პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"
რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან წუ­ხელ 7 პირი გად­მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­ლის კონ­ტაქ­ტე­ბი არი­ან, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი ანაკ­ლი­ის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მო­თავ­სდნენ და მათი დაკ­ვირ­ვე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მეგ­რე­ლო -ზემო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ანაკ­ლი­ის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში ამ ეტაპ­ზე 81 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. ხოლო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, 224 პი­რია. მა­თი­ვე ცნო­ბით, 496 ადა­მი­ანს თვი­თი­ზო­ლა­ცია უკვე მო­ეხ­სნა.

ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ზუგ­დი­დის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ დრო­ის­თვის 7 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

„აქე­დან ორს იცით, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. და­მა­ტე­ბით ერ­თის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა გაგ­ზავ­ნი­ლია კვლე­ვე­ბის­თვის, ისიც აფხა­ზე­თი­დან გად­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქეა - შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი. მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა პრობ­ლე­მაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხა­ზე­თი­დან გად­მო­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის კონ­ტაქ­ტი, ის გად­მო­იყ­ვა­ნეს გუ­შინ. ასე­ვე, ინ­ფექ­ცი­ურ­ში დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა 4 ადა­მი­ა­ნი, ესე­ნი არი­ან დედ-მამა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, მათ დღე­საც ჩა­უ­ტარ­დე­ბათ კვლე­ვე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და მო­წე­რე­ლი­ამ.

სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ზე­და­ე­წერ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს თერ­მოსკრი­ნინ­გი.

„ეს არის სო­ფე­ლი, სა­დაც ცხოვ­რობს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, 67 წლის მა­მა­კა­ცი. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ სოფ­ლი­დან დაგ­ვე­წყო მა­სი­უ­რი სკრი­ნინ­გი, ამ დრო­ის­თვის უკვე შე­ვა­მოწ­მეთ 805 მო­ქა­ლა­ქე და ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­ცერთ მათ­განს არ აღ­მო­აჩ­ნდა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა,“ - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ამ.

სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბით, სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში 2 პირი და­ჯა­რიმ­და. ის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, დარ­ჩნენ სახ­ლში და და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ცე­მენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.მზეო
2

აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს თქვენი იმედი აქვთ!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ 7 პირი გადმოიყვანეს, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსდნენ და მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე იმყოფება. ხოლო თვითიზოლაციაში მთელი რეგიონის მასშტაბით, 224 პირია. მათივე ცნობით, 496 ადამიანს თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 ადამიანი იმყოფება.

„აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე, ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები,“ - განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ზედაეწერში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

„ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

"გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედიოდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს" - იმნაძე

"ღამე წავედი საფლავზე... არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი" - მარინა ენდელაძე