სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა
ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, ყო­ველ 24 სა­ათ­ში, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირთ უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, ჰო­ლან­დია და ა.შ.

ამ ფონ­ზე არი­ან ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც, ამ სტა­ტი­ის წე­რის მო­მენ­ტში, COVID-19-ით არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი არ არის და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ რი­ცხვშია სა­ქარ­თვე­ლოც.

ვნა­ხოთ. ქვეყ­ნე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა:

ლატ­ვია - ქვე­ყა­ნას ჰყავს 398 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლიც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლატ­ვი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

სლო­ვა­კე­თი - აქ კო­რო­ნა­ვირუ­სით 363 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, არ ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 3 პა­ცი­ენ­ტი. COVID-19-ის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 6 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

ქუ­ვე­ი­თი - კო­რო­ნა­ვირუ­სით ამ ეტაპ­ზე 289 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. 73 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ მო­მენ­ტის­თვის არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ გარ­დაც­ვლი­ლა. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა კი 24 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და.

რე­ი­უ­ნი­ო­ნი (კუნ­ძუ­ლი ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე მო­შო­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი და საფ­რან­გე­თის ზღვი­სი­ქი­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი) - ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 247 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც ჯერ მხო­ლოდ ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის არ არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი.

ვი­ეტ­ნა­მი - ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 212 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 58 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, არ­ცერ­თი არ გარ­დაც­ვლი­ლა. ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 23 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.

სე­ნე­გა­ლი - COVID-19-ით 175 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, არ ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, 40 პა­ცი­ენ­ტი კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აქ 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლე­ბი - 169 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 74 გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლი კი ამ დრო­ის­თვის არა­ვი­ნაა. პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 4 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

მალ­ტა - გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არც მალ­ტა­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სით აქ 169 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 2 პა­ცი­ენ­ტია. მალ­ტა­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 7 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

სა­ქარ­თვე­ლო - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გვაქვს. 115 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან კი 22 უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 26 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და.

კამ­ბო­ჯა - 109 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 23 გა­მო­ჯან­მრთელ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აქ 27 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.

ყირ­გი­ზე­თი - 107 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 3 გა­მო­ჯან­მრთელ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი კი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აქ კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 18 მარტს გა­მოვ­ლინ­და.

ასე­ვე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შემ­დეგ ქვეყ­ნებ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში:

რუ­ან­და, გიბ­რალ­ტა­რი, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, მე­ნის კუნ­ძუ­ლი, მა­და­გას­კა­რი, არუ­ბა, საფ­რან­გე­თის გვი­ა­ნა, უგან­და, მა­კაო, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ნე­ზია, ზამ­ბია, ბარ­ბა­დო­სი, ბერ­მუ­და, ჯი­ბუ­ტი, ეთი­ო­პია, გვი­ნეა, კონ­გო, მალ­დი­ვე­ბი, ჰა­ი­ტი, ახა­ლი კა­ლე­დო­ნია, ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი, ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნეა, ერიტ­რეა, სენტ-ლუ­სია, დო­მი­ნი­კა, მონ­ღო­ლე­თი, ნა­მი­ბია, გრენ­ლან­დია, ლი­ბია, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, სუ­რი­ნა­მი, ბე­ნი­ნიმ გრა­ნა­და, ლა­ო­სი, ეს­ვა­ტი­ნის სა­მე­ფო, გვი­ნეა-ბი­საუ, მო­ზამ­ბი­კი, სენტ კიტ­სი და ნე­ვი­სი, ან­ტი­გუა და ბარ­ბუ­და, ჩადი, სენ-ბარ­თლე­მი, სინტ-მარ­ტე­ნი, ნე­პა­ლი, ფიჯი, მონ­სე­რა­ტი, სო­მა­ლი, თერ­ქს-ქა­ი­ქო­სის კუნ­ძუ­ლე­ბი, ბუ­ტა­ნი, ბე­ლი­ზი, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი, ლი­ბე­რია, ან­გვი­ლა, ბუ­რუნ­დი, კა­რი­ბის ნი­დერ­ლან­დე­ბი, პა­პუა ახა­ლი გვი­ნეა, სენტ-ვინ­სენ­ტი და გრე­ნა­დი­ნე­ბი, სი­ე­რა ლე­ო­ნე, ტი­მორ-ლეს­ტე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მცი­რეა და 1-დან 75-მდე მერ­ყე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
50

დამაცადეთ, მე ვიქნები პირველი.

ზვიადი
14

ბელორუსიაში არის გარდაცვლილი?

 

ისეთი ქვეყნებია ჯერ გასარკვევია მანდ თუ შეუძლიათ იმის გაგება საერთოდ ადამიანს აქვს თუ არა ეგ ვირუსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით, ყოველ 24 საათში, ასობით ადამიანი იღუპება და ურთულეს გამოწვევასთან გამკლავება უჭირთ უძლიერესი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე სახელმწიფოებს, ისეთებს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ.

ამ ფონზე არიან ქვეყნები, სადაც, ამ სტატიის წერის მომენტში, COVID-19-ით არცერთი გარდაცვლილი არ არის და საბედნიეროდ, მათ რიცხვშია საქართველოც.

ვნახოთ. ქვეყნებისა და ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება:

ლატვია - ქვეყანას ჰყავს 398 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი, თუმცა გამოჯანმრთელებულიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტია. აღსანიშნავია, რომ ლატვიაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა.

სლოვაკეთი - აქ კორონავირუსით 363 ადამიანია დაინფიცირებული, არ ფიქსირდება გარდაცვალების არცერთი შემთხვევა და გამოჯანმრთელებულია 3 პაციენტი. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 6 მარტს გამოვლინდა.

ქუვეითი - კორონავირუსით ამ ეტაპზე 289 ადამიანი დაინფიცირდა. 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ მომენტისთვის არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. პირველი შემთხვევა კი 24 თებერვალს გამოვლინდა.

რეიუნიონი (კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონი და საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი) - ინფიცირებულია 247 ადამიანი, რომელთაგანაც ჯერ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის არ არის გარდაცვალების ფაქტი.

ვიეტნამი - ქვეყანაში კორონავირუსით 212 ადამიანი დაინფიცირდა, 58 პაციენტი გამოჯანმრთელდა, არცერთი არ გარდაცვლილა. ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 23 იანვარს გამოვლინდა.

სენეგალი - COVID-19-ით 175 ადამიანია დაინფიცირებული, არ ფიქსირდება გარდაცვალების ფაქტი, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელებულია. პირველი შემთხვევა აქ 2 მარტს გამოვლინდა.

ფარერის კუნძულები - 169 ინფიცირებულიდან 74 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის არავინაა. პირველი დადასტურებული შემთხვევა 4 მარტს გამოვლინდა.

მალტა - გარდაცვალების ფაქტი არც მალტაზე არ ფიქსირდება. კორონავირუსით აქ 169 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებული კი ჯერჯერობით მხოლოდ 2 პაციენტია. მალტაზე ინფიცირების პირველი შემთხვევა 7 მარტს გამოვლინდა.

საქართველო - ჩვენს ქვეყანაში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. 115 ინფიცირებული პაციენტიდან კი 22 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 26 თებერვალს გამოვლინდა.

კამბოჯა - 109 ინფიცირებულიდან 23 გამოჯანმრთელდა და გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება. პირველი შემთხვევა აქ 27 იანვარს გამოვლინდა.

ყირგიზეთი - 107 დაინფიცირებულიდან 3 გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების ფაქტი კი არ დაფიქსირებულა. აქ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 18 მარტს გამოვლინდა.

ასევე, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიულ ერთეულებში:

რუანდა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, მენის კუნძული, მადაგასკარი, არუბა, საფრანგეთის გვიანა, უგანდა, მაკაო, საფრანგეთის პოლინეზია, ზამბია, ბარბადოსი, ბერმუდა, ჯიბუტი, ეთიოპია, გვინეა, კონგო, მალდივები, ჰაიტი, ახალი კალედონია, ბაჰამის კუნძულები, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, სენტ-ლუსია, დომინიკა, მონღოლეთი, ნამიბია, გრენლანდია, ლიბია, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ბენინიმ გრანადა, ლაოსი, ესვატინის სამეფო, გვინეა-ბისაუ, მოზამბიკი, სენტ კიტსი და ნევისი, ანტიგუა და ბარბუდა, ჩადი, სენ-ბართლემი, სინტ-მარტენი, ნეპალი, ფიჯი, მონსერატი, სომალი, თერქს-ქაიქოსის კუნძულები, ბუტანი, ბელიზი, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ლიბერია, ანგვილა, ბურუნდი, კარიბის ნიდერლანდები, პაპუა ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სიერა ლეონე, ტიმორ-ლესტე.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობაც მცირეა და 1-დან 75-მდე მერყეობს.

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აგრარული ბაზრები, რომ მუშაობა განაახლონ - "მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული"