მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება
გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ მო­მენ­ტის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ეპი­ცენ­ტრია. ქვე­ყა­ნა­ში 188 600 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 4 055 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ეტაპ­ზე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა 7 251-ია.

ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა შტატ­ში სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს. მაგ­რამ მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი არის - "დარ­ჩით სახ­ლში“.

BBC-ის ცნო­ბით, კა­რან­ტი­ნი ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 245 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს შე­ე­ხო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი­თაა სავ­სე, ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ებს ათა­ვი­სუფ­ლებს და ახალ ჰოს­პი­ტა­ლებს ხსნის. რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბია.

მე­დი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბის არა­საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა "ტვი­ტე­რის“ პი­რად გვერ­დზეც და­წე­რა. "ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეტი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი“, - წერს ტრამ­პი. მისი თქმით, 10 კომ­პა­ნია მუ­შა­ობს სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბის შექ­მნა­ზე. პრე­ზი­დენ­ტის ცნო­ბით­ვე კო­რო­ნა­ვირუს­ზე სწრა­ფი ტეს­ტი უკვე მი­ლი­ონ ამე­რი­კელს ჩა­უ­ტარ­და.

აშშ-ის მცხოვ­რებ­ლე­ბი ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სა­გან­გე­ბოდ მი­ღე­ბულ ზო­მებს. შტა­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბა თუ ის გა­მოწ­ვე­უ­ლი არაა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით, ეკ­რძა­ლე­ბათ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა, ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში შეს­ვლა და ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა.

შა­ბათს ნიუ იორ­კის, ნიუ ჯერ­სი­სა და კო­ნექ­ტი­კუ­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ნიუ იორკში აკ­რძა­ლუ­ლია შეკ­რე­ბე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა. ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი ახლა ცა­რი­ე­ლიადა ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში არი­ან გა­მო­კე­ტილ­ნი.

შტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში და ასე­ვე ქა­ლა­ქე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მალე მათ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ რე­სურ­სი აღარ ექ­ნე­ბათ, ისი­ნი სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი წამ­ლე­ბის მა­რა­გის ამო­წურ­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

გა­სულ კვი­რას ნიუ იორ­კის მერ­მა ბილ დე ბლა­სი­ომ თქვა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რა­გი აპ­რი­ლის და­სა­წყი­სის­თვის ამო­წუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა. წამ­ლე­ბის მა­რა­გის ამო­წურ­ვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს ნიუ იორ­კის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ენ­დრიუ კუ­ო­მომ და ლუ­ი­სი­ა­ნას შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ჯონ ბელ ედ­ვარ­დმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა­დას­ხვა შტა­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არ არი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ, სხვა სივ­რცე­ე­ბი მო­ნა­ხოს და მთე­ლი რე­სურ­სი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის­კენ მი­მარ­თონ.

მა­გა­ლი­თად, ლოს-ან­ჯე­ლე­სი­სა და ნიუ იორ­კის პორ­ტებ­ში სამ­ხედ­რო გემი ჰოს­პი­ტა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს უმ­კურ­ნა­ლე­ბენ.

ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­მზი­დის "თე­ო­დორ რუზ­ველ­ტის“ კა­პი­ტან­მა აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლებს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ის გემ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და მე­ზღვა­უ­რე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"ჩვენ ომში არ ვართ. მე­ზღვა­უ­რებს სიკ­ვდი­ლი არ უნ­დათ. თუკი ახლა არ ვი­მოქ­მე­დებთ, ჩვენ ვერ შევ­ძლებთ, რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ყვე­ლა­ზე სან­დო რე­სურსს - ჩვენს მე­ზღვა­უ­რებს,“- წერს კა­პი­ტა­ნი.

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ პა­ცი­ენ­ტთა სიმ­რავ­ლის გამო, სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას ვერ იღე­ბენ მე­დი­კო­სე­ბის­გან და იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან სახ­ლებ­ში, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თონ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!
26

რასაც ვაკვირდები ეს ვირუსი ძირითადად ყველაზე გაფეტიშებულ და განებივრებულ ქვეყნებსა და ქალაქებს დაატყდა და არა შეჭირვებულებს, რაც სრულიად ალოგიკურია და ალბათ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს სამყარო.

muamar kadafi
26

გამოდის სლავა კპსს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, ამ მომენტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ეპიცენტრია. ქვეყანაში 188 600 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 4 055 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 7 251-ია.

ქვეყნის სხვადასხვა შტატში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს. მაგრამ მთავარი მოთხოვნა მოსახლეობისადმი არის - "დარჩით სახლში“.

BBC-ის ცნობით, კარანტინი ამ ეტაპზე დაახლოებით 245 მილიონ ადამიანს შეეხო. საავადმყოფოები პაციენტებითაა სავსე, ამიტომაც ხელისუფლება ეტაპობრივად სხვადასხვა სივრცეებს ათავისუფლებს და ახალ ჰოსპიტალებს ხსნის. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ამ ეტაპზე პაციენტებისთვის საკმარისი საწოლებია.

მედიკოსები საუბრობენ სასუნთქი აპარატების არასაკმარის რაოდენობაზეც. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის“ პირად გვერდზეც დაწერა. "ჩვენ გვჭირდება მეტი სასუნთქი აპარატი“, - წერს ტრამპი. მისი თქმით, 10 კომპანია მუშაობს სასუნთქი აპარატების შექმნაზე. პრეზიდენტის ცნობითვე კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უკვე მილიონ ამერიკელს ჩაუტარდა.

აშშ-ის მცხოვრებლები ემორჩილებიან საგანგებოდ მიღებულ ზომებს. შტატების უმეტეს ნაწილში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მოქალაქეებს ეკრძალებათ მოგზაურობა თუ ის გამოწვეული არაა გადაუდებელი აუცილებლობით, ეკრძალებათ სამსახურში წასვლა, ბარებსა და რესტორნებში შესვლა და ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

შაბათს ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ. ნიუ იორკში აკრძალულია შეკრებები და კომპანიებისა და სხვადასხვა საწარმოების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. ყველაზე ხმაურიანი ქალაქის ქუჩები ახლა ცარიელია და ადამიანები სახლებში არიან გამოკეტილნი.

შტატების უმეტესობაში და ასევე ქალაქების უმეტეს ნაწილში მედიკოსები ამბობენ, რომ მალე მათ ინფიცირებულთა სამკურნალოდ რესურსი აღარ ექნებათ, ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების მარაგის ამოწურვაზე საუბრობენ.

გასულ კვირას ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ თქვა, რომ აუცილებელი მედიკამენტების მარაგი აპრილის დასაწყისისთვის ამოწურული იქნება. წამლების მარაგის ამოწურვის შესახებ განაცხადეს ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და ლუისიანას შტატის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატის ხელისუფლება ცდილობს, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსით არ არიან დაინფიცირებულნი და სხვა დაავადებები აწუხებთ, სხვა სივრცეები მონახოს და მთელი რესურსი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისკენ მიმართონ.

მაგალითად, ლოს-ანჯელესისა და ნიუ იორკის პორტებში სამხედრო გემი ჰოსპიტალები შეიყვანეს, სადაც სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს უმკურნალებენ.

ამერიკული ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა აშშ-ის საზღვაო ძალებს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გემზე კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მეზღვაურების სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.

"ჩვენ ომში არ ვართ. მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ. თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გავუფრთხილდეთ ყველაზე სანდო რესურსს - ჩვენს მეზღვაურებს,“- წერს კაპიტანი.

ამერიკაში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, რომ პაციენტთა სიმრავლის გამო, სათანადო მკურნალობას ვერ იღებენ მედიკოსებისგან და იძულებულნი არიან სახლებში, თვითმკურნალობას მიმართონ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 760 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ