მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან
"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

თა­მა­რა ლა­შა­უ­რი სამი წე­ლია ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ დე­ლი­ში ცხოვ­რობს და ინ­დო­ელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად 1 წლის ბრა­ი­ანს ზრდის. ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 60 000-მდე გა­მომ­წე­რი ჰყავს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მსგავ­სად ბევ­რი ინ­დო­ე­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შეც­ვა­ლა. კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ თა­მა­რა სულ სახ­ლშია, რაც აზი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის უჩ­ვე­უ­ლოა.

- რო­გორ მოხ­ვდით ინ­დო­ეთ­ში? გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ქარ­თულ-ინ­დუ­რი ოჯა­ხის შე­სა­ხებ...

- პირ­ვე­ლად სა­მოგ­ზა­უ­როდ 2016 წელს ჩა­მო­ვე­დი ინ­დო­ეთ­ში, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ეს ქვე­ყა­ნა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ჩემი ინ­დო­ე­ლი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი, კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად იყო ჩა­მო­სუ­ლი. ძა­ლი­ან მალე გა­დავ­წყვი­ტეთ და­ქორ­წი­ნე­ბა. ჩვენ ოჯა­ხებს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ, პი­რი­ქით.

ინ­დო­ეთ­ში ამ ეტაპ­ზე არა­ფერს ვსაქ­მი­ა­ნობ, ვზრდი ერთი წლის ბრა­ი­ანს. მო­დის დი­ზა­ი­ნი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში. "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მცნობს კი­დეც, ამი­ტომ პე­რი­ო­დუ­ლად ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე მიწ­ვე­ვენ და ჩემი სა­კუ­თა­რი მცი­რე­ო­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს. მაგ­რამ კო­ორ­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა...

- ინ­დო­ე­თი ახლა კა­რან­ტინ­შია, შე­გიძ­ლია გვი­თხრა, რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად?

- კო­რო­ნა­ვირუ­სი რო­გორც კი და­ფიქ­სირ­და მთავ­რო­ბამ ფრე­ნე­ბი ჩა­კე­ტა, ხოლო ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი კა­რან­ტინ­ში მო­აქ­ცი­ეს. შე­ჩერ­და შიდა ფრე­ნე­ბიც, მა­ტა­რებ­ლე­ბი აღარ მოძ­რა­ო­ბენ, ერთ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ი­კე­ტა, მას შემ­დეგ, რაც 50-მდე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი.

ტეს­ტი­რე­ბა აქაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, 700-მდე ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და 14 გარ­დაც­ვლი­ლი. თუმ­ცა, ინ­დუ­რი მე­დი­ცი­ნა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და ინ­დო­ე­ლი ექი­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ხალ­ხი არ ნერ­ვი­უ­ლობს და არც პა­ნი­კა­ში არი­ან. ქუ­ჩა­ში გას­ვლა სა­ჭი­რო არ არის, ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლია შე­უკ­ვე­თო და სახ­ლში მო­აქვთ საჭ­მე­ლი. ვინც უაზ­როდ გა­დის ქუ­ჩა­ში, პო­ლი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა კეტი აი­ღოს და ფე­ხებ­ზე მოს­ცხოს, ასე­ვე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბია, რო­დე­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა გაქვს გა­რეთ არ გახ­ვი­დე, არც უნდა გა­დი­ო­დე.

- ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს სახ­ლი არ აქვთ, ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ახლა ისი­ნი?

- ასე ქუ­ჩა­ში არა­ვინ ცხოვ­რობს, პა­ტა­რა ად­გი­ლე­ბი მა­ინც აქვთ, ბუ­ნა­გე­ბი სა­დაც სძი­ნავთ და საჭ­მელს ამ­ზა­დე­ბენ. ყვე­ლას აქვს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც. ახლა მათ­თან პო­ლი­ცია და­დის და ასეთ ხალ­ხს საკ­ვებს ური­გებს, რათა ერ­თმა­ნეთ­თან არ ჰქონ­დეთ კონ­ტაქ­ტი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სიც დავ­წე­რე, რომ ინ­დო­ე­ლებს ნუ დას­ცი­ნით-თქო, ნუ იგო­ნე­ბენ, რომ გაზი, დენი და წყა­ლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სახ­ლი არ აქვთ, მაგ­რამ ისი­ნი დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, ჩა­მო­ივ­ლი­ან სახ­ლებს ალა­გე­ბენ, ან სა­რე­ცხს აგ­რო­ვე­ბენ, რე­ცხა­ვენ და შემ­დეგ უკან აბ­რუ­ნე­ბენ.

აქვე გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი არაა. ყველ­გან იშო­ვე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბიც და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დიც არა­ვის და­უ­ტა­ცია კა­რან­ტი­ნის წინ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- არა, რა­ტომ უნდა ჩა­მო­ვი­დე? სტუმ­რად ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე, ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვი და ინ­დო­ეთ­ში თე­ბერ­ვალ­ში დავ­ბრუნ­დი. დე­ლი­ში 18 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში სა­ო­ცა­რი წეს­რი­გია ქა­ლაქ­ში და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რო­დე­საც სამ­მი­ლი­ო­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვკი­თხუ­ლობ, რომ ხალ­ხი თვი­ი­ზო­ლა­ცი­ას არ­ღვევს.

- ინ­დუ­რი კლას­ტე­რი რო­გო­რია, თქვენ­თან ვინ შე­მო­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სი?

- ერ­თმა ინ­დო­ელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ი­დან დე­ლი­ში ჩა­მო­ვი­და. იმ­კურ­ნა­ლა და ახლა კარ­გა­დაა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბას, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქა­ლაქ ჯა­ი­პურ­ში მოგ­ზა­უ­რი იტა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­გან გავ­რცელ­და.

სხვა­თა­შო­რის ერთ-ერთ ბო­ლი­ვუ­დელ მომ­ღე­რალს და­უდ­გინ­და, კა­ნი­კა კა­პუ­რის, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ის პრინც ჩარლზს შეხ­ვდა, რო­მელ­საც ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გი­ნეს.

- თა­მა­რა, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ვირუ­სი მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კვდე­ბა, მაგ­რამ ინ­დო­ე­თის მა­გა­ლით­ზე ფაქ­ტია, რომ ეს მო­საზ­რე­ბა მცდა­რია...

- სი­ცხე­ზე რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი კვდე­ბა არა­რე­ა­ლუ­რი მგო­ნია, ჩვენ­თან 30 გრა­დუ­სია, საკ­მა­ოდ ცხე­ლა და მა­ინც ვრცელ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ტე­ლე­ვი­ზი­ით უამ­რა­ვი რეკ­ლა­მა გა­დის, ფილ­მის მსვლე­ლო­ბი­სას აპა­უ­ზე­ბენ და ირ­თვე­ბა ოცწა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბა, რომ გახ­ვი­დე და ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნო.

- თქვენ­თა­ნაც თუ გავ­რცელ­და მი­თე­ბი, რა არის ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად უკე­თე­სი და პი­რი­ქით, რისი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა?

- რე­კო­მენ­და­ცი­აა რომ ისე­თი საკ­ვე­ბი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც C ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, ესე­ნი ციტ­რუ­სებს ისე­დაც ჭამ­დნენ. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ქა­თამს არ ეკა­რე­ბა არა­ვინ, არა­და ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. და­ი­წია ქათ­მის ფას­მა, არა­ვინ ყი­დუ­ლობს. არ ვიცი რა­ტომ ეში­ნი­ათ, მაგ­რამ ხორცს აღარ ეკა­რე­ბი­ან. ყვე­ლამ იცის რომ ქათ­მით არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ ხომ გე­უბ­ნე­ბით, ინ­დო­ე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღარ ჭამს, როცა ქა­თა­მი ისე უყ­ვარ­დათ, რომ ყო­ველ­დღე ჰქონ­დათ სუფ­რა­ზე.

- ინ­დო­ეთ­ში უამ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­გორ მი­ი­ღო ხალ­ხმა მთავ­რო­ბის­გან ასე­თი მკაც­რი ჩა­კეტ­ვა?

- დიახ, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი აქ ხში­რა­დაა, რად­გან ბევ­რი რე­ლი­გი­აა და ყვე­ლა თა­ვი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს. ახლა ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი ად­გი­ლი და­ი­კე­ტა, არა­და სა­ოც­რად არის აქ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის სა­ლო­ცა­ვე­ბი ერთ ქუ­ჩა­ზე, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და მი­მაჩ­ნია რომ ჰუ­მა­ნუ­რია.

ახლა ბოლო დღე­სას­წა­უ­ლი "ჰოლი" მა­ინც ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ოჯა­ხებ­მა აღ­ნიშ­ნეს თა­ვის­თვის. არა­და ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რია ხოლ­მე ფე­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. ახლა დას­ვე­ნე­ბის ფა­ზა­ში ვართ, იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ვცხოვ­რობ­დით და ჯერ­ჯე­რო­ბით დეპ­რე­სია არ დაგ­ვწყე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
18

ისე მაგ ინდოეთის ,,მსოფლიოში განთქმული ექიმების,, დიდი ნაწილი, განათლებას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში იღებს.

ელენე
25

ვაიმე, როგორ ეწყინა კითხვა, საქართველოში ხო არ აპირებ ჩამოსვლასო.. :-))) აუ, დავწყდით დარდით... რაღა გვეშველება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

თამარა ლაშაური სამი წელია ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს და ინდოელ მეუღლესთან ერთად 1 წლის ბრაიანს ზრდის. ახალგაზრდა ქართველი ქალი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და "ინსტაგრამზე" 60 000-მდე გამომწერი ჰყავს.

კორონავირუსის გავრცელებამ, მთელი მსოფლიოს მსგავსად ბევრი ინდოელის ყოველდღიურობა შეცვალა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ თამარა სულ სახლშია, რაც აზიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დედაქალაქისთვის უჩვეულოა.

- როგორ მოხვდით ინდოეთში? გვიამბეთ თქვენი ქართულ-ინდური ოჯახის შესახებ...

- პირველად სამოგზაუროდ 2016 წელს ჩამოვედი ინდოეთში, რადგან ბავშვობიდან მიყვარდა ეს ქვეყანა. უცნაურია, მაგრამ ჩემი ინდოელი მეუღლე საქართველოში გავიცანი, კლიპის გადასაღებად იყო ჩამოსული. ძალიან მალე გადავწყვიტეთ დაქორწინება. ჩვენ ოჯახებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, პირიქით.

ინდოეთში ამ ეტაპზე არაფერს ვსაქმიანობ, ვზრდი ერთი წლის ბრაიანს. მოდის დიზაინი მაქვს დამთავრებული თბილისის სამხატვრო აკადემიაში. "ინსტაგრამზე" პოპულარული ვარ, ხალხი ქუჩაში მცნობს კიდეც, ამიტომ პერიოდულად ფოტოსესიებზე მიწვევენ და ჩემი საკუთარი მცირეოდენი შემოსავალი მაქვს. მაგრამ კოორნავირუსის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...

- ინდოეთი ახლა კარანტინშია, შეგიძლია გვითხრა, რა ხდება რეალურად?

- კორონავირუსი როგორც კი დაფიქსირდა მთავრობამ ფრენები ჩაკეტა, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვინც საზღვარგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები კარანტინში მოაქციეს. შეჩერდა შიდა ფრენებიც, მატარებლები აღარ მოძრაობენ, ერთ კვირაში ყველაფერი დაიკეტა, მას შემდეგ, რაც 50-მდე ინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი.

ტესტირება აქაც მიმდინარეობს, 700-მდე ადამიანია დაინფიცირებული და 14 გარდაცვლილი. თუმცა, ინდური მედიცინა ძალიან განვითარებულია და ინდოელი ექიმები მსოფლიოში ცნობილები არიან. ამიტომ ხალხი არ ნერვიულობს და არც პანიკაში არიან. ქუჩაში გასვლა საჭირო არ არის, ონლაინ შეგიძლია შეუკვეთო და სახლში მოაქვთ საჭმელი. ვინც უაზროდ გადის ქუჩაში, პოლიციამ შეიძლება კეტი აიღოს და ფეხებზე მოსცხოს, ასევე ფულადი ჯარიმებია, როდესაც ყველანაირი პირობა გაქვს გარეთ არ გახვიდე, არც უნდა გადიოდე.

- ადამიანების ნაწილს სახლი არ აქვთ, ქუჩაში ცხოვრობენ, რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი?

- ასე ქუჩაში არავინ ცხოვრობს, პატარა ადგილები მაინც აქვთ, ბუნაგები სადაც სძინავთ და საჭმელს ამზადებენ. ყველას აქვს ამის შესაძლებლობა მაინც. ახლა მათთან პოლიცია დადის და ასეთ ხალხს საკვებს ურიგებს, რათა ერთმანეთთან არ ჰქონდეთ კონტაქტი.

სოციალურ ქსელში სტატუსიც დავწერე, რომ ინდოელებს ნუ დასცინით-თქო, ნუ იგონებენ, რომ გაზი, დენი და წყალი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც სახლი არ აქვთ, მაგრამ ისინი დღიურად მუშაობენ, ჩამოივლიან სახლებს ალაგებენ, ან სარეცხს აგროვებენ, რეცხავენ და შემდეგ უკან აბრუნებენ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან პირბადეების დეფიციტი არაა. ყველგან იშოვება სადეზინფექციო ხსნარებიც და ტუალეტის ქაღალდიც არავის დაუტაცია კარანტინის წინ.

- საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- არა, რატომ უნდა ჩამოვიდე? სტუმრად ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, ახლახან ვიყავი და ინდოეთში თებერვალში დავბრუნდი. დელიში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და კარანტინის პირობებში საოცარი წესრიგია ქალაქში და ძალიან ვნერვიულობ, როდესაც სამმილიონიან საქართველოზე ვკითხულობ, რომ ხალხი თვიიზოლაციას არღვევს.

- ინდური კლასტერი როგორია, თქვენთან ვინ შემოიტანა პირველად კორონავირუსი?

- ერთმა ინდოელმა ბიზნესმენმა, რომელიც იტალიიდან დელიში ჩამოვიდა. იმკურნალა და ახლა კარგადაა. რაც შეეხება გავრცელებას, ვარაუდობენ, რომ ქალაქ ჯაიპურში მოგზაური იტალიელი ტურისტებისგან გავრცელდა.

სხვათაშორის ერთ-ერთ ბოლივუდელ მომღერალს დაუდგინდა, კანიკა კაპურის, რომელიც ლონდონში მოგზაურობდა. რამდენიმე კვირის წინ ის პრინც ჩარლზს შეხვდა, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინეს.

- თამარა, არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება, მაგრამ ინდოეთის მაგალითზე ფაქტია, რომ ეს მოსაზრება მცდარია...

- სიცხეზე რომ კორონავირუსი კვდება არარეალური მგონია, ჩვენთან 30 გრადუსია, საკმაოდ ცხელა და მაინც ვრცელდება. კორონავირუსისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი ტელევიზიით უამრავი რეკლამა გადის, ფილმის მსვლელობისას აპაუზებენ და ირთვება ოცწამიანი მოწოდება, რომ გახვიდე და ხელები დაიბანო.

- თქვენთანაც თუ გავრცელდა მითები, რა არის ვირუსისგან დასაცავად უკეთესი და პირიქით, რისი მიღება არ შეიძლება?

- რეკომენდაციაა რომ ისეთი საკვები მიიღო, რომელიც C ვიტამინს შეიცავს, ესენი ციტრუსებს ისედაც ჭამდნენ. ვირუსის გავრცელების შემდეგ ქათამს არ ეკარება არავინ, არადა ძალიან უყვარდათ. დაიწია ქათმის ფასმა, არავინ ყიდულობს. არ ვიცი რატომ ეშინიათ, მაგრამ ხორცს აღარ ეკარებიან. ყველამ იცის რომ ქათმით არ ვრცელდება, მაგრამ ხომ გეუბნებით, ინდოელების დიდი ნაწილი აღარ ჭამს, როცა ქათამი ისე უყვარდათ, რომ ყოველდღე ჰქონდათ სუფრაზე.

- ინდოეთში უამრავი დღესასწაულია, როგორ მიიღო ხალხმა მთავრობისგან ასეთი მკაცრი ჩაკეტვა?

- დიახ, დღესასწაულები აქ ხშირადაა, რადგან ბევრი რელიგიაა და ყველა თავისი სარწმუნოების მიხედვით აღნიშნავს. ახლა ყველა რელიგიური ადგილი დაიკეტა, არადა საოცრად არის აქ ჩამწკრივებული სხვადასხვა კონფესიის სალოცავები ერთ ქუჩაზე, რაც ძალიან მომწონს და მიმაჩნია რომ ჰუმანურია.

ახლა ბოლო დღესასწაული "ჰოლი" მაინც ჩატარდა, მაგრამ ოჯახებმა აღნიშნეს თავისთვის. არადა ძალიან მასშტაბურია ხოლმე ფერების დღესასწაული. ახლა დასვენების ფაზაში ვართ, იმდენად აქტიურად ვცხოვრობდით და ჯერჯერობით დეპრესია არ დაგვწყებია.

ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ