სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს მოქალაქეთა ახალ კატეგორიას, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს მოქალაქეთა ახალ კატეგორიას, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახ­ლად­შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ალ­გო­რით­მის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ იმ პი­რებ­საც, რომ­ლებ­საც, ან და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი, ან სა­რის­კო ქცე­ვის ის­ტო­რია აქვს.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი ალ­გო­რით­მი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა იმის­გან, რაც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დებ­და.

ამას­თან, რო­გორც მან „ღა­მის კუ­რი­ერ­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფომ ალ­გო­რით­მის ის მო­დე­ლი შე­არ­ჩია, რო­მე­ლიც დღე­ის­თვის სა­უ­კე­თე­სოა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

„დღემ­დე მოქ­მე­დი ალ­გო­რით­მი გუ­ლისმხმობ­და მხო­ლოდ იმ პი­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბას, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ცხე­ლე­ბით ან ცხე­ლე­ბის გა­რე­შე და იყო მე­ო­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას უნდა ჰქო­ნო­და რა­ღაც რის­კის შემ­ცვე­ლი ქცე­ვე­ბი ანუ მას უნდა ემოგ­ზა­უ­რა ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში, ან უნდა მი­ე­ღო სტუ­მა­რი ამ ქვეყ­ნე­ბი­დან, ან უნდა ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტაქ­ტში ავად­მყო­ფებ­თან. სხვე­ბი ტეს­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ. ეს სრუ­ლი­ად სა­კა­მა­რი­სი იყო შე­კა­ვე­ბის ფა­ზა­ში, რო­დე­საც ყვე­ლა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის კონ­ტაქ­ტი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

ახლა, როს­დე­საც და­ი­წყო შიდა გავ­რცე­ლე­ბა და უკვე რიგ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი ავად­დე­ბა ისე, რომ ვერ ასა­ხე­ლებს, თუ ვის­გან შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, შე­იც­ვა­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ეს პრო­ტო­კო­ლი.

სამი პა­კე­ტი შე­იქ­მნა ახალ ალ­გო­რითმში: პირ­ვე­ლი დარ­ჩა უც­ვლე­ლი, ანუ ის პი­რე­ბი, ვინც აქამ­დე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ ტეს­ტი­რე­ბას, კვლავ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მას.

ამას და­ე­მა­ტა მე­ო­რე პა­კე­ტი - უსიმპტო­მო პი­რე­ბი, მაგ­რამ რის­კის ქცე­ვე­ბით, მა­გა­ლი­თად, პი­როვ­ნე­ბას არ აქვს სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ ის ასა­ხე­ლებს, რომ იმოგ­ზა­უ­რა იტა­ლი­ა­ში ან უმას­პინ­ძლა იტა­ლი­ელ სტუმ­რებს ან იყო კონ­ტაქ­ტში ავად­მყო­ფებ­თან. ეს პი­როვ­ნე­ბაც ამი­ე­რი­დან ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­მოკ­ვლე­ვას.

მე­სა­მე პა­კე­ტი, ვი­საც სიმპტო­მე­ბი აქვს, მაგ­რამ რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი არა. ახ­ვე­ლებს, აქვს ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ არ­სად უმოგ­ზა­უ­რია და არც სა­ვა­რა­უ­დო ავად­მყოფ­თან ყო­ფი­ლა - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვაც მოხ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
75

ყველას რომ ჩაუტაროთ და თავი დაგვანებოთ, ვერა?

მაია
0

რას ნიშნავს თავი დაგვანებოთ? კარგად ხართ საერთოდ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს მოქალაქეთა ახალ კატეგორიას, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს მოქალაქეთა ახალ კატეგორიას, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს.

ცერცვაძის განცხადებით, ახალი ალგორითმი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ამჟამად მოქმედებდა.

ამასთან, როგორც მან „ღამის კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, სახელმწიფომ ალგორითმის ის მოდელი შეარჩია, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა საქართველოში არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით.

„დღემდე მოქმედი ალგორითმი გულისმხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და იყო მეორე აუცილებელი პირობა, რომ ამ პიროვნებას უნდა ჰქონოდა რაღაც რისკის შემცველი ქცევები ანუ მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ზონის ქვეყნებში, ან უნდა მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან უნდა ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს სრულიად საკამარისი იყო შეკავების ფაზაში, როდესაც ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული და გამოკვლეული.

ახლა, როსდესაც დაიწყო შიდა გავრცელება და უკვე რიგ შემთხვევაში პაციენტი ავადდება ისე, რომ ვერ ასახელებს, თუ ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, შეიცვალა მნიშვნელოვანწილად ეს პროტოკოლი.

სამი პაკეტი შეიქმნა ახალ ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ანუ ის პირები, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან მას.

ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, მაგრამ რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ამიერიდან ექვემდებარება გამოკვლევას.

მესამე პაკეტი, ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ რისკის ფაქტორები არა. ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა - ამ ადამიანების გამოკვლევაც მოხდება,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 208-მდე გაიზარდა