უც­ნო­ბია, აღ­ნიშ­ნულ პა­ცი­ენტს ყვე­ლა­ნა­ი­რი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და, რო­გორც ჯან­მო-ს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი, ასე­ვე ჩვენ მიერ და­ნიშ­ნუ­ლი. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მძი­მედ, კრი­ტი­კუ­ლად შე­ფას­და, იმ­ყო­ფე­ბო­და არა­ინ­ვა­ზი­ურ ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან უჭირ­და სუნ­თქვა, იყო ძი­ლი­ა­ნი.

მინ­და გით­რათ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბი­ნა­ზე ეწე­რე­ბა. ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის კი­დევ ერთ გა­მარ­ჯვე­ბად მინ­და ჩავ­თვა­ლო ასე­თი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი

ის კო­ვიდ­რუ­სის გა­რე­შე, მე-14 დღეს მი­დის ჩვე­ნი კლი­ნი­კი­დან. ეს ამ კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გუნდში არი­ან და ყა­ზარ­მულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

არ­სე­ბობს რა­ღაც შკა­ლე­ბი, ასე­თი შკა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით ასე­თი შემ­თხვე­ვა 97% -ში ლე­ტა­ლო­ბით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს ქალ­ბა­ტო­ნი გა­დარ­ჩა. ეს პა­ცი­ენ­ტი 2 კვი­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვა და ამის შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლებს ისე ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მა­ნამ­დე ცხოვ­რობ­და“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Erti Adamiani
1

Gilocavt, qeds vixri tqvens cinashe!

წესრიგა
4

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს, გაიხარეთ ქართველებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კორონავირუსის მქონე ყველაზე მძიმე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს - "ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ეს გამოჯანმრთელებული"

კორონავირუსის მქონე ყველაზე მძიმე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს - "ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ეს გამოჯანმრთელებული"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერება.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნული პაციენტის გადარჩენა და გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

"ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება - სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი.

ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი.

მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი

ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ.

არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97% -ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გააგრძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - განაცხადა რატიანმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?

"ხატები გაიწმინდოს სპირტით... ლოცვები დაიწყოს საღამოს 4-ზე და ტაძრები დაიკეტოს არაუგვანეს 8 საათისა" - საპატრიარქოს დავალება ტაძრებს

"საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ